x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"..დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი!..."-ცოტნე გამსახურდია



image
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი პატრიარქის საკვირაო ქადაგებას “ფეისბუქის" საშუალებით სკანდალური განცხადებით აკრიტიკებს. როგორც ცნობილია, პატრიარქმა ქადაგებაში უცხოეთში წასულ ახალგაზრდებს, რომლებიც “მოსამსახურეებად მუშაობენ, და როდესაც სამშობლოში ჩვენს მიწა-წყალს უცხო ხალხი იკავებს, " სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. პატრიარმა ქადაგებაში მრევს ასევე მოუწოდა მეფუტკრეობა შეისწავლოს. გამსახურდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

“თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმანი კარგ დროს გაგახსენდათ ეს ხალხი! მათი გაღატაკება და ქვეყნის გაპარტახება ჯერ მაშინ დაიწყო, როდესაც შენ, დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი! როდესაც ჯაბა იოსელიანსა და მხედრიონის "ვერხუშკას" მწვანე აუნთე ეკლესიებში! როდესაც შენს მიერ ნაკურთხ-ნაზიარებმა "ელიტამ" ამ ხალხის კუთვნილი კაპიტალი, მისი წილი სასიცოცხლო არეალი ურცხვად და უნამუსოდ მიითვისა, მაგრამ სამაგიეროდ ახალ-ახალი ეკლესიები ააშენა! ამისათვის თბილისის ახალ ეკლესიებზე წაწერილი არქიტექორების სახელებიცა კმარა... არც ის დაგავიწყდეს: სამღვდელოების ჯიპები და ფუფუნებაც ამ ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული. პატიოსანი შრომა სირცხვილი არ არის. მოსამსახურეობა გაცილებით ღვთისნიერი და მადლიანია, ვიდრე ამბიონებიდან ოქროვერცხლაჩურჩხლული, ჩასუქებული აფერისტების კურთხევა, ჯადოს ახსნა, ხალხის დაბოლება - რა თქმა უნდა, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. მგონი, არც მაცხოვარი ყოფილა თავადი და არც - მოციქულები, ხომ არ მეშლება? და კიდევ: დაანებეთ ამ ფუტკრებს თავი, ბოლოსდაბოლოს! ფუტკრები ქვეყანას ვერ ააშენებენ. სჯობს ამდენ ეკლესიას თავშეფარებულ მუქთახორას ნიჩბები დააკავებინო ხელში და ქალაქები თუარა, სოფლები ხომ მაინც აშენდება...'' - წერს ცოტნე გამსახურდია.

3
1062
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1062
  
2018, 5 აგვისტო, 22:28
სამწუხაროდ,მართალია...
2018, 5 აგვისტო, 17:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 5 აგვისტო, 14:38
ვისაც ახსობს ის მძიმე წლები,მიხვდება,რომ ცოტნე მართალია !!! ჩვენს მძიმე ,უსამართლო ყოფას ამიტომაც არა და არ ეშველა!!!
0 1 3