x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება? ყავის მოყვარულებმა, ეს უნდა იცოდეთ!
ამ წლის დასაწყისში, კალიფორნიის ჩინოვნიკები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ გამოეკვლიათ ყავის სარგებელისა და მავნებლობის შესახებ, ასევე დაედგინათ, დღეში რამდენი ფინჯანის მირთმევაა რეკომენდებული.



image


სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვის შედეგად, დადგინდა, რომ დღეში 3-4 ფინჯანი ყავა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კვლევების თანახმად, ისიც დამტკიცდა, რომ ყავის ზომიერი სმა, ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და სხვა დაავადებების გარკვეულ სახეობებს. ბევრი ყავის სმა მავნებელია მხოლოდ ორსული ქალებისთვის, რადგან რისკია ნაყოფი დაიბადოს დაბალი წონით.



image




მიუხედავად იმისა, რომ ყავის ხშირ სმას უკავშირდება გულის პრობლემები, ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის დიდი ნიმუში ადასტურებს, რომ ყავის რეგულარული მოხმარება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის დონეს აქვეითებს. ამერიკელი მეცნიერების კვლევებიც ამტკიცებს, რომ დღეში 3 ფინჯანი ყავის მირთმევა, დაშვებულია.




image



გერმანელი ბიოლოგების ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ დღეში 4 ჭიქა ყავა დადებითად მოქმედებს გულის უჯრედების აქტივობაზე და მათი აღდგენის უნარზე.




შენიშვნა:


● ორსულობის დროს აუცილებელია ყავის მოხმარების შეზღუდვა.


● ნებისმიერი დანამატები, რომლებსაც ყავისთვის იყენებთ (ნაღები, რძე, შაქარი, შოკოლადი და ა.შ), მოქმედებს სასმელის ხარისხზე. ის ბევრად უფრო მაღალკალორიული პროდუქტი ხდება და შეიძლება შემცირდეს დადებითი ეფექტი.


● ყავის მოყვარულებს, რომლებიც დაღლილობის მოსახსნელად და ძილიანობის დროს შესაფხიზლებლად სვამთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ყავა უბრალოდ ბლოკავს ძილის მგრძნობელობის რეცეპტორებს და ჰორმონი ადენოზინი გამოიყოფა ნაკლებად. თუმცა, ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა ყავას და ხდება დამოკიდებული, შედეგად ეფექტიც იკლებს.





იხილეთ აგრეთვე:


შეცდომები, რის გამოც, ყავა, გემრიელი არ გამოდის- დაიმახსოვრეთ!image






აუცილებლად დაამატეთ ყავაში მარილი. აი რატომ!image






იცოდით ყავა რომ წონაში კლებას ეხმარება?image






დილის ყავის თავისებურებანი: - საუკუნის მსოფლიო სენიimage

0
411
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0