x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაქსიმუმ ორი ჭიქა კვირაში-რა დოზით შეიძლება ალკოჰოლის მიღება?

image

ალკოჰოლის მიღება ზომიერ ფარგლებში, როგორც აქამდე რეკომენდაციებით ვიცოდით აღმოჩნდა, რომ მითია. "არამავნებელი ნორმატივი" ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც ჩაატარეს აქამდე არსებული ყველაზე მსხვილმაშტაბიანი კვლევა ალკოჰოლის გარშემო.

მეცნიერებმა გააანალიზეს 600 000 ადამიანის მონაცემები, რომლებიც რეგულარულად სვამენ ალკოჰოლს.

მათი დასკვნა უაპელაციოა, მცირე დოზით მიღებულ ალკოჰოლსაც კი არავითარი დადებითი შედეგი არ მოაქვს, მავნებლურ თვისებას იგი ამჟღავნებს კვირაში 50 გრამი სპირტის, ორი ჭიქა ღვინის და ორი კათხა ლუდის მიღების შემდეგ.

შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Lancet, -ში, სადაც 83 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 19 მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სამეცნიერო კვლევაა გაანალიზებული, ექპერიმენტში მონაწილეობდა 599 912 ადამიანი, რომლებსაც არ აღენიშებოდათ გულს-სისხლძარღვთა დაავადებები.

ექსპერინეტის მონაწილეები დაიყვნენ 8 ჯგუფად ალკოჰოლის დოზირების მიხედვით(სათვალავში სხვა ფაქტორების იყო გათვალისწინებული, მაგალითად მოწევა ან დიაბეტი)ყოველ მონაწილეს 1, 5 -დან 13 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, აქედან სხვადასხვა ასაკის 40 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 39 ათასს კი დაუდგინდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

კონკრეტული მიზეზისგან დამოუკიდებლად, ლეტალური შედეგის ალბათობა აშკარაა, მიღებული ალკოჰოლის დოზა ამოკლებს სიცოცხლეს კვირაში 100 მილიგრამი სპირტის მიღების შემდეგ(ერთ ბოთლ ღვინოში 100 მლ. სპირტია).

ერთადერთი გამონაკლისი ინფარქტია-მართლაც ალკოლჰოლის მცირე დოზებით რეგულარული მიღება ამცირებს ინფარქტს, თუმცა სხვა დაავადებების კომპესირების ხარჯზე.

ინსულტი, იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, ჰიპერტონია და აორტის ანევრიზმი ფატალური დასასრულით პირდაპირ კავშირშია ალკოჰოლის მიღებასთან.


0
84
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0