ასტროლოგია ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს 2018, 10 ნოემბერი, 8:10 ![]() ![]() ვერძი ცეცხლოვან ვერძს ღია ინტერიერი სჭირდება. ამასთან ის მინიმალიზმის მოყვარულია. ვერძის სახლში ბევრი სანთელი, წითელი ფერის აქსესუარები, ღია ფერის ნათურებია. ასეთ სახლში თავისი ბობოქარ რესურსს ყველაზე უკეთ აღადგენს. რასაც ნაცრისფერ ან შავ ინტერიერზე ვერაფერს იტყვით. აქ თავს დაღლილად და განადგურებულად იგრძნობენ. კურო კუროსთვის სახლი არის ციხესიმაგრე, სადაც შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც არის. ის ცდილობს შექმნას მყუდრო ატმოსფერო რბილი მოსაფარებლის, ხალიჩის, ბევრი ბალიშების და ჩუსტების გამოყენებით. მათ გარეშე სამუშაო დღის შემდეგ ენერგიის აღდგენას ვერ მოახერხებენ. ტყუპები ტყუპებისთვის ინტერიერი მნიშვნელოვანი არ არის. ის ზოდიაქოს ნიშანი სახლისთვის განკუთვნილი არაა. სახლში მათ დაკავებას მხოლოდ რაღაც მიმზიდველი თუ შეძლებს: საყვარელი წიგნი, საინტერესო თამაში. ეს ყველაფერი გაართობს და მარტოობას არ აგრძნობინებს, შესაბამისად სახლიდან არ გაიქცევა. კირჩხიბი კირჩხიბი ნამდვილი სილამაზის მოყვარულია, ამიტომ სახლის სიმყუდროვე მათთვის მნიშვნელოვანია. ისინი სახლს ლამაზი ჭურჭელით, ზღვის პეიზაჟის სურათებით და ლურჯი ფერის ფარდებით ავსებს. ეს ყველაფერი მას სახლში სრულ ენერგიას აგრძნობინებს. მათ ღია ფერის დიზაინი ინტერიერში არ შეესაბამებათ. პასტელურ ფერებში სულიერ ჰარმონიებს ვერ აღიდგენენ. ![]() ქალწული პრაქტიკულ ქალწულს ძვირადღირებული ავეჯის შეძენა არ უყვარს და სახლს მოდის მიხედვით არ აწყობს. მაგრამ მათ იატაკის საწმენდის, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ჯაგრისების და ოთახის მცენარეების გარეშე არ შეუძლიათ. ისინი კარგ იატაკის საწმენდში, მტვერსასრუტში ფულს ჩადებენ, მაგრამ არა ინტერიერის დეტალებში. სასწორი სასწორს ღია ფერები ბინაში არ უყვარს. პასტელური ფერების სახლში მოდუნება არ შეუძლიათ. განსაკუთრებულ ატმოსფეროს ოთახის მცენარეების და სანთლების საშუალებით ქმნიან. მათ სახლში მთავარ ადგილს საძინებელი იკავებს. საძინებელში ბევრი ავეჯი და სხვა ნივთები არასდროს არ უნდა იყოს. ხოლ ლოგინზე კი აუცილებლად თეთრი თეთრეული უნდა გადააფარონ. ![]() მშვილდოსანი მშვილდოსანი მოგზაურობაზე გიჟდება. სწორედ ამიტომ მათი სახლი სხვადასხვა ქვეყნის სუვენირებით არის სავსე. თუ მშვილდოსანს მოგზაურობაზე ფულის დახარჯვის შანსი არ აქვს, ის სახლს აავსებს ნივთებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ასოცირებული იქნება: სომბრერო, სპარსული ხალიჩა, მთის ბროლი. ოღონდ წვრილმანებში ზომიერება უნდა იცოდეთ და მთელი ცხოვრება ამ დეტალებით არ აავსოთ. ![]() მერწყული აქტიურ მერწყულს ერთ ადგილას დაჯდომა არ შეუძლია. ის მუდმივ მოძრაობაში არის: რაღაც უნდა შეაკეთოს ან დახატოს. ის ორ ტიპად იყოფა: ოსტატი და შემოქმედი ადამიანი. პირველმა სახლში ყველა სახის ინსტრუმენტით უნდ აავსოს, მეორემ კი უნდა უზრუნველყოს, რომ სახლში მოლბერტი, საღებავები და თიხა ჰქონდეს. ასევე ისინი სახლის თანამედროვე ტექნიკით გავსებაზე გიჟდებიან. თევზები თევზებს სიმშვიდე სჭირდებათ, მაგრამ შიში მათ სახლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. თავი რომ საკუთარ სტიქიაში იგრძნონ, ისინი სახლში მაქსიმალურად უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ ბინაში აუცილებლად უნდა იყოს ვიდეო თვალთვალის კამერა, ცეცხლის ჩამქრობი და აფთიაქი. ასე სახლში მოდუნებას და ენერგიის აღდგენას შეძლებენ. 2190 შეფასება არ არის
|