საზოგადოებრივი წარმოუდგენელი ფაქტები დამთხვევების ისტორიიდან (II ნაწილი) 2018, 12 იანვარი, 10:07 I. შემთხვევითი დამთხვევა, თუ ბედისწერა?
როდესაც საფრანგეთის მომავალი მეფე ლუი XVI ჯერ კიდევ ბავშვი იყო, პირადმა ასტროლოგმა ის გააფრთხილა, რომ ყოველი თვის 21 რიცხვი მისთვის არასასურველი და სახიფათო იქნებოდა. ამ წინასწარმეტყველებით მეფე ისე იყო შეძრული, რომ 21 რიცხვისთვის, მნიშვნელოვანს არაფერს გეგმავდა. მაგრამ, მიუხედავად თანამდებობისა და უსაზღვრო გავლენისა, ყველაფერი მასზე არ იყო დამოკიდებული: 1791 წლის 21 ივნისს მეფე და დედოფალი რევოლუციონერებმა პატიმრობაში აიყვანეს, როდესაც ისინი საფრანგეთის დატოვებას ცდილობდნენ. იმავე წლის 21 სექტემბერს საფრანგეთმა თავი რესპუბლიკად გამოაცხადა. ხოლო, 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI თავი მოჰკვეთეს. II. წარმოუდგენელი რეკორდი 2006 წელს თევზსაჭერ გემზე –«უხვი», მყოფმა მეთევზემ მარკ ანდერსონმა ზღვიდან ბოთლი ამოიღო. მასში მოთავსებული წერილი 92-წლის წინ იყო დაწერილი. ამის გამო, ის გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ბოთლში ჩადებული, ყველაზე ძველი წერილის მპოვნელი. არ რეკორდით, ის ყოველთვის ტრაბახებოდა თავის მეგობართან ენდრიუ ლიპერთან. ამ უკანასკნელს კი, ეს ძალიან აღიზიანებდა. 2012 წლის ბოლოს, შკიპერმა ენდრიუ ლიპერმა, იგივე გემზე, შოტლანდიის სანაპიროსთან, ბოთლი იპოვა, რომელიც თევზთან ერთად ბადეს ამოჰყვა. ბოთლში მოთავსებული წერილი 98 წლის წინ იყო დაწერილი. ლიპერი რეკორდების წიგნში შეიყვანეს და უფრო ძველი წერილის პოვნით, მან ანდერსონის რეკორდი მოხსნა და მისი ადგილი დაიკავა გინესი რეკორდების წიგნში! III. ყველაზე უცნაური საზღვაო ბრძოლა ისტორიაში I მსოფლიო ომის დასაწყისში, ბრიტანული სამგზავრო ხომალდი «Carmania» საომარ კრეისერად გადააკეთეს, სამხედრო ფლოტის დასახმარებლად. გემი გერმანელებისგან რომ დაეცვათ, ინგლისელებმა იეშმაკეს და ისე შენიღბეს, რომ გერმანული სამგზავრო ლაინერის – «Cap Trafalgar»-ისგან არაფრით განსხვავდებოდა. მათმა გეგმამ გაამართლა: 1914 წლის 14 სექტემბერს, ყოფილ «კარმანიაზე» მყოფმა ინგლისურმა ეკიპაჟმა, ბრაზილიის სანაპიროებთან «ტრაფალგია» ჩაძირა, რომელიც გერმანელებმა, ასევე დაცვის მიზნით, ბრიტანული სამგზავრო ლაინერის «კარმანიას» სახით შენიღბეს! გერმანელების გემს ნამდვილად არაფერი ემუქრებოდა, რომ არა ინგლისური გემის კაპიტანი ნოელ გრანტი, რომელმაც ის ბრაზილიის ერთ-ერთ ყურეში აღმოაჩინა და რა თქმა უნდა, «თავისი» გემი მაშინვე იცნო. რადგან ორივე გემი ვიზუალურად ერთნაირად გამოიყურებოდა, მათ შორის მომხდარი ბრძოლა, ისტორიაში «ტყუპების ბრძოლის» სახელით შევიდა.
455 9-ს მოსწონს
|