x
image
_K_
Mediator image
4 ნიშანი იმისა, რომ დაუფიქრებლად ინადგურებთ ცხოვრებას
image

თუ არ გსურთ, ერთ დღეს გაიღვიძოთ და გააცნობიეროთ, რომ ცხოვრებაში არაფრის სურვილი აღარ გაქვთ, წაიკითხეთ სტატია და გაითვალისწინეთ რჩევები!


გვინდა, ყურადღება გაგამახვილებინოთ ყოველდღიურ წვრილმანებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ნეგატიური ენერგიით ავსებს. გთავაზობთ 4 მიზეზს, რაც ცხოვრებას ნელ-ნელა გინადგურებთ ისე, რომ ვერც ხვდებით.








4. არასწორი ადამიანები გყავთ გარშემო.


ადამიანები ხშირად ვაჩქარებთ ხოლმე ურთიერთობებს. უმეტესად ეს იმიტომ ხდება, რომ მარტო ყოფნის გვეშინია. არავის სურს, მარტოსულობა იგრძნოს. სიტუაციის სწრაფად შეცვლის სურვილით და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით კი საკუთარ მომავალზე ვახდენთ გავლენას. ბევრ ადამიანს არ შეუძლია იმის გაგება, რომ მარტოობაში დადებითი მხარეების პოვნაცაა შესაძლებელი.



როცა საქმე თქვენს ცხოვრებას ეხება, ნუ იჩქარებთ! იყავით უფრო თავდაჯერებული და მამაცი, გააანალიზეთ წარსული. ამისთვის ცოტა ხნით განმარტოება აუცილებელია. მარტოობა გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი. ამ პერიოდში უფრო მეტად ვიზრდებით, ვაცნობიერებთ, რა გვინდა სინამდვილეში, რისგან ვიღებთ შთაგონებას და ვაღწევთ ჰარმონიას საკუთარ თავთან.


ყველაფერს ორი მხარე აქვს და არც მარტოობაა გამონაკლისი. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რამდენი დრო გჭირდებათ საკუთარი თავისთვის, ნუ გადაამეტებთ ისე, რომ დეპრესიაში ჩავარდეთ. გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ, რომ მარტოობამ დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ.

image

"ღმერთმა შეაბიჯა კოსმოსში, მიმოიხედა გარშემო და თქვა: "მარტო ვარ, სამყარო უნდა შევქმნა".

ჯეიმს ველდონ ჯონსონი






3. არ გამოხატავთ საკუთარ გრძნობებს.


თუ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადაგვიტანია, სიტყვაძუნწები ვხდებით, თითქოს თავს ვიცავთ. როცა ახალ ადამიანებს ვიცნობთ, გვეშინია, რამე არასწორი არ ვთქვათ; ძველ მეგობრებთან კი არ გამოვხატავთ, რამდენად მნიშვნელოვანები არიან ისინი ჩვენთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ემოციების გამოხატვა სისუსტეზე მიუთითებს. როგორც წესი, ეს ადამიანები მამაცები და გაბედულები სულაც არ არიან. ფაქტობრივად, ისინი საკუთარ თავს ცხოვრების კარგ მომენტებს ართმევენ.


რა თქმა უნდა, როცა ვიღაცას გულის კარებს ვუხსნით, დაუცველები ვხდებით. თუმცა, ეს ცუდი რამ არაა. როცა ადამიანი დაუცველია, ის მზადაა, სხვისი ზრუნვა მიიღოს. ყოველი წამი, როცა სიყვარულსა და მადლიერებას გამოვხატავთ, მაგიურად ლამაზია. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის. შეიყვარეთ! სიყვარული ხომ გამბედაობას მოითხოვს! მალე მიხვდებით, რომ გრძნობების გამოხატვა შედეგად ღირდა.








2. არ შეგიძლიათ დავიწყება და პატიება.


ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს გვაქვს მომენტები, რომელთა გახსენებაც არ გვინდა: შემოქმედებითი კრიზისი, ღალატი ან დამამცირებელი სიტყვები. ყველა შეხვედრია მსგავს გამოწვევებს, მაგრამ არ უნდა მისცეთ ამას უფლება, გავლენა მოახდინოს თქვენს ღირსებაზე.


როცა მუდამ იხსენებთ ცუდ ამბებს და არ ცდილობთ მათ გამოსწორებას ან დავიწყებას, ეს საკუთარი თავის განადგურებას ჰგავს.

ამის შემდეგ ხელიდან უშვებთ კარიერული გაზრდის შესაძლებლობას, რადგან ფიქრობთ, რომ არ დაგიმსახურებიათ. კარგავთ საყვარელ ადამიანს, რადგან ფიქრობთ, რომ საკმარისად კარგი არ ხართ მისთვის. მტკივნეული გრძნობები წარსულიდან ნელ-ნელა გინგრევთ ცხოვრებას.


ამას ერთხელ და სამუდამოდ რომ დააღწიოთ თავი, შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება და შეცოდება. დატოვეთ წარსული უკან. როცა საქმე თქვენს ღირსებას ეხება, გახსოვდეთ, რომ ძალიან ძლიერი ხართ და ის უნდა შეინარჩუნოთ!

image

"პატიება ნიშნავს პირადი პასუხისმგებლობის აღდგენას არა დანგრევაზე, არამედ - აღდგენაზე. ეს არის საკუთარი სიმშვიდის დაბრუნების გადაწყვეტილება".







1. საკუთარ თავს სხვებს ადარებთ.


მიზეზები, თუ რატომ გვტკენს ეს გულს:


✶ ჩვენს ნაკლს სხვის უპირატესობებს ვადარებთ;

✶ ამით არანაირ სარგებელს არ ვიღებთ, ვკარგავთ ღირსებას და შემართებას.

✶ ჩვენი მიღწეული წარმატებები ამ მომენტში არ გვახსოვს, რადგან ყოველთვისაა შესაძლებელი ისეთი ადამიანის პოვნა, ვისთან შედარების დროსაც ნაკლებად წარმატებული გამოვჩნდებით;

✶ იმის მაგივრად, რომ ეს დრო საკუთარ თავს დავუთმოთ, ენერგიას სხვა ადამიანზე ვხარჯავთ;

✶ საკუთარი თავის სხვებთან შედარება თავს ბედნიერად არ გვაგრძნობინებს;

✶ ყოველი ადამიანი უნიკალურია. ამიტომაც განსხვავებული ადამიანების ერთმანეთთან შედარება სამართლიანი არაა!


თუ თავს ვერ ერევით და მაინც სხვებს ედარებით, მაშინ გაითვალისწინეთ:


1. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიღწევებს.


თქვენ საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები გაქვთ; ნუ დაგავიწყდებათ თქვენი წარმატებებისა და მიღწევების შესახებ, გამოიყენეთ ისინი, როგორც მოტივაცია წინ წასასვლელად.


2. გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ არავინაა იდეალური.


ყველას აქვს თავისი პრობლემები. თავს სხვა ადამიანს, სავარაუდოდ, პრობლემებისა და კრიზისის დროს ადარებთ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ არავინაა იდეალური და ამ ადამიანმაც, ალბათ, უკვე გამოიარა ის პრობლემები და გამოწვევები, რასაც ახლა თქვენ უმკლავდებით, სწორედ ამიტომ გეჩვენებათ ის უკეთესად.


3. იპოვეთ მიზეზები, რაც მოტივაციას მოგცემთ.


იპოვეთ ადამიანი, რომელსაც თქვენი სჯერა და მოტივაციას მოგცემთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი უნდა შეადაროთ მას. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანების ცხოვრებას, ვინც მოგწონთ: წაიკითხეთ მათზე, დაათვალიერეთ ფოტოები და მიიღეთ შთაგონება, გაითვალისწინეთ მათი გამოცდილება.


თუ კიდევ ვერ უმკლავდებით თქვენი თავის სხვებთან შედარების სურვილს, საკუთარი თავის საკუთარ თავთანვე შედარება სცადეთ. ყოველთვის უნდა ცდილობდეთ, იმაზე უკეთესი იყოთ, ვიდრე წარსულში იყავით. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, გახსოვდეთ თქვენი მიღწევები და პატივი სცეთ მათ.

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

image


2. თუ ასეთი ადამიანები გყავთ გვერდით, სასწრაფოდ გაწყვიტეთ მათთან ურთიერთობა

image


3. 10 სამსახური, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე

image


0
2015
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
2015
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0