x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რა აქვს პროკურატურას დასამალი მალხაზ კობაურის საქმეში?

image
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გავეცანით ე.წ.
“სმიტების“ საქმეს. პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავ ფაქტთან მიმართებაში და ვუსამძიმრებთ ამერიკელ ხალხს და სმიტების ოჯახის ახლობლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ უნდა დარჩეს დაუცველი და რომ ყველას აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, ჰყავდეს ადვოკატი. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური თავს არ ცნობს დამნაშავედ და საქმის მასალების მიხედვით, ბევრი უზუსტობაა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს (30 ივლისს) გავაკეთებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. - წერს ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი დავით გირგვლიანი სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ იცავს. ამის შესახებ ადვოკატმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ადვოკატ დავით გირგვლიანის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალისა, თუმცა თავად სმიტების საქმეს ჩამოშორდა.

"პროკურატურამ არ მოგვცა კობაურის საქმეზე საქმის მასალები სრულად, რითაც უხეშად დაარღვია მალხაზ კობაურის უფლებები და და შეჯიბრობითობის პრინციპი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83 მუხლის თანახმად, ყველაფერზე წვდომა, რაც საქმეშია, ასევე უნდა ჰქონდეს დაცვის მხარეს. ალბათ დასამალი აქვთ რაღაც-რაღაცები და მაგიტომ არ მოგვცეს სრულად საბუთები, სხვა პასუხი ამ ეტაპქზე არ მაქვს" - აცხადებს მალხაზ კობაურის ახალი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.


1
265
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
265
  
2018, 28 ივლისი, 18:04
მე რომ ალექსანდრე კობაიძის ქართულის მასწავლებელი ვიყო,2-იანს დავუწერდი ამ 11 სტრიქონიან მიმართვაში დაშვებული 9 შეცდომის გამო,რომ არაფერი ვთქვათ სასვენი ნიშნებისადმი აგდებულ დამოკიდებულებაზე.
0 1 1