კულტურა 71 წლის The Rolling Stones-ის გიტარისტმა კიბო დაამარცხა და ახლა შვილს ელოდება 2018, 2 სექტემბერი, 11:18 The Rolling Stones-ის გიტარისტის რონ ვუდის მეუღლემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა დაამარცხა ფილტვის კიბო, ოჯახში მოსალოდნელია მორიგი შვილის დაბადება, იუწყება The Mirror-ი.
გასული წლის მაისში რონ ვუდს შეეძინა ტყუპი გოგონები-ელისი და გრეისი. -მინდა რომ ისევ ტყუპები შეგვეძინოს, ძალიან ბედნიერები ვიქნებით თუ ისევ შეგვეძინება შვილები, ტყუპების გაზრდა უფრო ადვილია, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთთან თამაშობენ.ისევ ტყუპები და ბავშვები ორჯერ მეტნი იქნებიან.ჩვენ მზად ვართ ამისთვის, უკვე 40 წლის ვარ და არ ვიცი წინ რა მელოდება-აღნიშნა რონ ვუდის მეუღლემ სალიმ. აღსანიშნავია, რომ ვუდის კოლეგას The Rolling Stones-იდან მიკ ჯაგერი 2016 მე-8 გახდა მამა, -ბიჭუნა სახელად დევერო ოქტავიანა ვასილია ჯგუფის ფრონტმენს ბალერინა მელანი ჰამრიკისგან გაუჩნდა. ასევე დაგაინტერესებთ:
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს ცნობილი ადამიანები, რომლებიც სიმსივნისგან გარდაიცვალნენ
ცნობილი მუსიკოსების ვაჟები, რომლებმაც მამების კარიერა გააგრძელეს
130 5-ს მოსწონს
|