x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფეხსაცმლის მოწესრიგების და კომფორტულად ტარების ხრიკები (+ კოჟრიანი ფეხების დამამშვიდებელი აბაზანა)

ფეხსაცმელი — არის ნივთი, რომელზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება და როდესაც მასში საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდით, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე მოვიხმაროთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის კარგადაც უნდა გამოიყურებოდეს.


image
ქვემოთ გთავაზობთ ფეხსაცმლის მოვლის და ტარების ხრიკებს, რომლებიც თქვენს ფეხსაცმელს სიცოსხლეს გაუხანგრძლივებს, ხოლო თქვენ – თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ!


1. დაუბრუნეთ თეთრი ფერი ფეხსაცმლის ძირებს


image
კბილის პასტა მხოლოდ კბილებისთვის არ არის. მისი საშუალებით სპორტული ფეხსაცმლისთვის ძველი იერის დაბრუნებაც შეიძლება:

აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი, დაიტანეთ მასზე კბილის პასტა და გაწმინდეთ ფეხსაცმლის ძირები (პასტის გამოყენება, ფეხსაცმლის ნაჭრის ზედაპირზეც შეიძლება). ფეხსაცმელზე პასტა გააჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ, წყლით გადარეცხეთ. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, საპნის ხსნარი გამოიყენეთ.

2. ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდა


image
ტყავის ფეხსაცმლის წესრიგში მოსაყვანად, ყველაზე საუკეთესო საშუალება სამედიცინო სპირტი არის. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ: თქვენ არა ეთანოლის, არამედ იზოპროპანოლის სპირტი გამოგადგებათ. ფეხსაცმლის გასაწმენდად, ბამბის ტამპონი დაასველეთ სპირტში და ლაქა დაამუშავეთ. გააჩერეთ ნახევარი საათი და წყალი გადაავლეთ.

3. ფეხსაცმლის განახლება


image
ბოტასებში ან ნებისმიერ სხვა ფეხსაცმელში სოდის ჩაყრის შემთხვევაში, გაქრება არასასიამოვნო სუნი და ზედმეტი ტენი. გარდა ამისა, სოდა ახდენს ფეხსაცმლის დეზიმფექცირებას. მთელი ღამის მანძილზე, ფეხსაცმელში სოდის დატოვების შემთხვევაში, ის მნიშვნელოვნად განახლებული დაგხვდებათ.

4. ფრჩხილის ქლიბი საუკეთესო საშუალებაა ზამშის ფეხსაცმლის მოსაწესრიგებლად


image
ზამშიდან ჩამჯდარი წუჭყის ლაქის ამოყვანა ფრჩხილის ჩვეულებრივი ქლიბის გამოყენებით შეიძლება. საუკეთესო ეფექტის მისაღებად, ლაქა ჯერ მშრალი ქსოვილით დაამუშავეთ და შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ჭუჭყი მოაცილოთ. ხოლო შემდეგ, ქლიბით გაასუფთავეთ. ძალიან ძლიერ დაჭერა არ არის საჭირო — ლაქის, უბრალოდ, რბილად დამუშავებაც საკმარისი იქნება.

5. ძმრის ხსნარი ფეხსაცმლისთვის


image
მჟავას თვისებების გამო, ძმრის ხსნარს შეუძლია ცუდი სუნის მოცილება და გზის მარილის ნეიტრალიზება. 1/3 ჭიქა ძმარი გააზავეთ 1 ლ. წყალში და დაასველეთ ტილო. ძმრიან ტილოში გაახვიეთ ფეხსაცმელი და გააჩერეთ ასე, 1-2 საათი. ხოლო შემდეგ, სუფთა წყალში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ და ბუნებრივი გზით გააშრეთ.

ძმარი დაგეხმარებათ სპორტული ფეხსაცმლის წესრიგში მოყვანაშიც. თუ ფეხსაცმლიდან ლაქა ვერაფრით ამოგყავთ, ჩაალბეთ ის ძმნიან წყალში (პროპორცია 1:1). ძმარი გააქრობს სუნს, ამოიყვანს ჭუჭყს და დაუბრუნებს მას წარმომადგენლობით სახეს.

6. ლაკის ფეხსაცმელის განახლება


image
ვაზელინი დაზიანებული ლაკირებული ფეხსაცმლისთვის «უებარი წამალია». ის ძვირადღირებული ფეხსაცმლის მოვლის ბრენდირებული საშუალების იაფიანი ალტერნატივა არის. გაწმინდეთ ფეხსაცმელი ვაზელინში ამოვლებული ყურის საწმენდი ბამბის ტამპონით და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაკაწრებს და პატარა-პატარა ნახეთქებს.

7. შვრიის ფქვილი ზამშის ფეხსაცმლის მოსაწესრიგებლად


image
ზამშში ჩამჯდარი ფხვიერი ჭუჭყის მოცილება, როგორც ზევით იყო აღნიშნული, ფრჩხილის ქლიბით შეიძლება. მაგრამ, თუ ლაქა ცხიმის არის, მის ამოყვანა შვრიის ფქვილით შეიძლება: აიღეთ ცოტაოდენი ფქვილი და შეაზილეთ ლაქას, გააჩერეთ ნახევარი საათი და მშრალი ტილოს მეშვეობით მოაცილეთ ფქვილი.

8. ფეხსაცმლის გაწელვა თმის ფენით


image
ფეხსაცმელი უფრო კომფორტული რომ იყოს და იდეალურად «დაჯდეს» ფეხზე, ჩაიცვით სქელი წინდები. დააყენეთ ფენი ცხელი შრობის რეჟიმზე და კარგად გაათბეთ ფეხსაცმელი.

9. ფეხსაცმლის გაწელვა საყინულეში


image
ეს ფეხსაცმლის გაწელვის კიდევ ერთი ხერხია. მაგრამ, ამჯერად სითბოს ნაცვლად, სიცივე გამოიყენება. შესაკრავიან პოლიეთილენის პაკეტში ჩაასხით წყალი, მოათავსეთ ის ფეხსაცმელში, ხოლო ფეხსაცმელი – საყინულეში, 20 წუთით. წყალი გაიყინება და მისი მოცულობა გაიზრდება, რაც მის ზომას, 1 ზომით გაზრდის. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, დაელოდეთ წყლის გადნობას და პაკეტი ისე ამოიღეთ ფეხსაცმლიდან!

10. ზუმფარის ქაღალდი («შკურკა») სრიალის წინააღმდეგ


image
თუ ახალ ფეხსაცმელს პრიალა ძირი აქვს, მოცურებისა და ტრამვის თავიდან ასაცილებლად, ძირის დამუშავება ზუმფარის ქაღალდით შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, მასზე აბრაზიული ფენა გაჩნდება, რომელიც ფეხსაცმელს უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს გახდის.

11. წინასწარი თავდაცვა


image
არ არსებობს ადამიანი, რომ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ, თუნდაც ერთხელ, არ სტკენოდა ფეხი. მაგრამ, როგორც გაირკვა, ამ უსისმოვნებისგან თავის არიდება მარტივად შეიძლება: თუ ფეხსაცმლის პრობლემურ ადგილებს, ჩაცმამდე, დეოდორანტით დაამუშავებთ, სახლიდან გასვლის შემდეგ, პრობლემები აღარ შეგექმნებათ.

12. შეიწებეთ თითები, თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას აპირებთ


image
ორივე ფეხის მე-2-ე და მე-3-ე თითები ლეიკოპლასტირით შეიკარით და უკეთესად იგრძნობთ თავს, მაღალქუსლიან ფეხსაცმლის ტარების შემთხვევაში. ასე, სწორედ გადანაწილებული დატვირთვის გამო, ფეხი ნაკლებად იღლება.

13. წყალგაუმტარი ფეხსაცმელი


image
ამ ხრიკის გამოყენება, როგორც ტყავის, ისე ქსოვილის ფეხსაცმელზე შეიძლება. იმისთვის, რომ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი გახდეს, გადაუსვით მას ფუტკრის ცვილი და გადაატარეთ, ცხელი შრობის რეჟიმზე დაყენებული, თმის ფენი.

14. კოჟრების დამამშვიდებელი აბაზანა


image
თუ ისე მოხდა, რომ ფეცსაცმელმა ფეხი გატკინათ, ჩაის აბაზანა მოგიხსნით ტკივილს, შეშუპებას და კოჟრებსაც ჩააწყნარებს.

imageP. S. ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს, ტარების და მოვლის წესების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი შეძენის წესების ცოდნაც:

image

1. ფეხსაცმელი საღამოს საათებში შეიძინეთ

imageეს რჩევა, შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, და საერთოდაც, დამქანცველი დღის შემდეგ, ვის გაუჩნდება საღამოს საათებში, მაღაზიებში სისრულის სურვილი? მაგრამ ფეხსაცმლის ყიდვა, სწორედ რომ საღამოს საათებში არის რეკომენდირებული. იმიტომ, რომ დღის ბოლოს, ფეხი ცოტა შეშუპებულია და შესაბამისად, მისი ზომაც იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი, რომელიც დილით გქონდათ კარგად, საღამოს უკვე მეტისმეტად ვიწრო გექნებათ და ფეხებს გატკენთ.

image

2. არასტანდარტული სტანდარტები

imageსხვადასხვა ქვეყნებში ზიმის სტანდარტები განსხვავებული არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის შეძენა, ზომის მიხედვით, შეუძლებელია. ვიდრე ფეხსაცმელს შეიძენთ, აუცილებლად უნდა მოიზომოთ.

image

3. ორი ტერფიდან ვირჩევთ უფრო დიდს

imageფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით უნდა შეიძინოთ. შეიძლება ეს რეკომენდაცია არასერიოზულად ჟღერს, მაგრამ, ძალიან ბევრ ადამიანს, ერთი ტერფი, მეორეზე დიდი აქვს.
image4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი გარკვეული მიზნისთვის

imageროდესაც ფეხსაცმელს ირჩევთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის იძენთ მას. მაგალითად, მთელი დღის მანძილზე, რთულია მაღალი, ცალკე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, ამიტომ, თუ ფეხსაცმელს მთელი დღის მანძილსე სასიარულოდ ყიდულობთ, აირჩიეთ ტანკეტკა ძირით. ასეთ ფეხსაცმელში უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.
image5. ფეხი იზრდება

imageყოველთვის გახსოვდეთ, რომ ფეხი შეიძლება გაიზარდოს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში, ამიტომ, 2 წელიწადში ერთხელ, ფეხი უნდა გაიზომოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელს ინტერნეტით ყიდულობთ.
imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageფეხსაცმელი, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის (+ რჩევები)

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს – 5 მარტივი გზა

ფეხსაცმლის შერჩევა, კაბის სიგრძის მიხედვით

0
2311
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0