x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარმოუდგენელი ფაქტები კაკაოს შესახებ! (+ «გეოლოგების» ანუ წამებში მომზადებული კაკაოს რეცეპტი)

კაკაოს არ სვამთ, სულ ტყუილად… და აი, რატომ!
გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჯანმრთელობისთვის!
1. კაკაო შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს და თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს.

2. კაკაო არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ჭიქა კაკაო, აუმჯობესებს ადამიანის განწყობას და ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსის!

3. კაკაოს მიღება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში. მასში შემავალი ბუნებრივი პიგმენტი – მელანინი, შთანთქავს მზის სხივებს, კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და მზის დამწვრობისგან.


image


4. კაკაო აღიარებული ლიდერია სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობის მიხედვით, ხოლო თუთიის შემცველობით, საერთოდ უკონკურენტო არის!

5. კაკაოს მარცვლები შეიცავს ცილებს (12-15%), ცხიმებს, ნახშირწყლებს (6-10%), В ჯგუფის ვიტამინებს, ცელულოზას და ანტიოქსიდანტებს.

6. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კაკაო კოკოხილის შენაერთს შეიცავს, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას და ზრდას უწყობს ხელს. ასევე, მას შეუძლია ჭრილობის შეხორცების დაჩქარება და ნაოჭების წარმოქმნის შეჩერება.

7. კაკაოში არის კიდევ ერთი ნივთიერება — ეპიკატეხინი, რომლის წყალობით, შეიძლება ორგანიზმის დაცვა უამრავი საშიში დაავადებისგან. მაგ., როგორიც არის: სიმსივნე, დიაბეტი, ინფარქტი და ინსულტი.

8. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაკაო უფრო კალორიულია ვიდრე ჩაი და ყავა, ის მაინც არ იწვევს წონაში მატებას. თუ გახდომაზე ოცნებობთ — სვით კაკაო!

9. კაკაო ძლიერი ანტიოქსიდანტია და ძალიან მდიდარია მაგნიუმით და ვიტამინებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ის წარმოუდგენლად სასარგებლოა, განსაკუთრებით, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის!

10. კაკაო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ თუ მას მიხაკს და დარიჩინს დავამატებთ, მისი მოქმედების ეფექტი უფრო მეტად გაიზრდება! სამივე პროდუქტი ანადგურებს მავნე მიკრობებს და ავად გახდომის შესაძლებლობას ამცირებს, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთების პროცესს ორგანიზმში, ხოლო მიხაკს ძლიერი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს.


კაკაო დარიჩინით და მიხაკით

ინგრედიენტები:

image

* რძე – 2 ჭიქა (ვისაც ალერგია აქვს ან არ უყვარს, ნუშის რძის გამოყენება შეუძლია)


* კაკაოს ფხვნილი – 1 ს. კ.

* დარიჩინი – 1 ჩ. კ.

* მიხაკი დაფქული – 1/2 ჩ. კ.

* მარილი – 1 მწიკვი


მომზადება:

imageI. მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ქვაბში.
II. დაამატეთ რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ, ვიდრე ყველაფერი ერთმანეთს კარგად არ შეერევა (რეკომენდირებულია ხელის სათქვეფის გამოყენება).
III. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ 1-2 წთ.


კაკაოს მომზადება როგორც სახლში, ისე ღია ცის ქვეშ შეიძლება, ყველგან რადაც შესაძლებელია წყლის ადუღება. გეოლოგების ანუ საველე კაკაოს მომზადების რეცეპტი კი ასეთია:


ინგრედიენტები:

image

* შესქელებული რძე – 3 ჩ. კ.

* კაკაოს ფხვნილი – 1 ჩ. კ.

* წყალი


მომზადება:

image

ჭიქაში მოათავსეთ შესქელებული რძე > დაამატეთ კაკაოს ფხვნილი > კარგად შეურიეთ ერთმანეთს > დაასხით მდუღარე წუალი > მოურიეთ და უგემრიელესი კაკაო მზად იქნება.

image

0
978
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
978
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0