x
image
ნათია ჩხობაძე
უცნაური და საშინელი წეს-ჩვეულებები ინდოეთში
ინდოეთი-ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა თავისი კონტრასტულობით, სადაც თანამედროვე ცხოვრებას უპირისპირდება უძველესი, საშინელი ტრადიციები.

ის, რასაც ეხლა გაიგებთ, შესაძლოა გახდეს თქვენი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ინდოეთის მიმართ.

1. გოგო შვილების მოკვლაimageინდოეთში და ასევე, ბევრ სხვა ქვეყანაში ბიჭი შვილი ითვლება გაცილებით სასურველად, ვიდრე გოგონა. ბიჭების განდიდება იმდენად ხდება, რომ გოგონებს დაბადების შემდეგ ან კლავენ ან მდინარეში აგდებენ. გადარჩენის საშუალება არ ჰქონდა იმ ბავშვს, რომელიც იბადებოდა ქორწინების გარეშე, განსაკუთრებით თუ ის გოგო იქნებოდა. ქალიშვილების ხოცვა იქნა აკრძალული მე-19 საუკუნეში.

2. ქვრივების კოცონზე დაწვა


imageსატი-არის რიტუალი, რომლის დროსაც ქვრივი თავისით ან ძალდატანებით წვებოდა გარდაცვლილი ქმრის გვერდით და იწვოდა ცოცხლად კოცონზე. თუ ქვრივი გაიქცეოდა, დაჭერის შემდეგ აბამდნენ ცეცხლმოკიდებულ შენობაში, ან უმტვრევდნენ ფეხებს, რომ გამოერიცხათ მისი გაქცევა. არ ექცეოდა ყურადღება ქვრივის ასაკს.უმეტესად ახალგაზრდა გოგონებს, მასზე ბევრად უფროს მამაკაცებზე ათხოვებდნენ. ზოგჯერ ქვრივს ბამბუკის ჯოხებით აგდებდნენ კოცონში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიტუალი 1859 წელს იქნა აკრძალული ბრიტანელი კოლონიზატორების მიერ, ინდოეთის ზოგიერთ მხარეში ისევ ხდება ქვრივების კოცონზე დაწვა. თანამედროვე ინდოეთის მთავრობა ცდილობს წინ აღუდგეს ამ ტრადიციას და მკაცრად სჯის რიტუალის მცდელობასაც კი.

3. ბავშვების გადაგდებაimage

ყოველ წელს, ტაძრის სახურავიდან ისვრიან ასამდე ჩვილს, ხალხის გროვაში სპეციალურად გამზადებულ ქსოვილზე. ბავშვები ეცემიან დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან. ამ რიტუალში მონაწილეობენ დაქორწინებული კაცები, რომლებსაც სურთ ბევრი შვილი. სახელმწიფო ემზადება ამ რიტუალის აკრძალვისათვის, თუმცა საკმაოდ რთულია ხალხის წინააღმდეგობასთან გამკლავება.









2
953
8-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
953
  
2018, 5 აგვისტო, 22:38
გოგო შვილები მაგარია...
2018, 5 აგვისტო, 21:55
ყველაზე განდილა მოდგმა მთელს მსოფლიოში
0 1 2