მეორე მსოფლი ომი ყველაზე დამანგრეველი იყო კონფლიქტების ისტორიაში. მისი მსვლელობის დროს, ყველაზე დიდი რაოდენობის სახსრები დაიხარჯა, ყველაზე დიდი რაოდენობით ქონება განადგურდა, ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
1. II მსოდლიო ომში, ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთმა (უცხოეთში სსრ კავშირი და რუსეთი ერთი და იგივე ქვეყანა იყო. რედ.) დაკარგა – დაახლოებით, 21 მლნ. კაცი.
2. ომის დროს დაღუპული, ყოველი 5 გერმანელი ჯარისკაციდან – 4 აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძვოდა.
3. ჰოლოკოსტის დროს, 1, 5 მლნ. ბავშვი დაიღუპა. მათ შორის, დაახლოებით, 1, 2 მლნ. ებრაელი და 100 ათასამდე ბოშა იყო.
4. 1923 წელს საბჭოთა კავშირში დაბადებული მამაკაცების 80% II მსოფლიო ომის მსხვერპლი გახდა.
5. 1939 და 1945 წლებს შორის, მოკავშირეებმა 3, 4 მლნ. ტ. ბომბები ჩამოყრეს მტრის ტერიტორიაზე, რაც თვეში 27 700 ტ. ბომბის ექვივალენტი იყო.
6. წითელი არმია რამდენიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული, მათ შორის, გერმანელი ქალების (2 მლნ-ზე მეტი ქალის) გაუპატიურებაში და გენოციდში.
7. ბევრი ისტორიკოსის აზრით, სტალინგრადის ბრძოლა (1942-1943), კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე სისხლიანი კი არ (დაიღუპა 800 000-1 600 000 ადამიანი), II მსოფლიო ომის მსვლელობაში, გარდამტეხიც იყო.
8. II მსოფლიო ომში ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა — ატლანტიკისთვის ბრძოლა (1939 – 1945 წწ) იყო.
9. Маx Heiliger იყო გამოგონილი სახელი, რომლის საბანკო ანგარიშებზე SS-ის ფული, ოქრო და ძვირფასი ქვები ინახებოდა, რომლებიც მათ ევროპელ ებრაელებს წაართვეს.
10. ნაციონალ–სოციალისტური პარტიის ორიგინალური აბრევიატურის სახელი Nasos – სიტყვა «ნაცისტს», ბავარიული სიტყვისგან წარმოსდგება და «მოაზროვნეს» ნიშნავს.
11. სვასტიკა უძველესი რელიგიური სიმბოლოა. მას სანსკრიტული (ძველინდური ენა) ფესვები აქვს და ძველად, იღბლის და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა. ინდოეთის ტერიტორიის გარდა, ეს სიმბოლო აღმოჩენილია ბერძნულ, ეგვიპტურ და ჩინურ არტიფაქტებზეც.
12. 1935 ბრიტანელი ინჟინერი რობერტ უოტსონ–უატი (Sir Robert Alexander Watson-Watt) «სიკვდილის სხივის» შექმნაზე მუშაობდა, რომელსაც მოწინააღმდეგის თვითმფრინავი რადიოტალღებით უნდა ჩამოეგდო. ხოლო, შემდგომში, მისი «სხივი» რადარად გადაკეთდა, რომელსაც თვითმფრინავის აღმოჩენა 64 კმ-ს რადიუსში შეეძლო.
13. 40 000 კაციდან, რომელიც ომის დროს წყალქვეშა ნავებზე მსახურობდა, სახლში მხოლოდ 10 000 დაბრუნდა.
14. ბევრი მძიმედ ავადმყოფი ტყვე, საკონცენტრაციო ბანაკში, გათავისუფლების შემდეგ დაიღუპა.
15. იაპონიაში ატომური დაბომბვისას გადარჩენილებს «ნიდჟი ჰიბაკუსას» ეძახიან, რაც სიტყვა-სიტყვით – «ადამიანების აფეთქებით დაზარალებულს» ნიშნავს.
16. ომის დროს, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში 600 000-ზე მეტი ებრაელი მსახურობდა. მათგან 35 000-მდე დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაახლოებით, 8 000 ბრძოლაში დაიღუპა და მხოლოდ ორი ჯარისკაცი დააჯილდოვეს მედლით – «მამაცობისთვის».
17. არდენის (ბელგიის სამხ-დას.) ბრძოლა ყველაზე მასშტაბური და რთული იყო ამერიკელი მოკავშირეებისთვის. ის თვეზე მეტ ხანს (1944 წ 16 დეკემბერი – 1945 წ. 29 იანვარი) გრძელდებოდა და ამ ხნის მანძილზე 80 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
18. ის, რომ ბომბდამშენს Enola Gay (Boeing B-29 Superfortress), რომლიდანაც ჰეროსიმაზე ატომური ბომბი ჩამოაგდეს, მისი პილოტის პოლ ტიბეტსის (Paul Warfield Tibbets) დედის (Enola Gay Tibbets) სახელი ერქვა, ყველამ იცის. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ მეორე ბომბდამშენს, რომელმაც ნაგასაკი დაბომბა, სახელი – Bockscar (Bock car – ბოკის ავტომობილი), თვითმფრინავის მეთაურის ფრედერიკ ბოკის (Frederick C. Bock) საპატივცემულოდ დაერქვა.
19. ლენინგრადში, ბლოკადის დროს, უფრო მეტი ადამიანი (სამხედრო და სამოქალაქო პირი) დაიღუპა, ვიდრე ამერიკელი და ბრიტანელი მეომარი მეომარი II მსოფლიო ომში.
20. ნაცისტებმა, დაახლოებით, 12 მლნ. ადამიანი გაანადგურეს. მათ შორის, 6 მილიონამდე ჰოლოკოსტის დროს მოკლული ებრაელი იყო.
21. ომის პერიოდში, იაპონელებმა ქაღალდით და აბრეშუმით 9 000 «შეიარაღებული საჰაერო ხომალდი» გააკეთეს. ამ დანაღმულ ბუშტებს აშშ-ში ქვეითსაწინააღმდეგო ბომბები უნდა ჩაეტანა. 1 000-მდე ასეთმა «ხომალდმა» მიჩიგანის შტატამდე მიაღწია და იაპონელების მიერ, აშშ-ს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, 6 ადამიანი (5 ბავშვი და ფეხმძიმე ქალი) დაიღუპა.
22. იაპონელმა კამიკაძე («ღმერთების ქარი») მფრინავებმა, რომელთა ბორტზე დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, 34 ამერიკული ხომალდი ჩაძირეს და 368 დააზიანეს, – შედეგად, 4900 მეზღვაური დაიღუპა და 4800 დაიჭრა. კამიკაძე მფრინავების ზუსტი რიცხვი (2800-დან – 5000-მდე) ცნობილი არ არის.
23. ექიმმა იოზეფ მენგელმა (Josef Rudolf Mengele, მეტსახელად, «სიკვდილის ანგელოზი»), თავის გენეტიკურ ექსპერიმენტებში 3 000-მდე ტყუის ცალი გამოიყენა, ძირითადად ებრაელების და ბოშების შვილები. მათგან გადარჩენა მხოლოდ 200 შეძლო. შეშლილი ექიმი «სიამის ტყუპების» შექმნის მიზნით, ბავშვებს ერთმანეთზე აკერებდა. ერთ ტყიპის ცალს თვალებს სთხრიდა და მეორეს კეფაზე უმაგრებდა...
24. «ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების» ანუ Die Endlösung (იგივე ჰოლოკოსტი) რეალიზაცისს დოკუმენტი ნაცისტებმა 1942 წ. 20 იანვარს, ვანზეის კონფერანციაზე მიიღს. პროექტის მთავარი «არქიტექტორი» და სულისჩამდგმელი ჰაინრიხ ჰიმლერი იყო.
25. წარმოუდგენელი წამების და ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდა უამრავი ებრაელი. გერმანელი ექიმები მათ ორგანიზმზე სწავლობდნენ რენდგენის სხივების გავლენის შედეგს, ადამიანის რეპროდუქციულ ორგანოებზე. ისინი ადამიანებს ძვლებს უმტვრევდნენ, იმის დასადგენად, თუ რამდენჯერ შეიძლებოდა ძვლის გატეხვა, იმ მომენტამდე, როდესაც შეხორცება შეუძლებელი იქნებოდა. ადამიანებს ჩაქუჩით თავში ურტყავდნენ, რომ თავის ქალის სიმაგრის დონე განესაზღვრათ. გარდა ამისა, ტყვეებს ორგანიზმში სახვადასხვა სახის პრეპარატებს და ინფექციურ აგრესორები შეჰყავდათ, კიდურებს და კუნთებს აჭრიდნენ და ტრანსპლანტაციის ექსპერიმენტებს ატარებდნენ.
26. საკონცენტრაციო ბანაკებში, ებრაელების მსგავსად, ბოშების და იაღოვას მოწმეების განადგურებაც პრიორიტეტული იყო.
27. II მსოფლიო ომი 1945 წლის 2 სექტემბერს, ტონკინის ყურეში მდგარი, აშშ-ს გემზე – «მისურზე», იაპონელების მიერ კაპიტულაციაზე ხელის მოწერით დასრულდა.
28. ანა ფრანკი და მისი და ბერგენ–ბელზენის (Bergen-Belsen, ქვემო საქსონია) საკონცენტრაციო ბანაკში 1945 წლის მარტში დაიღუპნენ, ბანაკის გათავისუფლებამდე, ერთი თვით ადრე. აღნიშნულ ბანაკში, მისი არსებობის მანძილზე, 50 000 მეტი ადამიანი დაიღუპა.
29. დევიდ უაიმანი (David Wyman) თავის წიგნში – «უარი ებრაელებზე» (1929) ამტკიცებდა, რომ მოკავშირეების მხრიდან, საკონცენტრაციო ბანაკების დაბომბვაზე უარის თქმა, ებრაელების ბედისადმი გულგრილობის შედეგი იყო, და არა პრაქტიკულად განუხორციელებელი ოპერაცია.
30. 1940-1945 წლებში ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი 1, 9 მლრდ. დოლარიდან – 59, 8 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.
31. პერლ-ჰარბორზე თავდასხმის დროს (1941 წ. 7 დეკ.), ლაგუნაში 96 გემი იდგა. მათგან 18 ჩაიძირა ან სერიოზულად დააზიანდა, მათ შორის 8 წინა ხაზის საბრძოლო გემი იყო. ბრძოლის დროს 2402 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 1280 დაიჭრა.
32. დიდი რისკის არსებობის მიუხედავად, ათასობით ებრაელის გადარჩენა მოხერხდა. მაგ., დანიაში მათი ყველა თემის შენარჩუნება მოხერხდა. ხოლო, ოსკარ შინდლერმა (Oskar Schindler, 1908-1974), რაულ ვალენბერგმა (Raoul Gustav Wallenberg, 1912-1947), ჩიუნე სუგიჰარმა (Chiune Sugihara, 1900-1986) და სხვებმა, ათასობით ადამიანი გადააეჩინეს.
33. საჰაერო ძალები აშშ-ს არმიის ნაწილი იყო II მსოფლიო ომის დროს და მას არც ომის დასრულების შემდეგ გამოეყო.
34. 1941 წელს ამერიკაში ხელფასი თვეში 21 დოლარი იყო. ხოლო, 1942 წელს — 50 დოლარი.
35. II მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში, აშშ-ში გამოშვებული იყო 650 000 ჯიპი, 300 000 სამხედრო თვითმფრინავი, 89 000 ტანკი, 3 000 000 ტყვიამფქვრევი და 7 000 000 თოფი.
36. ყველაზე ძლიერი საარტილერიო დანადგარი, რომელიც ოდესმე გამოუგონიათ, საბჭოთა ტერიტორიაზე გამოიყენეს. მას შემქმნელის, გენერალური კონსტრუქტორის კარლ ბეკერის საპატივცემულოდ, «კარლი» ერქვა. უზარმაზარ ზარბაზანს, 2, 5 ტონიანი ჭურვის, 5 კმ-ზე შორ მანძილზე შეეძლო სროლა და 2, 5 – 3 მ. სისქის ბეტონის კედლის დანგრევა.
37. გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა მოკავშირეების არმიის 2 000-მდე გემი ჩაძირეს და თავად 781 წყალქვეშა ნავი დაკარგეს.
38. გერმანელებმა, II მსოფლიო ომის დროს, პირველი რეაქტიული გამანადგურებლები გამოიყენეს. მათ შორის იყო «Messerschmitt Ме-262». მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ თვითმფრინავებს ომის მსვლელობაზე დიდი გავლენა ვერ მოუხდენიათ, რადგან მეტისმედად გვიან იყო გამოგონებული.
39. II მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს ფლოტში ორი აბრევიატურა იყო პოპულარული. მამაკაცები ქალ-ჯარისკაცებს BAM (Broad-Assed Marines)-ს ეძახდნენ, ხოლო ქალები მამაკაცებს – HAM (Hairy-Assed Marines)-ს.
40. SS-მა უცხოელი დიპლომატების და VIP-პერსონებისთვის, ბერლინში საროსკიპო – «კიტის სალონი» გაიხსნა, რომელშიც ყველაფერი ისმინებოდა. გარდა ამისა, მსუბუქი ყოფაქცევის 20 ქალი, წინასწარ მოამზადეს, რომ მათ კლიენტებთან საუბრის დროს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღოთ.
41. II მსოფლიო ომმა ევროპის, როგორც «მსოფლიოს მართვის ცენტრის» დაცემა გამოიწვია, რამაც აშშ-ს და სსრკ-ს მართვის სადავეების გადანაწილების საშუალება მისცა. ეს კი ცივი ომის და ატომური ერის დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.
42. ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, II მსოფლიო ომი გერმანიის პოლონეთში შეჭრით, 1 სექტემბერს დაიწყო. ხოლო, II ნაწილის მტკიცებით, ომის დაწყების თარიღად, იაპონიის მანჯურიაში შეჭრის დღე, – 1939 წლის 18 სექტემბერი უნდა ჩაითვალოს.
43. მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ში ჰამბურგერს სახელი შეუცვალეს, რომ გერმანული ჟღერადობა არ ჰქონოდა და მას «Liberty Steaks»-ი დაარქვეს.
44. ნაცისტების I მარშზე Harvard «Fight Song» ისმოდა.
45. ი. კრამერი (1906-1945) ბერგენ–ბელზერის ტყვეთა ბანაკის კომენდანტი იყო და მას უფრო მეტად, «ბელზენის მხეცის» სახელით იცნობდნენ. ბანაკი 1940 წ. შეიქმნა და უხეში გამოთვლებით, მასში 50 000 ადამიანი დაიღუპა. როდესაც კრამერს ჰკითხეს, თუ რას გრძნიბდა, როდესაც მას ათასობით კაცის, ქალის და ბავშვის სიკვდილში ადანაშაულებდნენ, – უპასუხა, რომ არაფერს გრძნობდა, რადგან ის ბრძანებას ასრულებდა. კრამერი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასაჯეს.