x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97296
  • ვიდეო:344146
  • სურათი:459275
კრუბერა - მსოფლიოს უღრმესი გამოქვაბული, "მღვიმეების ევერესტი"

კრუბერა - მსოფლიოს უღრმესი გამოქვაბული


კრუბერის გამოქვაბული მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მას უდიდესი სიღრმის გამო "მღვიმეების ევერესტს" ეძახიან. მისი სიღრმე 2190 მეტრს აღწევს, ხოლო სიგრძე 16, 058 მეტრია. იგი საქართველოში, აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. ის აღმოაჩინეს ქართველმა სპელეოლოგებმა 1960 წელს ლ.ი. მარუაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ სახელი უწოდეს დიდი რუსი სპელეოლოგის, ალექსანდრე კრუბერის (1871-1941) პატივსაცემად. ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოჩენისას გამოქვაბული 95 მეტრამდე გამოიკვლიეს და შემდეგ კვლევები შეწყდა. მეორედ კრუბერი 1968 წელს მოინახულეს კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები უფრო და უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ საკვლევად. 2007 წელს რეკორდი დაამყარა უკრაინელმა სპელეოლოგმა, რომელმაც 2191 მეტრსი სიღრმეზე შეძლო ჩასვლა. რაც შეეხება ქალებს, პირველი რეკორდსვუმენი გახლდათ ლიეტუველი საულე პენკენე, რომელიც ჩავიდა 2140 მეტრზე.


მღვიმეში გვხვდება მინიატიურული სტალიქტიდები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. გარდა ამისა, გამოქვაბულში არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერას წყლებით მდინარე რეპრუა საზრდოობს. მღვიმეში ბინადრობს უამრავი ცოცხალი არსების ისეთი სახეობა, რომელიც ენდემურია და მხოლოდ ამ მღვიმეში გვხვდება. ეს საკითხი კიდევ დიდ კვლევებს საჭიროებს.

არაბიკის მასივი ასობით გამოქვაბულს ითვლის და ამ გამოქვაბულთაგან 5 მათგანი 1000 მეტრზე ღრმაა. ეს უდიდესი კომპლექსია, რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელია და უამრავ საიდუმლოს და უდიდეს სილამაზეს მალავს. მისი მოწყობა ტურისტულად, საქართველოს გაერთიანების შემდეგ იქნება ძალიან მომგებიანი ადგილობრივი ოჯახებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ეს განსაცვიფრებელი ასეულობით გამოქვაბული ფორმირდა მაშინ, როდესაც მთათწარმომქმნელი გეოლოგიური პროცესები ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა კავკასიის რეგიონში 5 მილიონი წლის წინ. თავად არაბიკის მასივი კი ჩამოყალიბდა უზარმაზარი კირქვის ფარისგან, რომელიც ფორმირდა ზედა იურულ 163 მილიონი წლის წინ) და ქვედა ცარცულ (145 მილიონი წლის წინ) პერიოდებს შორის.




კრუბერა - მსოფლიოს უღრმესი გამოქვაბული

კრუბერა - მსოფლიოს უღრმესი გამოქვაბული

კრუბერა - მსოფლიოს უღრმესი გამოქვაბული

კრუბერა - მსოფლიოს უღრმესი გამოქვაბული



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
407
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0