x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გასული საუკუნის სუპერვარსკვლავები დღეს

დრო მეოთხე განზომილებაა ჩვენს სამყაროში. ის ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და გვინდა ეს თუ არა, ის გამუდმებით წინ მიდის. მისი შეჩერება ან შენელება შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ და იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ, თუ რა დრო გავიდა ამა თუ იმ მოვლენიდან. ხანდახან გვგონია, რომ რაღაც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, არა და ეს ცოტა ხანი, შეიძლება რამდენიმე წელი ან ათწლეულებიც კი იყოს. ამას მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ცნობილ ადამიანს ვხედავთ და გვახსენდება, თუ როგორი იყო ის, თუნდაც 20 წლის წინ.


ყველასთვის საყვარელმა სერიალმა «საიდუმლო მასალები» (The X-Files) სტარტი 1993 წლის 10 სექტემბერს აიღო და 9 წლის შემდეგ, 2002 წ. დასრულდა. ამ ხნის მანძილზე 202 სერია გადაიღეს, უცვლელი გმირების, – აგენტების ფოქს მალდერის (დევიდ დუხოვნი) და დანა სკალის (ჯილიან ანდერსონის) მონაწილეობით.



image

image2015 წელს სერიალის გადაღება განაახლეს. ეს კი ფოტოებია, სერიალის X და XI სეზონებიდან.image image

imageმარტი მაკფლაის გმირია, ტრილოგიიდან «უკან მომავალში» (1985 – 1990 წწ.), კანადელმა მსახიობმა მაიკლ ჯეი ფოქსმა შეასრულს.imageimage


imageდღეს მ. ფოქსი 57 წლის არის. ის ცნობილი მწერალი, პროდუსერი, კინო და ტელერეჟისორია.imageimage

imageუდიდეს კომიკოსად აღიარებული ჯიმ კერი ეკრანზე 1994 წელს გამოჩნდა. მაგრამ, ცნობილი და პოპულარული, მხოლოდ 1 წლის შემდეგ, «ნიღაბში» შესრულებული როლის შემდეგ გახდა.imageimage

imageჯიმ კერი უკვე 56 წლის არის.imageimage

image1984 წელს იტალიის ტელეეთერში «რვაფეხა» გამოჩნდა. სერიალის დაწყებისთანავე, ყველა მანდილოსანის გული, ვაჟკაცური გარეგნობის კომისარმა კორადო კატანიმ დაიპყრო. რომლის როლს, იტალიელი მსახიობი მიკელე პლაჩიდო ასრულებდა.imageimage

imageქალების გულთამპყრობელი უკვე 72 წლის არის, 50 ათზე მეტი კინოროლი აქვს შესრულებული და 13 ფილმის რეჟისორია.imageimage

imageკურტ რასელს ძალიან უყვარდა სპორტი და ბეისბოლისტი უნდოდა ყოფილიყო. მაგრამ, სპორტული კარიერა, ტრამვის გამო არ აეწყო და რასელი კინოში «წავიდა». ალტერნატივა წარმატებული აღმოჩნდა. სპორტთან მეგობრობამ და კარგმა აღნაგობამ, მას მალე აპოვნინა შესაფერისი ჟანრი და ადგილი კინოინდუსტრიაში.image


image


image«ბოევიკების» ვარსკვლავი უკვე 67 წლის არის და ის ისევ აგრძელებს მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობას.imageimage

imageმელ გიფსონმა სადებიუტო ფილმი 1977 წ. გამოსული «საზაფხულო ქალაქი» (Summer City) იყო. თუმცა, კინომოყვარულების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც «ბაუნტი» (1984) და «სასიკვდილო იარაღი» (1987) გამოვიდა ეკრანზე.imageimage

image62 წლის მსახიობი აქტიურად აგრძელებს კინოკარიერას. წელს ეკრაბევზე «პროფესორი და შეშლილი» გამოვიდა, რომელშიც მსახიობი პროფესორის როლს ასრულებს, ხოლო 2019 წელს «ბოსის დონის» პრემიერაა დაგეგმილი.imageimage

imageჯულია რობერტსმა პირველი როლი, რომელიც სულ რაღაც 15 წამს გრძელდებოდა, «მეხანძრეებში» (1987) შეასრულა. შემდეგ იყო სერიალი და კიდევ რამდენიმე ფილმი. პირველი სერიოზული როლი რობერტსმა «ფოლადის მაგნოლიებში» (1989) შეასრულა, რომლისთვისაც «ოქროს გლობუსი» მიიღო და «ოსკარის» პრემიის ნომინანტი გახდა. ასეთი დიდი წარმატების შემდეგ, ჯულია «ლამაზმანში» (1990) გადაიღეს და ეს ფილმი მის «სავიზიტო ბარათად» იქცა.imageimage

imageამჟამად, 50 წლის მსახიობს 50-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული და ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით – «ბინის დაბრუნება» წელს გამოვიდა ეკრანებზე.imageimage

imageბრენდან ფრეიზერს ეკრანებზე 1991 წელს გამოჩნდა, მაგრამ ცნობილი და პოპულარული, მას შემდეგ გახდა, რაც «მუმია» (1999) გამოვიდა ეკრანებზე.image

image

image49 წლის რ. ფრეიზერის ანგარიშზე 40-მდე შესრულებული კინოროლია. ამჟამად, 90-იანების ვარსკვლავი საპროდიუსერო საქმიანობით და ნახატი გმირების გახმოვანებით არის დაკავებული.imageimage

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ბრაზილიური სერიალების მსახიობები: მაშინ და ახლა

დიდი მსახიობი თავისი ცხოვრების და კარიერის შესახებ. ინტერვიუ 82 წლის ალენ დელონთან

ლუი დე ფიუნესი — მსახიობი, რომელიც მეზობლების გარდა, ყველას უყვარდა

რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

ანჟელიკას წყევლა

ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან


1
312
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
312
  
2018, 5 აგვისტო, 9:33
"უკან მომავალში" ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი ფანტასტიკური ჟანრის ფილმი....ასჯერ რომ ვუყურო არ მომბეზრდება სამწუხაროდ მაიკლ ფოქსი წლებია პარკინოსინის დაავადებით იტანჯება
0 1 1