ფსიქონევროლოგია პოზიტიური აზროვნების განვითარების 9 მეთოდი 2017, 31 აგვისტო, 9:38 პოზიტიური აზროვნება — გზა არის თავისუფლების, ცხოვრების ახალი დონის, პირადი წარმატების და ზრდისკენ. ჩვენი მომავალი — ჩვენი დღევანდელი აზროვნების შედეგია. ამიტომ, პოზიტიური აზროვნების პრაქტიკა — რეალობის ფორმირების ის ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.
1. ჩაიწერეთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. მადლობა გადაუხადეთ იმ ადამიანებს, ვინც დაგეხმარათ ან კეთილგანწყობა გამოიჩინა თქვენს მიმართ. ღიმილი სიგნალს უგზავნის ტვინს, რომ ბედნიერები ვართ. ხოლო, როდესაც ბედნიერები ვართ, ორგანიზმი ენდორფინებს გამოიმუშავებს, რომელიც კარგ გუნება-განწყობაზე გვაყენებს. 3. დაკავდით მედიტაციით, თუნდაც 30 წთ. დღეში. “მზე მხოლოდ ხეებისთვის და ყვავილებისთვის არ ანათებს. ის ყველას სიამოვნებისთვის არის" – მედიტაციის დროს, მსგავსი აზრები, ტვინის დამუხტვას იწვევს. დახატეთ ფურცელზე რაც გულით გინდათ და დღეში 5 წუთი უყურეთ მას და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ. გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც ქვეყანაზე არსებობს, ოდესღაც ვიღაცის ოცნება იყო. მიირთვით მხოლოდ სასარგებლო საკვები, დასვენებისთვისაც გამოყავით დრო. რთულია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, თუ სრულიად გამოფიტული და დაღლილი ხართ. ცხოვრება — სურათი არის, რომელსაც ჩვენ ვხატავთ, და არა მათემატიკის ამოცანა, რომელიც უნდა ამოვხსნათ! 7. ყოველთვის აკონტროლეთ საკუთარი სხეულის მდგომარეობა და მიმიკები: იჯექით გამართული; გაიღიმეთ; ლაღად, სიამაყით იარეთ; ღრმად ისუნთქეთ. შენიშვნა: სცადეთ ეს თუნდაც ამ სტატიის კითხვის დროს და განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ. 9. ყოველთვის პოზიტიური ადამიანების სიახლოვეს იტრიალეთ, რომლებიც თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში 6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს 94 8-ს მოსწონს
|