x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
3000 წლის შეყვარებულები-,,როცა დამარხეს, ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო"
1931 წელს, უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლთან ახლოს მდებარე სოფელ პეტრიკოვში სამარხი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის 183 საფლავია აღმოჩენილი, რომელთა შორის უნიკალურია ერთი, წყვილის სამარხი. ექსპერტთა ვარაუდით, ქალი დაკრძალვისას ცოცხალი უნდა ყოფილიყო, რადგან შეუძლებელი იყო მიცვალებული ასეთ პოზაში დაეწვინათ.

imageნეშტების ასაკი 3000 წლისაა და იმ კულტურას მიეკუთვნებიან, რომელიც ჩვენს წ.აღ-მდე 1100-600წწ. ცხოვრობდა უკრაინის ტერიტორიაზე.

image

პროფესორი ნიკოლაი ბანდროვსკი ასე აღწერს საფლავს: “ეს უნიკალური სამარხია, რომელშიც მამაკაცი და ქალი ასე ახლოს წვანან, ჩახუტებულები. სახეებით ერთმანეთისკენ არიან მიბრუნებულები და შუბლებით ეხებიან ერთმანეთს.ქალი ზურგზე წევს, მარჯვენა ხელი კაცისთვის აქვს მოხვეული, მარცხენათი კი მის მხარს ეხება. ქალის ფეხები მოხრილია და მამაკაცის ფეხებზე ზემოდანაა გადაჯვარედინებული...


ორივე ბრინჯაოს სამკაულებითაა დამარხული. თავთან კი თიხის ჭურჭელია მოთავსებული: ქვაბი, დოქი და სამი ჩამჩა."

ეს უძველესი კულტურა იმითაა ცნობილი, რომ მიცვალებულთა დაკრძალვისას განსაკუთრებულ სინაზეს იჩენდნენ, მაგალითად, ნაპოვნია სხვა სამარხებიც, სადაც კაცს ქალისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული ან პოზა შუბლზე კოცნას გამოსახავდა.

ეს საფლავი კი იმითაა უნიკალური, რომ მიცვალებულს ასეთ პოზას ვერ მიაღებინებდნენ: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დაკრძალვის მომენტში და მან ეს ნებაყოფლობით გააკეთა. შესაძლოა, მან არჩია ქმარს გაჰყოლოდა, რომ სხვა ადამიანთან, სხვა ცხოვრებით არ ეცხოვრა. მან საყვარელ მეუღლესთან ყოფნა არჩია...

შესაძლოა, საწამლავი მიიღო, რომ მალე და უმტკივნეულოდ მომკვდარიყო."

ამ კულტურაში ქორწინების ინსტიტუტი განვითარებული იყო და მეუღლეებსაც მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები და პასუხისმგებლობა ჰქონდათ.

არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ეს უნიკალური სამარხი ამჟამად ლვოვის რელიგიის ისტორიის მუზეუმში ინახება.



0
323
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0