სხვა ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი? ები და ბრიტანი ჰენსელები – ყველაზე პოპულარული სიამის ტყუპები მსოფლიოში 2017, 17 ივლისი, 9:12 როგორც მეცნიერები ამბობენ, სიამის ტყუპების დაბადების შანსი 0, 0005 % არის ანუ ყოველ 200 000 ახალშობილზე 1 სიამის ტყუპი მოდის. ამასთან, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, ნაყოფი გარდაცვლილი იბადება. მაგრამ, ები და ბრიტანი ჰენსელებმა არა მარტო გადარჩენა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მეტად უჩვეულო ცხოვრების პირობებთან შეგუებაც შეძლეს. დღეს მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, უპრობლემოდ აკეთებს. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ გოგონები, პატარობიდანვე, ძალიან მიზანდასახულები არიან! სხეულის სტრუქტურა ების და ბრიტანის ერთი საზიარო სხეული აქვთ და ამის გამო, მათ «ორთვაიანი გოგონები შეარქვეს». თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოები: გული, კუჭი, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ფილტვები. კონტროლი ებიმ და ბრიტანიმ სხეულის კონტროლი ისწავლეს. თითოეული მათგანი სხეულის საკუთარ ნახევარზე არის პასუხისმგებელი, ანუ ისინი მხოლოდ ერთ ხელს და ერთ ფეხს აკონტროლებენ. ბავშვობა ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო მათ ცხოვრებაში. ისინი ერთად სწავლობდნენ ხოხვას, სიარულს... მაგრამ, ყველაზე მეტად, კოორდინაციის ათვისება გაუჭირდათ. განსაკუთრებული ჩვევა ბრიტანის თითის წვერებზე უყვარს სიარული, ხოლო ების ფეხის ქუსლს ბოლომდე ადგავს. გაყოფა ექიმები ამბობენ, რომ გაყოფის შემთხვევაში, ვერცერთი ტყუპისცალი ვერ გადარჩებოდა. ამიტომ, მშობლებმა ამ ვარიანტზე მაშინვე თქვეს უარი! ფილმი როდესაც ები და ბრიტანი 16 წლისები გახდნენ, TLC არხმა, დოკუმენტური ფილმი გადაიღო მათი ცხოვრების შესახებ. მოგვიანები, ფილმი რიალითი შოუდ გადაიქცა. კოორდინაცია გოგონები ისე მოხერხებულად მართავენ საკუთარ სხეულს, რომ არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი, ზრდასრული ადამიანისგან! მანქანის მართვა ები და ბრიტანი ყველა გამოცდას, მორიგეობით, 2-2-ჯერ აბარებდნენ. საჭესთან, ერთი მათგანო ყველაფერს მარჯვენა მხარეს აკონტროლებს, ხოლო მეორე – მარცხნივ. პირადი პრიორიტეტები გოგონებს სრულიად განსხვავებული ხასიათი და გემოვნება აქვთ. და თუ კოსმეტიკა თითოეულ მათგანს საკუთარი შეიძლება ჰქონდეს, სამოსის შერჩევისას, კომპრომისზე წასვლა არის საჭირო. განსხვავება ების მათემატიკა უყვარს, ხოლო ბრიტნის – ლიტერატურა და ჰუმანიტარული საგნები. უმაღლესი განათლება 2012 წელს, გოგონებმა ბეტელის უნივერსიტეტის (მინესოტას შტატი, აშშ) ორი დიპლომი აიღეს. ამჟამად, ისინი, დაწყებით სკოლაში, მათემატიკას ასწავლიან. მართალია, ორნი არიან, მაგრამ მხოლოდ ერთ ხელფასს იღებენ, რადგან ერთი ადამიანის საქმეს აკეთებენ. ოჯახი ების და ბრიტანის ძალიან უნდათ, რომ შეყვარებული ჰყავდეთ და მომავალში ოჯახი შექმნან. ფიქრობენ ბავშვის გაჩენაზეც. პაპარაცები გოგონები საკუთარ სხეულს შეეჩვივნენ და ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ ღიზიანდებიან, როდესაც მათ სურათებს უკითხავად უღებენ. დები ჰენსელები წარმატებით გაუმკლავდნენ რთულ გამოცდას, რომელიც გოგონებს ბედმა არგუნა. მათი ასეთი შეუპოვრობა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა, ნამდვილად რომ დასაფასებელი და მისაბაძი არის!
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სიამის ტყუპებმა ერთმანეთი პირველად 13 თვის ასაკში დაინახეს (+ვიდეო) 42 წლის ქალმა 11 ტყუპი გააჩინა 10 უჩვეულო ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებთან დაკავშირებით პაკისტანელი გოგონას ბრილიანტის ცრემლები (+ ვიდეო) ინდოეთში გოგონა-გველი აღმოაჩინეს, რომელიც კანს ყოველ თვენახევარში იცვლის 508 11-ს მოსწონს
|