x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ვანო მერაბიშვილი : დევნილთა მასობრივად განსახლება უსამართლობა იყო

imageროდესაც დევნილების მასობრივად განსახლება ხდებოდა მაშინ ხმას მთავრობიდან არავინ იღებდა, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ვანო მერაბიშვილი სანამ პრემიერმინისტრი გახდებოდა ამ თემაზე არაფერს ამბობდა, ახლა როდესაც ხალხის ხმები არის საჭირო თურმე მერაბიშვილის აზრით დევნილთა განსახლება უსამართლობა იყო. მისი თქმით ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა. ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ყურადღებით მოეკიდება. ასევე, ყურადღებით ვიქნებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის შენიშვნებზე", - აღნიშნა მერაბიშვილმა ოპოზიციონერი ვიცე–სპიკერის პაატა დავითაიას შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატიურად გამოსწორდება. მერაბიშვილმა სამოქმედოდ სამი ძირითადი პრინციპი დაასახელა: დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, მთავარი მიზანია, ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევები თითოეულმა ქართველმა იგრძნოს, ისევე, როგორც იგრძნო პოლიციის რეფორმა. მისი სამოქმედო გეგმა მზად ორშაბათისთვის იქნება. საპარლამენტო დებატების დროს, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოშიკვლავაც გაგრძელდება ის სოციალური პროგრამები, რომელსაც მთავრობა აქამდე ახორციელებდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევარიან ადამიანები, რომლებიც სოციალური დახმარების პროგრამებში ვერ მოხვდნენ, სწორედ ამიტომ მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იყოს.

2
658
1-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
658
  
2012, 20 ივლისი, 17:25
რო გავაკეთო წავლენ ესენი თუ რა? :) რა აზრი აქ :)
2012, 18 ივლისი, 22:55
რატო არავინ აკეთებს კომენტარს?
0 1 2