x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხეიბრის "სტატუსით" მოქმედი თაღლითები

image მათხოვრობა მართლმადიდებლურ რელიგიაში ცოდვად არ ითვლება, მეტიც სახარებაში გარკვევით წერია: "ითხოვე და მოგეცემაო".
ამით სარგებლობს უამრავი ადამიანი, მეტიც საქართველოს შედარებით დიდ ქალაქებში მათხოვარი ბავშვების დიდი ქსელია შექმნილი, დარწმუნებული ვარ მათ უკან ვიღაც დგას.
საუბარი არა მაქვს ბოშა ბავშვებზე, რადგან მათ ბავშვობიდანვე აჩვევენ ამ "პროფესიას", არამედ საუბარი მაქვს ქართველ ბავშვებზე, რომლებიც როგორც კი გააჩერებ მანქანას, მაშინვე მოგვარდებიან გაწვდილი ხელით.
რა გულმა უნდა მოგითმინოს ადამიანს, ბავშვი პურის ფულს გთხოვდეს და არ მისცე, მაგრამ ასაკმა გამოცდილება შემძინა, გამოცდილებამ ფიქრის უნარი და დავასკვენი: "დათვურ სამსახურს" ვუწევ ამ ბავშვებს.
იოლი გზით ფულის შოვნას მიჩვეული ბავშვი სამუშაოდ არ წავა მოზარდობის მერეც კი.
ეკლესიის კარებთან ხშირად ნახავთ მოწყალების მთხოვნელ ბავშვებსაც და დიდებსაც, რომელთა ნაწილი წყნარად და მორიდებულად ითხოვს ფულს, ზოგიერთი კი აგრესიული ტონით.
ჩემს ქალაქშიც მთელი ოჯახი დგას ერთერთი ეკლესიის კარებთან, სრულიად ჯანმრთელი მშობლები შვილებთან ერთად მოწყალებას ითხოვენ, თან ყოველდღიურად.
როგორც გავარკვიე ოჯახიც აქვთ, ორსართულიანი სახლიც, მაგრამ არც ეზოს უვლიან და არც მათ კუთვნილ მიწას ამუშავებენ, რადგან ფულის შოვნის იოლი გზა გამონახეს.
უკრაინაში ხარკოვში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ახლა იმდენად არა და სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კი სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში სწავლისას, ხშირად მიწევდა თვითმფრინავით ჩაფრენა ბორისპოლის აეროპორტში, სადაც მუდამ იყვნენ ქართველი თაღლითები.
უდანაშაულობის პრეზუმციას ყოველთვის ვიცავ, მაგრამ ვაფიქსირებ რეალურ ფაქტებს.
ერთხელ საქართველოში გამოფრენისას ქართველმა მთხოვა ფული მიმეცა, რადგან უფულობის გამო ვერ ახერხებდა მეგობრის წამოსვენებას საქართველოში, მისი თქმით მეგობარი ავარიაში დაეღუპა, მოკლედ გამაბრიყვა და ფული მივეცი.
მეორედაც ვნახე ეს ახალგაზრდა იგივე თხოვნით სხვა ქართველ მგზავრებთან.
მესამე ნახვაზე კი მის საცემად გავიწიე და გამექცა ქუჩაში.
სანამ თვითმფრინავში ჩასხდომა დაიწყეოდა მისი ამფსონები მოვიდნენ საქმის გასარჩევად, მაგრამ უკვე ჩემს მიერ გაფრთხილებულმა ქართველმა მგზავრებმა "კუდით ქვა ასროლინეს" თაღლითებს.
სხვა შემთხვევაც მახსოვს, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით შენობის კუთხეს მოეფარა, მაგრამ დავაფიქსირე თუ როგორ თავისუფლად წამოდგა ეტლიდან.
ანალოგიურ სურათებს წავაწყდი ინტერნეტში და გთავაზობთ განსახილველად,
ხეიბარი დგება ეტლიდან და ეკლესიის კედელზე (ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე ძვირფასო მკითხველო) შარდავს.
imageimage


0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0