ჯანმრთელი კვება იცით რომელია ნამდვილი არაჟანი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 25 ივნისი, 16:42 ![]() ![]() რას მივირთმევთ სინამდვილეში? როგორც წესი, წარმოებული არაჟნების უმეტესობაში ცხოველურ ცხიმს მცენარეულით ცვლიან, რძის ცილას კი - სოიოს ცილით, რომელიც, რაღა თქმა უნდა, გენმოდიფიცირებულია. ამ ყველაფერს უმატებენ საგემოვნო დანამატებს და ასე გამოაქვთ მაღაზიის დახლებზე. ნამდვილი, კლასიკური მეთოდით, ანუ მხოლოდ ნაღებითა და დედოთი დამზადებული არაჟანი ძალიან სასარგებლოა - იგი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. სამწუხაროდ, ამგვარი არაჟნის პოვნა დღეს მაღაზიებში საკმაოდ ძნელია. ![]() და მაინც, როგორ გავარჩიოთ ნატურალურია თუ არა არაჟანი? ამის გაკეთება ძალიან მარტივია: ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი და გახსენით მასში ერთი ჩაის კოვზი არაჟანი. თუ პროდუქტი ყალბია, დაილექება ჭიქის ფსკერზე, ნამდვილი არაჟანი კი სრულიად გაიხსნება. შეგვიძლია ასევე არაჟანი ცხელ კერძზე დავასხათ: ნამდვილი სრულიად გალღვება, ყალბი კი სპეციალური შემადედებლების წყალობით, კონსისტენციას შეინარჩუნებს. ასევე უნდა ვიცოდეთ: 1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით! ![]() ![]() 3. როგორი ერთჯერადი ჭიქით არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! ![]() ![]() ![]() 2610 6-ს მოსწონს
|