x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ქართველო ნუ ყიდი საქართველოს, ანუ რა გველის ჩვენი დღევანდელი ბედოვლათობის გამო" - გურამ ქართველიშვილი

(საწერად და საკითხავად საგანგაშო სიმართლე)

(წაიკითხეთ და გააზიარეთ, ეს ხვალინდელობაა)


image



დღევანდელი სახელმწიფოებრივი ვაქჰანალიიდან გამომდინარე, მოვა დრო როცა ახალგაზრდა თაობები, ასაკში შევლენ, დაღვინდებიან, ჩვენგან, უფროსი თაობებისგან ასპარეზად დათმობილ პორნო-ნარკო კლუბების და ათას დამამახინჯებელ დაწესებულებებში “ძიგძიგის“ ასაკიც გაუვათ და მწარე კითხვები გაუჩნდებათ.

არადა ეს კითხვები ჩვენს მიმართ იქნება დასმული მშობლებო, რადგან ჩვენგან ვერ დაცულ და ჩვენგანვე გამოხრულ--გაყიდულ საქართველოში მოუწევთ ცხოვრება. სამშობლოში, რომელშიც მათი აღარაფერი იქნება. აღარ იქნება მიწა და ქართული წარმოშობის გლეხი, რადგან დღეს ჩვენ სოფელში ახალგაზრდა კაცი სანთლით საძებარია და აქამდე სიმწრით მოტანილ ქართულ გლეხურ კულტურას შვილები აღარ ითვისებენ, ერთეულების გარდა---- ანუ გლეხი აღარ გვეზრდება უძველეს მიწათმოქმედ-გეორგიკანებს.


აქედან გამომდინარე ქართულ მიწას ის ეთნოსები გადაიბარებენ, რომლებსაც ჩინელ--ინდოელს ვეძახით ოდიდგანვე ქართველები და რომელ ხალხებსაც დღეს ასე გულუხვად ვასახლებსთ საქართველოში. ხალხებს, რომლებიც არნახულად მრავლდებიან და მიწის მუშების დაუსაქმებელი არმიები ყავთ. შვილები იმასაც ნახავენ თვალით, რომ გენეტიკურად ვაჭრული ორგანიზაციული კულტურით მდიდარი ირანელები კალიებივით მოედებიან საქართველოს სავაჭრო სივრცეს და მის ყველა კუთხე-კუნჭულს დაიკავებენ. ზემოთ ნახსენები ხალხებივე გადაიბარებენ ამ წარმტაცი ქვეყნის ტურისტულ ბერკეტებს, რადგან უდიდესი ტურისტული ნაკადების ქვეყნების შვილები არიან და საქართველოს თავისივე მილიარდობით თანამემამულის მოსასვენებლ აგარაკად გადააქცევენ. ქართველები აზიურ უმდიდრეს კაპიტალს ვერაფერს დავუპირისპირებთ. აზიელი ეთნოსების ხელში ჩავარდნილი ეკონომიკა აუცილებლად გამოიწვევს ამავე ეთნოსებისგან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცის სრულ ოკუპაციას.


ინდო-ჩინელები, არაბები, ირანელები და თურქები, მთლიანად გადაიბარებენ, სახელმწიფოს მმართველობას და ჩინოვნიკურ კორპუსს ბოლო სტრუქტურის ჩათვლით. ამას აუცილებლად მოყვება დღეს ქართული ძალოვანი კორპუსის შევსება უცხო ეთნოსებით. თავისვე ქვეყანაში უმცირესობის უმცირეშობაში მოხვედრილი ქართველობა და მისი განათლების სისტემა მთლიანად მოიშლება და მას დომინანტი აზიელ ხალხთა განათლების ტალღები ჩაყლაპავენ. იგივე დღე დაადგება ქართულ კულტურას და დღეს უკვე ჩვენგანვე სიკვდილის პარას მიყვანილ სამეცნიერო სკოლებს. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საკუთარ სამშობლოში უუფლებო მდგომარეობაში ჩავარდნილი და გაღარიბებული მრევლი თანდათან შემოეცლება და ის ერთერთ მცირე რელიგიურ დანამატად იქცევა მოძალებულ ისლამურ--ბუდისტურ მოზღვავებაში.



---- მოდით ეს დღევანდელობიდან გამომდინარე მომავლის ლოგიკური ჭვრეტა აქ შევწყვიტოთ და დავფიქრდეთ რას ჩავდივართ ქართველებო... სუიციდს ვადგავართ? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ჩვენს მიერ გადამთიელებზე გაყიდული თითო გოჯი ქართული მიწა, საცხოვრებელი ფართი და საწარმო ზემოთწაკითხულ პერსპექტივას უმზადებს ჩვენ შვილებს? ნეოლიბერალურ პოლიტიკურ ცეკვა--თამაშში ჩართულები ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს მოჩვენებითი სახელმწიფო, რომელიც ავანტიურისტ--აფერისტ ბიძინიე-მიშებზე გვაქვს მიბარებული, ხელიდან გვეცლება? არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი გაუმაძღრობის გამო უმომავლოდ დაყრილ შვილებს მონობას ვუტოვებთ მემკვიდრეობად?


----- ასეთი შეკითხვები დაუსრულებლად შეგვიძლია დავუსვათ ერთმანეთს ქართველებო, მაგრამ თუ ერთ აზრზე არ დავდექით, არ გავერთიანდით და ეს ქვეყანა მოღალატე ლიბერალებს არ გამოვგლიჯეთ ხელიდან არყოფნა გარდაუვალია... “ხელიდან გამოგლეჯა“ კი სიტყვის მასალად არ მიხმარია, რადგან მსგავს საშიშ ეპოქებში სწორედ ასე გამოგლიჯეს ხელიდან ჩვენმა წინაპრებმა საქართველო თემურ ლენგს და შაჰ-აბასს..... არადა გაახილეთ გულ-ტვინის თვალი და დაინახავთ, რომ ესენი იმ ამომგდებელ მტრებზე უფრო საშიში მტრები არიან.


P.S. ომში ვართ ქართველებო, ჩუმ და უკიდურესად საშიშ სამამულო ომში, რომელიც ათას--ბრჭყვიალა “მშვიდობით“ არის შეფუთული.... გონზე მოსვლის დროა....



image








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}


1. საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ!

2. 4 საოჯახო ფოტო, რომელიც "უცხოების" არსებობას გვიდასტურებს!

3. დღეში მხოლოდ 2 წუთი - კბილების გათეთრება სახლის პირობებში

4. "აი ესაა შეშლილი მსოფლიო" - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოები!

5. 10 ყველაზე სახიფათო სარკინიგზო მაგისტრალი მსოფლიოში

6. რატომ უნდა გაწმინდოთ პურის შესანახი კონტეინერი ძმრით?

7. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)

8. როგორ ატარებენ სექსუალური "ანგელოზები" შვებულებას...

16
591
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
591
  
2018, 26 აგვისტო, 22:22
არადა სწორს ამბობს ეს კაცი :(
2018, 22 აგვისტო, 20:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Floris-ის კომენტარზე
2018, 22 აგვისტო, 18:31
ეგრეა. თქვენ ვაჟა ფშაველას ,,მოლა ახუნდი'' წაიკითხეთ. კარგად დაწერა ვაჟამ ეგ პოემა.

ერთხელ მიკროავტობუსში მღვდლებზე ჩამოვარდა სიტყვა და ერთმა ასაკოვანმა კაცმა თქვა ,,ეეჰ, შვილო, მღვდელი და მგელი ერთიაო'' მაშინ შევეწინააღმდეგე, ახლა კი ვხვდები რომ არ იყო მთლად მტყუანი
2018, 22 აგვისტო, 18:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Floris-ის კომენტარზე
2018, 22 აგვისტო, 18:22
ნამდვილად სწორს ამბობ! თავიანთი ტყუილების თვითონვე სჯერათ :D თუ ისეთი მამაო არსებობს (როგორც თვითონ ემბობენ) ზემოთ რომ დაწერე, რატომ ისეთი არ არსებობს რომ რამდენჯერმე შეულოცოს და ამ ჩვენ დაქცეულ ქვეყანას ეშველოს? იგონებენ ზღაპრებს და სჯერათ, თუმცა მეტი რა უნდა აკეთონ? ჯიპები ყავთ, ბანკში ფულები აქვთ, დასასვენებლად დადიან, ფულს მაგრად შოულობენ. და სხვა რა საქმე აქვთ? მოიგონონ ზღაპრები და იყონ. ხალხი ფხიზლდება ნელ-ნელა და მალა მაგათ საერთოდ აღარ მიაქცევს ყურადღებას, რამოდენიმე ბებრისა და უიღბლოს მეტი მაგათ აღარც არავინ მოუსმენს. . .
2018, 22 აგვისტო, 18:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Floris-ის კომენტარზე
2018, 22 აგვისტო, 18:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 22 აგვისტო, 17:53
კიდევ საინტერესო იცით რა არის? თუ ასე გული შესტკივათ სასულიერო პირებს საქართველოზე და მიწებზე, გააკეთონ რამე. თუნდაც ის რომ, როცა ქართველები ყიდიან მიწებს და სოფლის სახლს იყიდონ თვითონ და მერე ნაკლებ ფასად (ან საჩუქრად, თუმცა ეს არა მგონია გააკეთონ) გადასცენ ისეთ ადამიანებს ვისაც მართლა უნდა სოფელი და მიწის დამუშავება. ასეთები კი არიან საბედნიეროდ. მარტო ენით ლაპარაკობენ და საქმე ისე შორააა როგორც ცა და დედამიწა. . .
2018, 22 აგვისტო, 17:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Floris-ის კომენტარზე
2018, 22 აგვისტო, 17:39
აბაა, ეგა თქვი შენ, 70 ლარი ჰექტარის კურთხევაო, აი ღორობა. მაგის დედა ვატირე თუ მაგხელა ფულს მოითხოვს მღვდელი მიწის კურთხევისას, ჯობია ადამიანმა თვითონ მოასხას ნაკურთხი წყალი მიწებს და ღმერთს შესთხოვოს ნაყოფიერი მოსავალი და წარმატებული ხვნა-თესვა, მერე იმ მოსავლიდან ცოტა ღარიბებს არგუნოს ყოველ წელს (მოსავლის მცირე ნაწილი მაინც). უფრო შეეწევა ღმერთი ვიდრე, ვიღაც ,,ვაჭარ'' მღვდელს აკურთხებინოს და ფული გადაუხადოს. . . .
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10