სხვა ბრაზილიური (3 D) ქარგვა (+ ვიდეო გაკვეთილი) 2017, 29 აგვისტო, 15:50 მოცულობითი ქარგვა (3 D) ანუ ბრაზილიური ნაქარგი – არის ზედაპირული ქარგვის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს ბრაზილიაში. ქარგვის მოცულობითი სახეობა, ძირითადად, ყვავილების ქარგვისას გამოიყენება. გარდა ამისა, ბრაზილიური გვირისტულები ქარგვის სხვა სახეობებშიც არის გამოყენებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის ქარგვისას, გვირისტულები არა ერთი (როგორც ჯვრით ქარგვის დროს), არამედ, რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით იქმნება.
ბრაზილიური ქარგვისთვის საჭირო არის: საქარგავი რგოლი, რაც უფრო დიდი იქნება მით უკეთესი – ამ სახის ნაქარგის ნიმუში საკმაოდ დიდი ზომის შეიძლება იყოს. მოცულობითი ქარგვა გამოიყენება როგორც პატარა ზომის, მაგ., ხელსახოცების მოსაქარგად, ისე სამოსის გასაფორმებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქარგვის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, გვირისტულები უფრო დიდი ზომის არის და არც დიდი დრო არის საჭირი, რგოლის შიგნით მოსაქარგი ქსოვილის ამოსაქარგად.
ნემსი – ასევე ქსოვილის ტექსტურაზე და ძაფის სისქეზე არის დამოკიდებყლი, რაც უფრო თხელია ქსოვილი, მაგ., აბრეშუმი, ნემსი უფრო წვრილი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში, აუცილებლად დაგჭირდებათ ძაფის ამომყვანი. გარდა ამისა, განსხვავებული გვირისტულების ქსოვისას, სხვადასხვა ზომის ნემსი არის საჭირო. ასევე ყურადღება მიაქციეთ ნემსის ყურს – ძაფის გასაყრელი მოგრძო უნდა იყოს.
უპირველეს ყოვლისა, საჭირო არის ესკიზი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ნაქარგი. შემდეგ, ესკიზის გადატანა ქსოვილზე ხდება. შენიშვნა: ესკიზის შერჩევას რაც შეეხება, ამ მხრივ, არანაირ სირთულე არ შეგექმნებათ, მოტივის შერჩევა საბავშვო გასაფერადებლებიდან შეიძლება, რომლებიც მრავლადაა ინტერნეტში. მაგ., ასეთი:
გვირისტულების და ნაკერების წესები დადგენილი არ არის, რომელიც უფრო მოუხდება და რომლის გამოყენებასაც უფრო საჭიროდ ჩათვლით, ის გამოიყენეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ნაქარგის გასაფორმებლად, ბისერიც გამოიყენოთ. ღეროიანი ნაკერი ეს ყველაზე მარტივი ნაკერია და აქტიურად გამოიყენება კონტურების შემოსავლებად. ყულფი – მისი ზომა განსაზღვრული არ არის, შეიძლება მოკლე, ერთმანეთზე მიმჯდარი ან დაშორებული იყოს. რაც უფრო სქელია ქსოვილი და ძაფი, მით უფრო დიდი ზომის ყულფების გაკეთება შეიძლება. მარყუჟი როკოკო როკოკო ქარგვის მხოლოდ ხერხი კი არა, მთელი სტილი არის. მისი არსი, ნემსზე ძაფის შემოხვევაში მდგომარეობს. ხოლო მთელი ნიუანსი იმაშია, რომ შემოხვევა, ძაფის იმ ბოლოთი უნდა მოხდეს, რომელიც ქსოვილიდან არის ამოსული და კიდევ – მნიშვნელოვანია, რომ ნემსზე ძაფის შემოხვევა საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით მოხდეს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაქარგი ულამაზო გამოდის. “როკოკო", ძირითადად, ყვავილების კოკრების და გვირგვინების ქარგვისას გამოიყენება და კარგად ჯდება ტრიკოტაჟის და ჯინსის ქსოვილებზე. გარდა ამისა, ამ ტექნიკით სუფრის, ხელსახოცების, ცხვირსახოცების და საწოლის თეთრეულის გაფორმებაც შეიძლება. როკოკოს ერთ-ერთი ელემენტია ფრანგული კვანძია: ქვემოთ მოცემულ ნიმუშზე ფრანგული კვანძით ლურჯი ყვავილები არის ამოქარგული. ეს ნიმუში კი, მთლიანად ფრანგული კვანძებით არის შექმნილი. არსებობს გრძელი ფრანგული კვანძიც: ყველაზე ხშირად, “როკოკო" ვარდის ქარგვის დროს გამოიყენება. “სპირალის" გარდა, ვარდის ქარგვის სხვა მეთოდებიც არსებობს, მათ შორის – მარყუჟით ქარგვა: ქარგვის დროს, ორმაგი მარყუჟის გაკეთებაც შეიძლება. როგორც ნახეთ, ყვავილების გვირგვინები ადვილი გასაკეთებელია და არც ფოთლების ქარგვა წარმოადგენს დიდ სირთულეს: არსებობს ფოთლების ქარგვის სხვა მეთოდებიც:
და რა თქმა უნდა, პეპლები. მათ გარეშე ხომ ბევრი ნიმუში უბრალოდ წარმოუდგენელია?
მოცულობითი ქარგვის სხვა ნიმუშები: სივრცითი ანუ ბრაზილიური ქარგვის ვიდეო გაკვეთილი დაგეხმარებათ, თქვენი იდეების უფრო მარტივად განხორციელებაში. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში) * 100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები) * სამოსის 20 მოდელი, რომლის შესაქმნელად სპეციალური უნარ-ჩვევები საჭირო არ არის 1746 12-ს მოსწონს
|