x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"როგორ უნდა უყვირო მტერს და თითი დაუქნიო როცა გიბრძანებენ დაიჩოქე! და შეაგინო ქვეყანას!

imageსირცხვილია თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში იყოს ბუშის, ალიევის ქუჩები და ძეგლები, ამავე დროს არავის მოსვლია აზრად, საქართველოს ეროვნული გმირის - ბატონ გურამ გაბესკირიას და მრავალი სხვა ომის გმირის სახელის უკვდავყოფა. მისი განუმეორებელი და გულიდან ამოსული სიტყვები უნდა ჩაიწეროს სამხედრო ფიცში, რომ ყველა ქართველმა გაიმეოროს და იცოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა. ამ ორ სიტყვაში გმირმა ქართველმა თქვა რომ სამშობლო სიცოცხლეზე მეტია და ეს დაუტოვა მომავალ თაობას: იბრძოლეთ და დაიბრუნეთ სამშობლო!
"როგორ უნდა უყვირო მტერს და თითი დაუქნიო როცა გიბრძანებენ დაიჩოქე! და შეაგინო ქვეყანას! ქართველებს! როცა იცი უკანასკნელი შანსი გაქვს გადარჩენის! მაგრამ არა.... არასოდეს ცხოვრებაში! Никогда в жизни!
სიტყვები და თავგანწირვა, რომელიც ლეგენდად არის ქცეული. ამ კაცის ხმაში არ იგრძნობა არც შიში, არც მორჩილება! მხოლოდ ვაჟკაცობა, შეუდრეკელობა და სიმამაცე. გმირი, რომლის კაცობის მაგალითზეც უნდა გაიზარდონ. გარდაუვალი სიკვდილის წინ როგორი ქედუხრელია. გაბესკირიას მიერ სიკვდილის წინ ნათქვამი ფრაზა : " ნიკაგდა ვჟიზნე ! " Никогда в жизни! დარჩა ეპოქალური მნიშვნელობის სიტყვებად, რომელიც ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს როგორც მაგალითი მოწამეობრივ აღსასრულთან უშიშრად შეხვედრისა. მან ღირსების დათმობას არყოფნა არჩია. უნდა დაწესდეს - საქართველოს ეროვნული გმირის, თავდაცვის საბჭოს წევრი, ქ.სოხუმის მერის, პოლკოვნი გურამ გაბესკირიას სახელობის ჯილდო/ორდენი, განსაკუთრებული მამაცობისა და დამსახურებისათვის. ორ სიტყვაში ჩატეული უკვდავება!image

1
220
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
220
  
2018, 26 აგვისტო, 14:33
სულ ერთხელ მყავს ნანახი, ჩვენს ოჯახში ბაბუასთან ერთად ჩამოვიდა სოხუმიდან.
ყოფილი ფხბურთელი, მწვრთვნელი, სოხუმის მერი და პოლკოვნიკი, საქართველოს ეროვნული გმირი.
0 1 1