x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სად იმალება ბედნიერება?

image


მოხუცი, ბრძენი კატა ბალახზე იწვა და მზეზე თბებოდა. სწორედ ამ დროს, მის წინ პატარა კნუტმა გაირბინა. ის უეცრად დაეცა, ერთხელ თავდაყირა გადაკოტრიალდა, წამოხტა და წრეზე დაიწყო სირბილი.
— რას აკეთებ? – ზანტად ჰკითხა კატამ.
— მე საკუთარი კუდის დაჭერას ვცდილობ! – ქშენით, უპასუხა კნუტმა.
— მაგრამ, რატომ? – დაინტერესდა კატა.
— მითხრეს, რომ კუდი – ჩემი ბედნიერება არის. თუ მას დავიჭერ, მაშინ საკუთარ ბედნიერებასაც დავიჭერ. ამიტომ, უკვე მესამე დღეა, მის დაჭერას ვცდილობ. მაგრამ, რამდენჯერაც თათი მოვკიდე, იმდენჯერ გამისხლტა.
მოხუცმა კატამ გაიღიმა და კნუტს უთხრა:
— როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მეც მითხრეს, რომ ჩემს კუდში – ჩემი ბედნიერება იყო. მეც შენსავით დავდევდი საკუთარ კუდს და მის დაჭერას ვცდილობდი. არც ვჭამდი, არც ვსვამდი, დაუძლურებული ძირს ვეცემოდი, ვდგებოდი და ისევ კუდის დაჭერას ვცდილობდი. რაღაც მომენტში, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი და უბრალოდ იქით წავედი, საითაც თვალი გამექცა. და იცი, რა შევნიშნე?
— რა? – იკითხა გაკვირვებულმა კნუტმა.
— მე შევამჩნიე, რომ საითაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი კუდი სულ თან მომყვებოდა. ბედნიერებას არ უნდა გამოეკიდო. საკუთარი გზა უნდა აირჩიო, და ის ყოველთვის შენთან ერთად ივლის.

3
418
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
418
  
2017, 25 ივლისი, 8:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 24 ივლისი, 10:28
დამბურძგლა
0 1 3