x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81838
  • ვიდეო:333847
  • სურათი:438998
თელავში მამაკაცს ბოძი დაეცა და გარდაიცვალა

image

თელავში 55 წლის მამაკაცს ბოძი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიცრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და შუქნიშნისა და გარე განათების ბოძებს დაეჯახა, ხოლო ერთ-ერთი მოგლეჯილი ბოძი 55 წლის მამაკაცს დაეცა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

1
102
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
102
  
0 1 1