x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საშიში სასმელი მსოფლიოში

image

დღეს უამრავი პროდუქტი არსებობს, რომელიც გადამუშავების გზით მიიღება და სხვადასხვა სახის ქიმიკატებს და საღებავებს შეიცავს. ასეთი საკვები, თუ სასმელი, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის, რთული შენაერთების მოსანელებლად, უბრალოდ, მზად არ არის.

ჩვენს ორგანიზმს, არაჯანსაღი საკვების მოსანელებლად, დიდი დრო ესაჭიროება. მაგ., როდესაც ჩვენ სალათს მივირთმევთ, მის მოსანელებლად, მაქსიმუმ, 2 საათი არის საჭირო, მაშინ, როდესაც ჰამბურგერი, კუჭში 8 საათი რჩება. ხოლო, მას შემდეგ რაც მას ორგანიზმი აითვისებს, ჩვენს სხეულში მავნე ნივთიერებები ილექება, რომლის სრულად მოშორება, ფაქტიურად, შეუძლებელია.

თუმცა, აქ საუბარი არა მავნე საკვებზეა, არამედ უფრო მავნე, ფაქტიურად, მომაკვდინებელ არაალკოჰოლურ სასმელზეა.

კოკა-კოლა არაერთხელ მოხვედრილა მავნე პროდუქტების სიაში, იმის გამო, რომ მის შემადგენლობაში არსებული შაქრის რაოდენობა, 30 ს. კ. შაქრის ეკვივალენტურია. ეს კი ძალიან სერიოზული პრობლემაა მათთვის, ვინც ამ სასმელს ხშირად და დიდი რაოდენობით მოიხმარს.

imageimage

imageმეტისმეტად დიდი რაოდენობის შაქარი და გლუკოზა ორგანიზმში შეიძლება ისეთი დაავადებების მიზეზი გახდეს, როგორებიც არის: ჰიპერტონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა, ართრიტი და სხვა.

როდესაც ადამიანი კოკა-კოლას სვამს, მისი ორგანიზმი შემდეგ ეფექტს განიცდის:

10 წუთის შემდეგ 10 ჩ. კ. შაქარი პირდაპირ საჭმლის მომნელებელ სისტემას «ურტყავს» და გულისრევის შეგრძნება, მხოლოდ იმიტომ არ ჩნდება, რომ შაქრის მოქმედებას ფოსფორმჟავა ანეიტრალებს.

20 წუთის შემდეგ სისხლში ინსულინის დონე მატულობს. ხოლო, ღვიძლი შაქარს ცხიმებად გარდაქმნის.

40 წუთის შემდეგ სრულად ხდება კოფეინის ათვისება. გუგები ფართოვდება. მატულობს სისხლის წნევა. ხდება ადენოზინის რეცეპტორების დაბლოკვა, რაც თავის მხრივ, ძილიანობის შეფერხებას იწვევს და ადამიანს აფხიზლებს.

45 წუთის შემდეგ ორგანიზმი დიდი რაოდენობით დოფამინს გამოიმუშავებს, რაც თავის მხრივ, გულის აჩქარებას იწვევს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოკა-კოლას დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, მისი მოქმედების შედეგი, შესაძლებელია, გულის გაჩერებაც იყოს.

imageდა კიდევ, რამდენიმე საინტერესო ფაქტი, ამ სასმელთან დაკავშირებით:imageაშშ-ს ზოგიერთ შტატში, საპატრულო პოლიციას, მანქანაში ყოველთვის აქვს დაახლოებით, 10 ლ. კოკა-კოლა, რომ ავარიის შემდეგ, გზატკეცილიდან სისხლი გადარეცხონ. [ინფორმაცია ჭორის დონეზე]

თუ ძეხვის პატარა ნაჭერს, საღამოს კოკა-კოლას ან ფანტის ბოთლში ჩააგდებთ, დილისთვის, ძეხვი გამდნარი დაგხვდებათ! [შემოწმებულია]

კოკა-კოლა უნიტაზის, ჟანგიანი ჭანჭიკების, მანქანის მონიკელებული ბამპერის ლაქების, აკუმულატორის და ძრავის გასაწმენდად გამოიყენება. გარდა ამისა, მას შეუძლია ელექტროჩაიდნიდან ნადუღის მოცილებაც. [შემოწმებულია]

კოკა-კოლას შეუძლია ქსოვილიდან ლაქების ამოყვანა (დაასხით დალაქავებულ სამოსს 1 ბოთლი კოკა-კოლა, დააყარეთ სარეცხი ფხვნილი და მანქანაში გარეცხეთ). ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში, ფერმერები, ამ სასმელით, მავნებლებს ებრძვიან. როგორც ამბობენ, კოკა-კოლა შხამქიმიკატებზე უფრო იაფია, ხოლო ეფექტი – იგივე არის. [ინფორმაცია ახალი ამბებიდან]

2004 წლიდან ლოს-ანჯელესის 667 სკოლაში კოკა–კოლის გაყიდვა აკრძალეს, როგორც სკოლის ბუფეტში, ისე გამაგრილებელი სმელების აპარატებით. ამ შტატის სკოლებში, ასევე აკრძალულია ყველა სასმელი, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მათი ჩანაცვლება რძით, ხილის წვენებით და სუფთა წყლით მოხდა. როგოც, იმ დროინდელი, «ლოს-ანჯელეს ტაიმსი» იტყობინებოდა, სკოლიდან კოკა-კომას «გაგდების» მიზეზი, მასწავლებლების და ექიმების შეშფოთება გახდა, სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო: კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ, ქალაქის 14 სკოლაში, ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ მოსწავლეების 40% ჭარბი წონა ჰქონდა და ეს პრობემა პირდაპირ კავშირში იყო კოკა-კოლას მოხმარებასთან.


«კოკა-კოლა» სიცოცხლისთვის სახიფათოა! ასეთ დასკვნამდე მივიდა ინდოელი მეცნიერი, რომელმაც კერალას შტატში მდებარე კოკა-კოლას მწარმოებელი ქარხანა შეამოწმა. როგორც გაირკვა, ქარხანა ადგილობრივი წყალსაცავიდან დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარდა, ხოლო ჩამდინარე წყლებს, გაფილტვრის გარეშე, ბუნებაში აბრუნებდა. ქარხანა 2001 წ. გაიხსნა და მას შემდეგ, მის სიახლოვეს, ადგილობრივ მოსახლეობას, წყლულები გაუჩნდა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე და სასუნთქ ორგანოებთან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქარხნიდან 2 კმ-ის დაშორებით, მისი გახსნის შემდეგ, მსგავსი პრობლემა არავის შექმნია. გარდა ამისა, ქარხნიდან გამომავალ წყლებში, დიდი ოდენობით ტყვია და კადმიუმი აღმოაჩინეს. «თუ ჯანმრთელობისთვის ასეთი სახიფათო ნივთიერებებია ჩამდინარე წყლებში, მაშინ რა შეიძლება იყოს ბითლებში?» – კითხულობენ ექიმები და ეკოლოგები.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageდავლიოთ თუ არა Coca-Cola? სასმელის საიდუმლო «ექსტრაქტი»
ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს და ორგანიზმს აჯანსაღებს





1
660
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
660
  
2018, 14 თებერვალი, 12:08
ეჰ, მე კი მჯერა, მაგრამ ჩემს შვილებს რომ არ სჯერათ?))))
0 1 1