აირჩიეთ ამ 10 რუნადან ერთი, ისე, რომ დიდხანს არ იფიქროთ:
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112511430379351.jpg)
აარჩიეთ? ახლა კი წაიკითხეთ რა ახსნა აქვს თქვენს მიერ არჩეულ რუნას:
1.ცხენი
(Ehwaz)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112511450479351.jpg)
ეს რუნა პროგრესს, მიზნისკენ სწრაფვას გამოხატავს. თუ ეს რუნა აირჩიეთ ე.ი. უკვე დროა შეიცვალოთ. თქვენ ახლა ერთ ადგილას ხართ გაჩერებული და ეს შეიძლება სამსახურს ან ჯანმრთელობას უკავშირდებოდეს. შეცვალეთ რაციონი, დაკავდით ვარჯიშით და წადით თქვენი მიზნისკენ.
2.მემკვიდრეობა
(Oþila)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612165279351.jpg)
ეს რუნა განშორებას ნიშნავს. შეიძლება დადგა დრო, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცას ან ვიღაცას გამოემშვიდობოთ და რაღაც ახალს გაუღოთ კარი.
3.დომბა
(Uruz)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612183579351.jpg)
ეს რუნა წარმატებას განასახიერებს. თქვენში ძლიერი და დადებითი ენერგიაა, მაგრამ სხვადასხვა გარეგნული მიზეზების გამო რატომღაც არ გენდობიან. სცადეთ და შეცვალეთ თქვენი გარეგნობა, მაგრამ წარმატება მხოლოდ მაშინ მოვა, თუ ახალ ამპლუაში კომფორტულად იგრძნობთ თავს.
4.საჩუქარი
(Gebu)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612231479351.jpg)
ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. შეეცადეთ კონფლიქტები მოაგვაროთ. თუ ეს რუნა აირჩიეთ, თქვენს ცხოვრებაში რაღაც კარგი მოხდება.
5.ცხენ-ირემი
(Algiz)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612263379351.jpg)
ეს სიმბოლო ნეგატიური ენერგიისგან იცავს გარშემომყოფებს. თქვენ კარგი მეგობრები გყავთ, რომლებიც მძიმე წუთებში დაგეხმარებიან, თუმცა, თქვენ მაინც მოგიწევთ საკუთარი თავის იმედად ყოფნა ისწავლოთ და მაშინ ცხოვრებაში კარგი მოვლენებიც გაჩნდება.
6.გზა
(Raidu)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612285779351.jpg)
როგორც ჩანს, მოგზაურობის დრო დადგა. თქვენ თანხმობაში ხართ თქვენს შინაგან სამყაროსთან და მზად ხართ ახალი წამოწყებებისა და თავგადასავლებისთვის. თქვენი წინდახედულება და ლოგიკური აზროვნება მაღალ საფეხურზეა. კარგია დროა იმისთვის, რომ ახალი ბიზნესის დასაწყებად სტრატეგია შეიმუშავოთ და ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოთ.
7.არყის ხე
(Berkana)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612321779351.jpg)
არყის ხე-დაბადების და აღორძინების სიმბოლოა.მალე თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი და მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება.ეს რუნა ასევე აღნიშნავს, რომ უკვე დროა განახორციელოთ ის, რასაც დიდი ხანია გეგმავთ.
8.ტიური
(Tiwaz)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612403379351.jpg)
ეს სიმბოლო მიანიშნებს, რომ დადგა დრო თქვენში რაინდი გამოაღვიძოთ, რათა გაიგოთ რამდენის მიღწევა შეგიძლიათ.უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ.ეს სიმბოლო კარგი ნიშანია ყველაფრისთვის, რაც სიყვარულს უკავშირედება.
9.ადამიანი
(Mannaz)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612425879351.jpg)
როგორც ჩანს, თქვენ ძალიან ჯიუტი ადამიანი ხართ. თავმდაბლობა უნდა ისწავლოთ. და თუმცა სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავთ, იმისთვის, რომ სიძნელეებს გაუმკლავდეთ-უნდა შეიცვალოთ. შეეცადეთ და მოვლენებს სხვა კუთხიდან შეხედეთ, რომ ცხოვრებას უფრო მარტივი გახადოთ.
10.სეტყვა
(Hagalaz)
![აირჩიეთ რუნა და გაიგეთ,რა გელით
უახლოეს მომავალში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017112612463879351.jpg)
ეს რუნა ნგრევის სიმბოლოა, მაგრამ უნდა გაიგოთ, რომ ნგრევა ყოველთვის არაა ცუდი. იქ, სადაც რაღაც დაინგრა, ახალი სიცოცხლე იწყება. ეს სიმბოლო შესაძლოა მიგანიშნებდეთ, რომ ცუდი დროა ბიზნესის დასაწყებად. თუ რაღაც მასშტაბურს და მნიშვნელოვანს გეგმავდით, უკეთესია დროებით გადადოთ.