x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
5 გინეკოლოგიური დიაგნოზი, რომელსაც არ უნდა ენდოთ
გინეკოლოგიური დაავადება- ნებისმიერი ქალისთვის ღამის კოშმარია. გინეკოლოგთან ვიზიტი კი ყოველთვის ნერვიულობას უკავშირდება-ვაითუ ექიმმა გითხრათ, რომ რაღაც ისე არაა? ამ დროს ქალი მზადაა ყველაფერი გაიღოს, ოღონდ კი ამ დაავადებისგან გათავისუფლდეს, მაგრამ შეიძლება კი, გინეკოლოგის ყველა დიაგნოზს ვენდოთ?

imageზოგიერთი დიაგნოზი ქალში შიშსა და პანიკას იწვევს, მაშინ, როცა სინამდვილეში საფრთხეს არ წარმოადგენენ. ზოგიერთი კი, თქვენ წარმოიდგინეთ, არც არსებობს.

გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული ცრუ დიაგნოზები


1. საშვილოსნოს ყელის ეროზია


ამ დიაგნოზს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სვამენ. დანარჩენი ქვეყნების ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საშვილოსნოს ყელის ცვლილებები კავშირშია განსაკუთრებულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან. ეროზია მხოლოდ სიმპტომი შეიძლება იყოს სხვა დაავადებისა და არა დამოუკიდებლად ცალკე დაავადება და დიაგნოზი.

ამ დაავადებასთან ერთად ექიმებს ასევე უყვართ ადამიანის პაპილომა ვირუსის დიაგნოსტირებაც და ქალს ძვირადღირებულ თრეაპიას უნიშნავენ, შედეგი კი ნულია, რადგან ადამიანის პაპილომა ვირუსი არ იკურნება.

image

2.საკვერცხეების ქრონიკული ანთება

საშინლად ჟღერს, ხომ მართალია? ამ დიაგნოზს თუ დაგისვამენ, აუცილებლად გადაამოწმეთ რამდენჯერმე და სხვა ექიმებთან. ასეთი დიაგნოზის დასმა ერთჯერადი ექოსკოპიით არ ხდება. საჭიროა სხვადასხვა ანალიზების ჩატარებაც. ხშირად, ექიმები ამ დიაგნოზს პაციენტის ჩივილების საფუძველზე სვამენ-ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ეს კი საკმარისი არაა ამ დიაგნოზისთვის. თანაც, ხშირად საკვერცხეების ანტება სხვა დაავადების სიმპტომია და მისი მკურნალობა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრასთან ერთად უნდა მოხდეს.

image

3. ურეაპლაზმოზი

ბაქტერიები Ureaplasma parvum და Ureaplasma urealyticum ნორმაში უსაფრთხოები არიან და მენტრუაციულ ციკლზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, მით უფრო ფერტილობასა და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე. ყველაზე ხშირად ისინი საშარდე არხს და შარდის ბუშტს აზიანებენ და ურეთრიტს, ცისტიტს და სხვა დაავადებებს იწვევენ.

ურეაპლაზმოზი-როგორც ცალკეული დიაგნოზი, არ არსებობს. ნაცხში ურეაპლაზმის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რაიმე დაავადების არსებობას. ეს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაა. ჯიუტი ექიმები კი, დამატებითი ანალიზების გარეშე ცდილობენ ურეაპლაზმები ორგანიზმიდან გამოაძევონ.

image

4.მიკოპლაზმოზი

არსებობს მიკოპლაზმის ორი სახე-Mycoplasma genitalium და Mycoplasma hominis.

პირველი მათგანი ინფექციაა, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა, არასპეციფიურ სიმპტომებს იწვევს და მკურნალობას მოითხოვს.

მიკოპლაზმის ამ სახეობის აღმოჩენა მხოლოდ ნაცხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით გამოკვლევითაა შესაძლებელი. სხვა გზით მისი არსებობის დადასტურება არ ხდება. ამიტომ, თუ ექიმი ამ გამოკვლევის გარეშე დაგისვამთ ამ დიაგნოზს, ის ცდება და ნუ ენდობით.

მეორე მიკოპლაზმას რაც შეეხება-ქალის მიკროფლორის ჩვეული მობინადრეა. ჯანმრთელი ქალის ორგანიზმში, რომელსაც ნორმალური იმუნიტეტი აქვს, ის ანთებით პროცესებს არ იწვევს. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ეს ბაქტერია ანთებას იწვევს და როცა ეს ხდება, ძირითადად მაშინ, როცა იმუნიტეტი სუსტდება, ან სხვა მძიმე დაავადების პარალელურად მიმდინარეობს.


თუმცა, მიკოპლაზმას ამ სახეობის აღმოცენა ნაცხში, დაავადებაზე არ მიუთითებს. თუ უსიამოვნო სიმპტომები არ გაქვთ, სხვა გამოკვლევები და მით უფრო მკურნალობა-არ მოითხოვება.

image

5. გარდნერელეზი

Gardnerella vaginalis-ეს ბაქტერიაა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობს ქალის ორგანიზმში და და მისი აღმოჩენა მსოფლიოს ქალების ნახევრის ნაცხში შეიძლება.

ამ ბაქტერიას რეპუტაცია სხვა დაავადებამ-ვაგინოზმა შეუბღალა.ვაგინოზის დროს მიკროფლორის ბალანსი ირღვევა : ლაქტობაქტერიების რიცხვი მცირდება, სხვა ბაქტერიებისა კი იზრდება.

ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები შესწავლილი არაა, თუმცა გარდნერელები მის განვითარებაში ნამდვილად არ მონაწილეობენ. ამიტომ, სწორი დიაგნოზი ბაქტერიული ვაგინოზი უფროა. თანაც, მკურნალობა არა მარტო გარდნერელებზე, არამედ სხვა ბაქტერიებზეც უნდა იყოს მიმართულიimage



0
363
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0