x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ჰომოსექსუალობა აღზრდაზე და გარემოზე არ არის დამოკიდებული – ჰომოსექსუალებად იბადებიან

image


ბრიტანელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს დნმ-ის ნაწილი, რომლის გათიშვის შემთხვევაში, ამ ქვეყანას მხოლოდ გოგონები მოევლინებიან. ამჟამად კვლევები მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, თაგვებზე ტარდება და საკუთარი კვლევის შუადედური შედეგებ მეცნიერებმა ჟურნალ «Science» («მეცნიერება»)-ში გამოაქვეყნეს («Sex reversal following deletion of a single distal enhancer of Sox9»).

იმის გასაცნობიერებლად, თუ რაოდენ დიდ სამეცნიერო აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, იმის თქმაც საკმარისია, რომ «გოგონას» «ბიჭად» გარდაქმნის პროცესში დნმ-ის 1 ან რამდენიმე ნაწილი მონაწილეობს. ხოლო, ადამიანის გენომში მილიონამდე ასეთი ნაწილია, რომელიც საერთო ჯამში, 21 000 გენის აქტიურობას მართავს.

სიცოცხლის პირველ კვირებში, ძუძუმწოვრების უდიდესი ნაწილის ემბრიონში მხოლოდ იმ გენების აქტივირება ხდება, რომლებიც «მდედრობით» X-ქრომოსომას შეიცავს, ხოლო «მამრობითი» Y-ქრომოსომა, უფრო მოგვიანებით ირთვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის პირველ დღეებში ყველა ჩანასახი მდედრობითი სქესის არის. სწორედ მდედრობითი სქესიდან მამრობით სქესში გადასვლის მექანიზმი აღმოაჩინეს ფრენსის კრიკის ინსტიტუტის (ლონდონი) გენეტიკოსებმა. მათ დნმ-ის ჯაჭვში საჭირო მონაკვეთების მოსაძებნად, ექსპერიმენტები თაგვების ემბრიონებზე ჩაატარეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სქესის რაობას ორი გენი – Sox9 და Sry განსაზღვრავს. პირველი გენი სასქესო ორგანოების განვითარებაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო მეორე – საქმეში მაშინ ერთვება, როდესაც ჩანასახის სქესი უკვე განსაზღვრულია. გენეტიკოსებმა გადაწყვიტეს უჯრედებს შორის იმ მუტაციების მოძებნა, რომლებიც ამ გენების სიახლოვეს მდებარეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ დნმ-ის მცირე ნაწილი – ენჰანსერ 13 (Enh13), რომელიც Sox9-ის გვერდით მდებარეობს, საჭირო მომენტში, SOX9 პროდუქტიულობას ზრდის (ხდება ცილის უჯრედების დაყოფა: 1-დან 2 მიიღება, 2-დან 4 და ა. შ), რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მამაკაცური სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებას. ხელოვნური ჩარევის და ამ ზონის ამოკვეთის შემდეგ, ყველა ემბრიონს, გამონაკლისის გარეშე, მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები განუვითარდა.

ფუნდამენტური ცოდნის გარდა, რომელიც ცხოველებში სქესის მექანიზმის განსაზღვრისთვის არის მნიშვნელოვანი, აღმოჩენა შესაძლებელია სასარგებლო მედიცინაშიც იყოს. მედიკოსები ათწლეულების მანძილზე იკვლევდნენ სქესობრივი განვითარების დარღვებს და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ამ ტიპის პრობლემების მიზეზი არა გენია (გენი – დნმ-ს მონაკვეთია, ისევე როგორც Enh13), როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ ენჰანსერ 13 არის.image

imageimageყოველწლიურად, 5500 ახალშობილიდან – ერთი, სქესობრივი ორგანოების განვითარების ამა თუ იმ დარღვევით იბადება. მაგ., შეიძლება ბავშვი დაიბადოს ბიჭისთვის დამახასიეთებელი Y-ქრომოსომით და საპირისპირო სქესის სასქესო ორგანოებით ანუ ერთმანეთთან შეუსაბამო სასქესო ორგანოებით და ქრომოსომების ნაკრებით (სწორედ ეს არის შემდგომში, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მთავარი მიზეზი. რედ.). «Enh13 იმდენად მნიშვნელოვანია თაგვებში, რომ ის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას ადამიანებშიც ახდენს. ეს ცოდნა კი, სექსუალური დარღვევების დიაგნოსტკაში და სქესობრივი ფუნქციის ცვლილებაშიც დაგვეხმარება» — აღნიშნა კვლევის და შრომის ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფ. რობინ ლოველ-ბეჯემა (Robin Lovell-Badge).

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგენები თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებაში?
მეცნიერებმა ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი დაასახელეს. აღმოჩენა, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

განსხვავება საკეისრო კვეთით დაბადებულ და ჩვეულებრივ ბავშვებს შორის: 3 მითი და 2 სიმართლე

1
52
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
52
  
2018, 8 სექტემბერი, 19:22
ეს ძალიან მაგარი სტატიაა მართლა
0 1 1