x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ჩვენ ქართველები, უკვე 2000 წელია, ქრისტიანები ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც სხვებს აპატიებს უფალი, ჩვენ არ გვაპატიებს,"
image

თქვენ, ალბათ, გამოგიცდიათ საკუთარ თავზე, - მიდიხართ ქუჩაში და ზის გაჭირვებული ადამიანი და თხოულობს, შესაძლოა, ცოტა ნასვამიც იყოს და თქვენს გულში იწყება ბრძოლა: მივცე თუ არ მივცე. ერთი ხმა ამბობს: მიეცი, - მეორე კი გეუბნება: ნუ მისცემ, იმიტომ რომ ისევ დალევს. მაგრამ შენ რომ არ მისცე, ის რა, სმას თავს დაანებებს? ის ხომ მაინც დალევს თუ ამის მიდრეკილება აქვს.


შესაძლოა, ასეთი ბრძოლაც გქონდეთ, როცა ჩაუვლით მათხოვარს და არც კი შეხედავთ. მაგრამ მერე დაბრუნდებით უკან და მოწყალებას მისცემთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენში სიკეთე იმარჯვებს. თქვენი ანგელოზი მფარველი, რომელიც უხილავად თან დაგყვებათ, - გეხმარებათ ამ უხილავ ბრძოლაში.


ჩვენ დღეს ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ გაჭირვებაზე. მაგრამ არსებულა კი ისეთი დრო, როცა გაჭირვება არ ყოფილა? მახსენდება ჩემი მშობლების მონაყოლი. ზოგჯერ ოჯახს პური ჰქონია და ყველი არა. მაგრამ თავმოყვარენი იყვნენ და არ სურდათ, რომ მეზობლებს მათი გაჭირვება შეეტყოთ, ამიტომ პურთან ბროლის ქვებს აწყობდნენ რომ სხვებს მათი გაჭირვება არ ეგრძნოთ.



ოჯახები ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და 7-8-10 შვილს ზრდიდნენ. და მათგან დიდი მეცნიერები, დიდი პიროვნებები, თავმდაბალი, მშრომელი ადამიანები გამოდიოდნენ. ამიტომ ნუ ვიფიქრებთ, რომ წარსულში იყო მხოლოდ კარგი და ახლა ცუდია. თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები მუდამ გააჩნია ყველა დროს, ყოველ წელიწადს და ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ.


ჩვენ ქართველები, უკვე 2000 წელია, ქრისტიანები ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც სხვებს აპატიებს უფალი, ჩვენ არ გვაპატიებს, იმიტომ რომ დიდი მადლი მოგვცა. ხოლო ვისაც უფალი მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება
- იქნება ეს ერი თუ ცალკეული ადამიანი. მთავარია, იმედი არ დავკარგოთ. სიძნელეებს არ შევუშინდეთ. დედაჩემი გვარიგებდა, სიღარიბეს არ შეეჩვიოთო, სიღარიბემ შეჩვევა იცისო:image

1
189
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
189
  
2018, 21 აგვისტო, 11:13
ბროლის ქვა რა არის?)
0 1 1