x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებას! ქვეყნის კაზანტიპიზაცია წარმატებით გრძელდება!

image

მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებას!
ქვეყნის კაზანტიპიზაცია წარმატებით გრძელდება! მერე რა რომ პროცესს ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე უკვე შეეწირა, მთავარი როგორც ჩანს მიზანია, რომელიც სხვის სიცოცხლეზე მეტია! დღეს ყველაზე იაფი რეკრეაციული ნარკოტიკი შემოდის ჩრდილოეთ ირანიდან. "ტურისტებს" ოპიუმის ყაყაჩოს ე.წ. "სერეცი" და ჰეროინი შემოაქვთ უკანა ტანით, სწორ ნაწლავში მოთავსებული შეფუთვებით. დისტრიბუციის ლოკაცია თბილისის მიმართულებით არის ქვემო ფონიჭალა, რომლის მკვიდრთა უდიდესი ნაწილი ჩართულია ნარკორეალიზაციის შავ ბიზნესში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელსაც ფლობს შსს -ს ანტინარკოტიკული ბიუროს ყველა ოპერ მუშაკი. მეტიც, კლინიკური საავადმყოფოების მიმღებ განყოფილებეში რიგებიც კი უდგათ ირანის მოქალაქე პირთა შესამოწმებილად უკანა ტანით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით. ათეულობით "ბარიგა" წინასწარ პატიმრობაში რჩება, მაგრამ ბევრიც საპროცესო შეთანხმებებით ტოვებს ციხეს. ქვეყანაში შექმნილია კატასტოფული მდგომარეობა ნარკოტიკების გავრცელებისა და იოლი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ბოლო 6 თვეში ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ჯამური ოდენობა ყველა დროის სტატისტიკას აჭარბებს. ირანელი მსხვილფეხი "ბარიგები" საქმეში ითრევენ ქართველ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით გოგონებს. იქმნება გაფართოებადი ქსელები გასაღებისა და გავრცელებისთვის, რისი ყველაზე ხელსაყრელი ადგილები სწორედ ელექტრონული მუსიკის ფესტივალები და ღამის კლუბებია. ცნობისათვის, 1 გრამი ე.წ. "სერეცის" ფასი ირანის შავ ბაზარზე მხოლოდ 50 ცენტის ფარგლეშია რაც 100 ჯერ იაფია აქაური შავი ბაზრის ფასებთან შედარებით. აღარაფერს ვამბობ მიზანმიმართული ნარკოდივერსიის დაფინანსებულ კამპანიაზე, რასაც პოლიტიკური ხასიათი აქვს! ტურისტულად უვიზოდ "შემოხეტიალებილი" პირი რომ 9 თვე იცხოვრებს ქვეყანაში, მერე გავა 5 წუთით მეზობელი სომხეთის საზღვარზე და კვლავ 9 თვით უბრუნდება ქვეყანას, ნუ თუ არ უნდა არსებობდეს შესაბამისი სამსახური რომელიც მარტივ კითხვას გასცემდა პასუხს - რითი არსებობს ტურისტი შენს ქვეყანაში თვეობით უმუშევარი, რომელიც იმედოვნებს რომ დანაშაულებრივი გზით დაგროვილი თანხით, ჩვენი მოღალატური კანონის გამოყენებით 35000 დოლარად მუდმივი ბინადრობის უფლებას მოიპოვებს და მალე მოქალაქეობასაც მიიღებს ფიქტიური ქორწინებითა თუ გაფართოებული ბიზნეს აქტივების დეკლარირებით!
დრო გადის, პრობლემა კი მძაფრდება! გუშინაც, საქართველოს, ვინ იცის რიგით უკვე მერამდენე შვილი მოუკვდა, სხვანი რიგში დგანან, "ბარიგები" და მათი ლობისტები კი ბიზნესს აფართოებენ ჩვენი შვილების სიცოცხლის ხარჯზე, საქმეში ჩართულია პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო, ამასთან იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით ქვეყანაში მიმდინარეობს უცხოტომელთა კლასტერული ჩასახლების შეუქცევადი პროცესი, საქართველო კანონის ძალით იყიდება 35.000 დოლარად ყოველი ახალმოსახლის საწილოდ, მკვიდრნი გარბიან, უცხონი შემოდიან და შემოდიან.. და ამას ბოლო აღარ უჩანს!!!
დადგა დრო უშეღავათო ბრძოლის დასაწყებად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე!!!

დიმიტრი ლორთქიფანიძეimage

1
97
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
97
  
2018, 27 აგვისტო, 14:47
ფესტივალი ბევრგან ტარდება, მაგრამ ნარკოტიკების შეტანა შეზღუდულია მაქსიმალურად, არც ქართველებივით
პულსის დაკარგვამდე არ ეტანებიან ნარკოტიკს.
ამ დღეებში ანაკლიაში რაც ხდებოდა ეს იყო კატასტროფა.
გაყინული თვალებით და გამოლენჩებული სახით მოსიარულე ახალგაზრდების ნაწილი, ზომბებს ჰგავდნენ ფანასტიური ჟანრის ფილმებიდან. :(
0 1 1