x
image
ნათია ჩხობაძე
ქორწილის სასაცილო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებიდან - რთულია, არ გაგეღიმოს!
მსოფლიო მაშტაბით, ქორწილის ცერემონია სხვადასხვაგვარად ტარდება. მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ახალდაქორწინებულებს "კოცნის" დემონსტრირებას თხოვენ, კორეაში ეს მიუღებლად ითვლება.
ტაილანდში, წყვილს ჭვავის ნაცვლად, თავზე ფინიკს აყრიან. აფრიკის ქვეყნებში თეთრი კაბა პატარძალზე იშვიათობაა, რაც შეეხება საქორწინო ჩაცმულობას, პირიქით- ფერადია და ბრჭყვიალა.

კენიაში, ქმარი ქორწილიდან ერთი წლის მანძილზე ატარებს ქალის ტანსაცმელს, იმისათვის, რომ გაიგოს ქალური ცხოვრების სიმძიმისა და თავდადების შესახებ.

ინდოეთი

ინდოეთში საქორწილო ჩაცმულობაში მოიაზრება წითელი ფერი.


image

ქორწილამდე ტარდება ცეკვების ცერემონიალი. თავდაპირველად, მასში მონაწილეობას ღებულობდნენ გოგონები პატარძლის მხრიდან. ეხლა კი ნებადართულია ორივე მხარისთვის მონაწილეობა, ხოლო მამაკაცებსაც აქვთ უფლება დაესწრონ.

ქორწილის წინა დღესა წყვილს ხატავენს ხელებსა და სახეზე.

ქორწილის დღეს, სიძე მიდის პატარზლის სახლში, სადაც მათ უნდა გაცვალონ ყვავილისაგან დამზადებული სამკაულები.

სიძეს ქორწინების ცერემონიის დაწყებამდე აკრძალული აქვს ჭამა. შემდგომ არის პატარა რიტუალი, ყვითელი ფერის განდიდებისათვის, რომელიც მზის პატივსაგებად ტარდება. ახალდაქორწინებულებს, ნათესავები ბრინჯს აყრიან. ქორწინების ცერემონია მთავრდება სიძის მიერ პატარძალზე სინდურის წასმით.

იაპონია

ქორწილისთვის პატარძალს იაპონიაში კიმონოს აცმევენ . ეს არის თეთრი სამოსი, რომელიც სისუფთავესთან(სიწმინდესთან) ასოცირდება.

ასევე შეისაძლოა შეხვდეთ წითელ ფერსაც, რომელსაც ქორწილის შემდეგ იცვამენ. წითელი ასოცირდება იღბალთან.

ინდონეზია

ინდონეზიაში ჩაცმულობა თეთრ-მოოქროსფრო ფერებშია გადაწყვეტილი.

პატარძლის ხელების მოხატვა სხვადასხვა ფერებით მთელი ცერემონიის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. ხატავენ ასევე წვივებზეც.


მალაიზია

ქორწილის მთავარი მოვლენა წყვილის მორთულ ტახტზე დაჯდომა. ამ დროს მათ სტუმრები ულოცავენ შეუღლებას.image


კორეა

აქ დაქორწინებულები კოცნის მაგივრად, სვამენ ერთმანეთის სასმისით, რომელიმე სასმელს. image

საფრანგეთი

საფრანგეთში ქორწილის მთავარი ნაწილი არის ტორტი, რომელიც უნდა იყოს მაღალი. იგი კეთდება უამრავი ეკლერისაგან.

image

imageაფრიკული ქვეყნები

აქ, პატარძლები თავზე იდგამენ ღვინის ჭურჭელს, (ღვინით სავსე) და სიძის ოჯახის თანდასწრებით დაატარებს მას.image

image





0
359
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0