x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერების დასკვნა: პლასტიკატი მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომაში ამცირებს
image
ბისფენოლ А, ფტალის მჟავა, პარაბენი და ატრაზინი არის ის მავნებელი ელემენტები, რომლებიც ხელს უშლიან გენიტალიების განვითარებას და წარმოშობს დეფექტებს.


სულ უფრო მეტი ბიჭუნა იბადება სასქესო ორგანოების დეფექტით, რაც იწვევს შარდსასქესო ორგანოების არასრულფასოვნად განვითარებას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერები.

მათი მტკიცებით, პენისის ზომები მცირდება იმ ნივთიერებების გამო, რომელსაც პლასტიკატი შეიცავს. ექსპერტებმა ასეთი დასკვნა ცხოველებზე და ადამიანებზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს. ეს გახლავთ ბისფენოლ А, ფტალის მჟავა, პარაბენი და ატრაბენი.


ბისფენოლ А-ქიმიური ელემენტი, რომელსაც საკვები პროდუქტების შესაფუთი საშუალების უმრავლესობა შეიცავს, იმაზე ბევრად მეტად სახიფათოა ორგანიზმისთვის, ვიდრე აქამდე ეგონათ. ეს ქიმიური ელემენტი ნერწყვის ზემოქმედებით სწრაფად იხსნება და ხვდება ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და იწვევს სხვადასხვა ნეგატიური შედეგების პროვოცირებას.




ფტალის მჟავა ადამიანებში სქესობრივი იდენტობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული ნივთიერება ასევე მთელ რიგ საშიშ დაავადებებს, მათ შორის, სიმსივნური წარმონაქმნების განვითარებას უწყობს ხელს. საკვებ პროდუქტებში მჟავა პროდუქტის იერსახის შესანარჩუნებლად აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა 2005 წელს ის ევროსაბჭომ აკრძალა.


პარაბენი -კონსერვანტი, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკაში, ფარმაცევტიკაში და საკვებ პროდუქტებში. მისი გამოყენების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც მისი მაღალი შემცველობა მკერდის კიბოს შემთხვევებში დაფიქსირდა.


ატრაზინი - ქლორის არეალის კლასიდან ჰერბიციდის ტრივიალური სახელწოდება. გამოიყენება ფართოფოთლიან სარეველებთან საბრძოლველად. ფრინველებისა და სასარგებლო მწერებისათვის (მაგ. ფუტკარი), აგრეთვე ნიადაგის ორგანიზმებისთვის ეს ნივთიერება დიდწილად უსაფრთხოა.

ადამიანთან მიმართებაში ატრაზინი დაბალი ტოქსიკურობით გამოირჩევა. ცალკეულ შემთხვევებში იწვევს კანის, თვალების და სასუნთქი გზების გაღიზიანებას.






1
92
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
2018, 28 ივლისი, 18:22
არ გავეკარები პლასტმასს....
0 1 1