სხვა სიამის ტყუპებმა ერთმანეთი პირველად 13 თვის ასაკში დაინახეს (+ვიდეო) 2017, 1 აპრილი, 11:15 ჯეიდენ და ანიას მაკდონალდები — ტყუპი-კრანიოპაგები არიან. მათ, ერთმანეთისგან დასაშორებელი, 27-საათიანი ოპერაცია გადაიტანეს, რომელიც 2, 5 მილ. დოლარი დაჯდა. იმის შესახებ, რომ ტყუპები ეყოლებოდა, ნიკოლმა, რომელიც ბავშვთა ფიზიოლოგიის ცენტრში მუშაობდა, ფეხმძიმობის III თვეზე გაიგო. ანალიზების გაკეთების შემდეგ, ის უკვე სახლში იყო მისული, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ სასწრაფოდ უკან დაბრუნებულიყო. სწორედ მაშინ შეატყობინეს ის, რამაც მთლიანად შეცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. ტყუპების მომავალმა მშობლებმა უარი თქვეს ფეხმძიმობის შეწყვეტაზე, იმის მიუხედავად, რომ ექიმები და ახლობლები აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ. ნიკოლმა ათობით კლინიკაში დარეკა და ერთ-ერთში, ჯეიმს გუდრიჩთან (James Goodrich) ურჩიეს კონსულტაციის გავლა, რომელიც სიამის ტყუპების დაშორების საუკეთესო სპეციალისტი იყო. მშობიარობის მოახლოების დროს, მაკდონალდები ილინოისის შტატიდან ბრონქსში გადავიდნენ, მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრთან (Montefiore Medical Center) ახლოს. ტყუპები ვადამდე, საკეისრო კვეთით, თითქმის ერთი თვით ადრე დაიბადნენ. მათ ჯეიდონი (Jadon) და ანიასი (Anias) დაარქვეს, რაც თარგმანში «ღმერთმა შეისმინა» და «ღვთის პასუხი» არის. კრისტიანმა და ნიკოლმა სამუშაო მიატოვეს და ტყუპებზე დაიწყეს ზრუნვა. ყველაზე მთავარი ოპერაციის შემდეგ ის იყო, რომ ბავშვებს შეენარჩუნებინათ გონებრივი შესაძლებლობები. 13 თვის ასაკში მათ არ იცოდნენ გადაბრუნება, ხოხვა, დაჯდომა და ადრეული ჩვილობის პერიოდი, ოპერაციის შემდეგ უნდა გაევლოთ. ყველაზე მთავარი კი, ოპერაციის შემდეგ, კრიტიკული პერიოდის — პირველი 72 საათის გადალახვა იქნებოდა და ამის შემდეგ, რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი დაიწყებოდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ანიასმა ნელა, მაგრამ გამოჯანმრთელება დაიწყო და დღეს მშობლების სიხარულს საზღვარი არა აქვს. 510 9-ს მოსწონს
|