x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138477
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512121
როგორ დავიცვათ ორგანიზმი სახიფათო ნივთიერებებისგან, ხოლო ბიუჯეტი – ზედმეტი ხარჯისგან
image


ადამიანების უმრავლესობა, კბილის პასტის არჩევისას, ყურადღებას არ აქცევს მის შემადგენლობას. უბრალოდ, მიდიან მაღაზიაში ან აფთიაქში, პოულობენ შესაფერის თაროს და ყიდულობენ პასტას:

I. რომელიც მათ ბიუჯეტს შეესაბამება;

II. გემო მოსწონთ;

III. წინა დღეს ნახეს რეკლამაში.

ყოველდღიურად, ჩვენ უამრავ სარეკლამო რგოლს ვუყურებთ, რომელშიც სხვადასხვა სახის კბილის პასტის გამოყენებით, კბილების გათეთრებას, კარიესის აღმოფხვრას და ღრძილების განკურნებას გვთავაზობს. მაგრამ, ამ პასტების შემადგენლობაში, დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერება რომ არის და ორგანიზმისთვის, მათი მავნებლობის შესახებ, არავინ არაფერს გვეუბნება.
საერთოდ, საკმარისია შევხედოთ კბილის პასტას შეუიარაღებელი თვალით, მაშინვე მივხვდებით — რომ რაღაც წესრიგში არ არის… გაურკვეველი ქიმიური შენაერთების სახელების გაცნობის შემდეგ, ქიმიის გაკვეთილები გვახსენდება. მაგ., ნატურალური, პასტის შემადგენლობაში, მხოლოდ რომელიმე მცენარე შეიძლება იყოს, ისიც 0, 001%-ის ოდენობით. კბილის პასტის უმრავლესობის ქიმიური შემადგენლობა კი ასეთია:


I. ნატრიუმის ლაურილსულფატი (sodium lauryl sulfate, SLS).

ამ ნივთიერებას კბილის პასტების 99% შეიცავს.
ნატრიუმის ლაურილსულფატი — ეს იგივეა, რაც ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants), რომლებიც სარეცხი ფხვნილების შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა, კბილის პასტა მომენტალურად ქაფდება და კბილებსაც სწრაფად ასუფთავებს.
შენიშვნა: აღნიშნული ნივთიერება, ასევე შედის შამპუნების, შხაპის გელების, აბაზანის ქაფის და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწმენდი საშუალებების შემადგენლობაში.
ზედაპირულად აქტიური ნივთიერება აგრესიულად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ის ორგანიზს ზიანს აყენებს მაშინაც კი, თუ სარეცხი ფხვნილის შემადგენლობაშია. სარეცხის გავლებისას, ქსოვილის ბიჭკოებში გროვდება და მისი გამორეცხვა არ ხდება. ხოლო შემდეგ, კანის ფორების გავლით, ქსოვილიდან ორგანიზმში გადადის, სისხლის მეშვეობით, მთელს ორგანიზმს ედება და შინაგან ორგანოებში: ღვიძლის, ფილტვების, გულის და განსაკუთრებით, ტვინის ქსოვილებში ილექება. შედეგად, ადამიანის იმუნური სისტემის დსუსტება ხდება, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა სახის დაავადების და ალერგიის მიზეზი ხდება.
მოდით დავფიქრდეთ! თუ ასეთი შედეგი არაპირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში (ქსოვილიდან კანის გავლით შესვლა) მიიღება, მაშინ რა ხდება, როდესაც ჩვენ, ფაქტიურად, ვჭამთ ამ ტოქსიკურ ნივთიერებას?! არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პირის ლორწოვან გარსს საკვების შეწოვის თვისება აქვს. რა თქმა უნდა, აღნიშნული ნივთიერება კბილის პასტაში უფრო ნაკლებია ვიდრე ფხვნილში, მაგრამ რაც არის, იმის შეწოვა მომენტალურად ხდება (პირის ღრუში არსებული ნივთიერების სისხლში გადასვლის დრო 30 წამს არ აღემატება)!
ალბათ, უმრავლესობა იტყვის, რომ თუ ყოველდღიურად ტოქსიკური ნივთიერება ხვდება ჩვენ ორგანიზმში, აქამდე ყველანი დახოცილი თუ არა, მძიმე სენით დაავადებულები უნდა ვიყოთო. მაგრამ, ჩვენი ორგანიზმი ისე არის მოწყობილი, რომ მას თვითაღდგენა და შინაგან გამანადგურებლებთან ბრძოლა შეუძლია. ამიტომ, ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის სახიფათო ქიმიური ნივთიერებები გარეთ გამოჰყავს. მაგრამ, ჯერ ერთი – SLS სრულად გამოყვანა შეუძლებელია და გარკვეული ნაწილის დალექვა ქსოვილებში ხდება. და მეორე, ქიმიკატებთან ბრძოლა ორგანიზმს ექსტრემალური შემთხვევების დროს შეუძლია და ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გამუდმებით შხამები გამოყოს.

კბილებს კი ჩვენ, სისტემატურად, დღეში 2-ჯერ ვიხეხავთ!
ამრიგად, ნატრიუმის ლაურილსულფატი — სახიფათო ტოქსიკური ნივთიერებაა. აირჩიეთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაში «sodium lauryl sulfate» არ არის. ნივთიერება, პასტის შემადგენლობის ჩანონათვალში, ასევე შესაძლებელია, «SLS free» სახელით იყოს დაფიქსირებული.


II. ნატრიუმის კოკო-სულფატი (Sodiun coco sulphate, SCS).

ნატრიუმის კოკო-სულფატი — ეს იგივე ზედაპირულად აქტიური ნივთიერებება არის. ამასთან, ეს ნივთიერება, ე. წ. ნატურალური და ბუნებრივი კბილის პასტების უმრავლესობაში შედის. რაც სიცრუეზე დაფუძნებული მარკეტინგული სვლა არის, რომელსაც პასტის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ. საქმე იმაშია, რომ სიტყვა «კოკო-სულფატი», მომხმარებელში, ქოქოსის ასოციაციას იწვევს, ხოლო ქოქოსი რომ ნატურალურია და სასარგებლო — ყველამ იცის! მაგრამ, ამ ნივთიერების წერმომავლობის დეტალურად განხილვის შემდეგ, მივხვდებით, რომ ის იგივე ნატრიუმის ლაურილსულფატია, ყველა შესაძლო შედეგით…
ნატრიუმის ლაურილსულფატსაც ქოქოსისგან ამზადებენ, მაგრამ ის ამის გამო, ნაკლებად მავნებელი არ არის ორგანიზმისთვის. ხსენებული ნივთიერება ქოქოსის შემადგენლობაში არსებული ლაურინის მჟავისგან მზადდება. შემდეგ, მას გოგირდმჟავას და ნატრიუმის კარბონატს უმატებენ და ასე მიიღება ნატრიუმის ლაურილსულფატი.
რაც შეეხება ნატრიუმის კოკო-სულფატს, მისი საწყისი ნედლეულიც ქოქოსი არის, მაგრამ არა ლაურინის, არამედ სხვა მჟავები. მასაც ასევე უმატებენ გოგირდმჟავას და ნატრიუმის კარბონატს და ასე მიიღება — ვითომ, ნატურალური ნატრიუმის კოკო-სულფატი. რეალურად — ეს ნივთიერება, თვისებებით, ძალიან ახლოს არის ლაურილსულფატთან! კოკო-სულფატი — არსებითად, უკვე ცნობილი ნატრიუმის ლაურილსულფატის და კიდევ რამდენიმე ნივთიერების (ნატრიუკის კაპრილიკ სულფატი, ნატრიუმის ოლეურის სულფატი, ნატრიუმის სტეარილ სულფატი და ა. შ.) ნაზავი არის.

III. ფტორი (fluoride).

ის რომ კბილის პასის შემადგენლობაში ფტორი შედის, ყველასთვის ცნობილია. ბოლო წლებში, ხშირად საუბრობენ ფტორის გადაჭარბებული დოზებით მიღების მავნებლობის შესახებ!
კბილის პასტებში, კარიესის პროფილაქტიკისთვის, ფტორის დამატება გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფტორს კბილის დაზიანებული ემალის აღდგენა შეეძლო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის, როგორც ამბობენ, «ერთს კურნავს, მეორეს – აზიანებს»: დიდი რაოდენობით ფტორს უკუეფექტის გამოწვევა შეუძლია — უფრო კონკრეტულად კი, ემალის დაშლას, სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს, თირკმელებში კენჭის გაჩენას და ძვლის ქსოვილების დაშლას (ოსტეოპოროზი და ძვლის სიმსივნე) იწვევს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ფტორს ასევე შეუძლია ტვინის ქსოვილების დაშლაც გამოიწვიოს ანუ ალცჰეიმერის დაავადების და ჭკვასუსტობის სხვა ფორმების განვითარებას შეუწყოს ხელი.
ფტორის დღიური რეკომენდირებული დოზები კი ასეთია:
ზრდასრული ადამიანისთვის — 1, 5 – 2 მგ.

ბავშვისთვის 4-დან – 16-წლამდე — 1 მგ.


ბავშვისთვის 1-დან – 3-წლამდე — 0, 7 მგ.

პატარებისთვის 1 წლამდე — 0, 5 მგ.

ჩვილი ბავშვებისთვის 6 თვემდე, ფტორი საერთოდ არ შეიძლება.


და აქ ისმის კითხვა: რა, თუ არა კბილის პასტა?

პასუხი კი ასეთია: მარილი! კბილის პასტის ჩანაცვლება მარილით შეიძლება.


imageimage

მარილით კბილების გახეხვა, პირის ღრუში ანადგურებს ყველა პოტენციურ მიკროორგანიზმს, რომელსაც კარიესის გამოწვევა შეუძლია და ძალიან მცირე დროში, ამაგრებს კბილის ემალს.

შენიშვნა: თავიდან, შესაძლებელია დისკომფორტი იგრძნოთ, მაგრამ რამდენიმე პროცედურის შემდეგ, გაგივლით.

კბილები შეგიძლიათ სადილის (ქვამარილი) ან ზღვის მარილით გაიხეხოთ. ამასთან, დღეში ორჯერ ამის გაკეთება საჭირო არ არის. სადილამდე პირში მარილიანი წყალი გამოივლეთ, ბაქტერიების მოსაცილებლად, ხოლო ძილის წინ – კბილები გაიხეხეთ.


image

ახლა ის გავარკვიოთ, რომელი მარილი უკეთესია: სუფრის თუ ზღვის და რა განსხვავებაა მათ შორის?

ზღვის მარილს და სუფრის მარილს ერთნაირი კალორიულობა აქვს — ორივე მარილი უპირატესად ორი ელემენტისგან: ნატრიუმის და ქლორისგან შედგება. თუმცა, დღეს ზღვის მარილს უფრო დიდი რეკლამა აქვს და როდესაც მასზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ის უფრო ნატურალურია და უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მართალია ეს თუ არა?
ეს ორი მარილი ერთმანეთისგან შემადგენლობით, გემოთი, კრისტალების აგებულებით და წარმოების წესით განსხვავდება.


მარილის წარმოება


ზღვის მარილი ზღვის წყლის აორთქლების გზით მიიღება და უმნიშვნელოდ სუფთავდება, ამის წყალობით, ის სასარგებლო მიკროორგანიზმებს ინარჩუნებს და სწორედ ამის გამო არის, რომ ზღვის მარილი უფრო მლაშეა, ვიდრე სუფრის. ამიტომ, მისი მოხმარების დროს, კერძში უფრო ნაკლები მარილი უნდა დავამატოთ ვიდრე სუფრის მარილის მოხმარებისას. ანუ უფრო ნაკლებ მარილს მიიღებს ორგანიზმი და ეს უკვე კარგია, რადგან დიდი რაოდენობის მარილის მოხმარება საზიანოა.

ზღვის მარილის შემადგენლობა:

ქლორიდი (Cl-) -55.03%
ნატრიუმი (Na+) — 30.59%
სულფატი (SO42-) — 7.68%
მაგნიუმი (Mg2+) — 3.68%
კალციუმი (Ca2+) — 1.18%
კალიუმი(K+) — 1.11%
ბიკარბონატი (HCO3-) — 0.41%
ბრომიდი (Br-) — 0.19%
ბორატი (BO33-) — 0.08%
სტრონციუმი (Sr2+) — 0.04%
დანარჩენი მინარევები — 0.01%

სუფრის მარილს, ჩვეულებრივ, მლაშე ტბებში ან მარილის მაღაროებში, საკმაოდ ღრმად მდებარე მიწისქვეშა ფენებში მოიპოვებენ. შემდეგ მისი გაწმენდა და გადამუშავება ხდება. ყველა მინარევს აცილებენ და მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდს (NaCl) ტოვებენ. გარდა ამისა, მას ამატებენ სპეციალურ ნივთიერებას, რომ მარილის კრისტალები ერთმანეთს არ შეეწებოს.
სუფრის მარილის დამუშავების სრული პროცესი კი ასეთია: ჯერ მისი გაშრობა ხდება მაღალ ტემპერატურაზე და ამავდროულად ზემოთ ხსენებული ქიმიური პრეპარატი ემატება. ასეთ დროს, მარილის ბუნებრივი კრისტალების დაშლა ხდება და მინარევებისგან იწმინდება. მასში 97%-დან 99%-მდე ნატრიუმის ქლორიდი რჩება. ზღვის მარილისგან განსხვავებით, რომლის შემადგენლობაში, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა 84%-ია, ხოლო მინარევი – 14%.
სუფრის მარილში, გადამუშავების დროს, იოდსაც ამატებენ, რომ უფრო სასარგებლო იყოს. ხოლო ზღვის მარილში იოდი, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არის და დამატება არღარ არის საჭირო.

ამრიგად, იმის გამო, რომ ზღვის მარილი სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ბუნებრივ კრისტალებს შეიცავს, ის უფრო მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სუფრის მარილი.


მარილის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე


იმისთვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, ყოველდღიურად 200 მგ. ნატრიუმის ქლორიდი უნდა მიიღოს (ხანდაზმულებისთვის და ვისაც წნევა აქვს, მხოლოდ 150 მგ. შეიძლება). თუმცა, ადამიანების უმრავლესობა, უფრო მეტ მარილს მოიხმარს ვიდრე საჭიროა. განსაკუთრებით ისინი, ვინც სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრები არიან.
ნატრიუმი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელექტროლიტია ორგანიზმში. კვების რაციონში მარილის ზედმეტი რაოდენობით მოხმარებამ ან მისმა ნაკლებობამ, შეიძლება კუნთების სპაზმები, თავბრუსხვევა, ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში — ნერვოლოგიურ პრობლემებში გადაიზრდება და შეიძლება, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.
წყლის დიდი რაოდენობით მიღება, მარილის მცირე რაოდენობის მოხმარების ფონზე, ზრდის ე. წ. «წყლის ინტოქსიკაციის» რისკს.
რაც შეეხება მარილის დიდი რაოდენობით მოხმარებას, ასევე სახიფათოა და სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს. მათ შორის არის:

ტაქიკარდია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები;
ჰიპერტონია (მაღალი წნევა);
შეშუპება, ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების გამო (მარილი ორგანიზმიდან სითხის გამოსვლას აფერხებს);
კუჭის წყლული;
გულძმარვა;
ოსტეოპოროზი (დიდი რაოდენობით მარილის მოხმარების შემთცვევაში, ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნა ხდება და მცირდება მისი ათვისების უნარი);

მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება ან მისი რაციონიდან საერთოდ ამოღება, ავად გახდომის რისკს ზრდის და ამიტომ, თითოეული ადამიანისთვის მარილის დოზირება ინდივიდუალური უნდა იყოს და მისი ორგანიზმის ბიოქიმიური შემადგენლობის მიხედვით უნდა განისაზღროს.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageრევოლუცია სტომატოლოგიაში: დღეს უკვე შესაძლებელია კბილის ნებისმიერ ასაკში ამოყვანა

2 ინგრედიენტი, რომელიც კბილის ტკივილს მომენტალურად აყუჩებს

ჰკითხეთ აბა, თქვენს სტომატოლოგს, შეუძლია ამის გაკეთება? – ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის სტომატოლოგია

1
289
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
289
  
2017, 13 სექტემბერი, 9:46
P. S. პირადად მე, 1 წელზე მეტია, მარილს ვიყენებ პირის ღრუს ჰიგიენისთვის. კბილის პასტას ვყიდულობ, მაგრამ მხოლოდ სამზარეულოს და აბაზანის ონკანების და ნიჟარების გასაწმენდად (სხვა გამწმენდი საშუალებებისგან განსხვავებით, რეზინის ხელთათმანები საჭირო არ არის და სუნიც კარგი აქვს).
0 1 1