x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ფეხსაცმელი, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის (+ რჩევები)

ზაფხული — საუკეთესო დრო არის ექსპერიმენტებისთვის და თვალშისაცემი ფეხსაცმლის გარეშე, ეს სეზონი უბრალოდ წარმოუდგენელია.
აქ წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ფეხსაცმელს, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა გოგონას, თუ ქალბატონის გარდერობში მოიძებნება. გაეცანით თითოეულის დადებიით და უარყოფით მხარეებს და თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ჩაცმა.


ესპადრელები


image


პლუსი:

image
მოსახერხებელი და მსუბუქი, კომფორტული თითებთან.
image
კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს (თუ ფეხსაცმელი ნატურალური ნედლეულისგან არის).
image
ფეხს არ ტკენს.

მინუსი:

image
ბრტყელი ლანჩი.
image
ფეხსაცმლის კონსტრუქცია არ არის საიმედო საყრდენი ფეხის ტერფისთვის.
image
ადვილად სველდება.
image
მალე ფუჭდება.
image
ლანჩები სხეულის წონას ვერ უძლებს და იზეკება.

რჩევა: აირჩიეთ თასმიანი ესპადრელები, სუპინატორით. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის შიდა ფაქტურას (ზოგიერთ მოდელში, ლანჩი ნაპირებში მყარი საფენით არ არის დაფარული და შეიძლება ფეხი გადაგიხეხოთ).


პლიმსოლები (კედები)


image


პლუსი:


image
მსუბუქი.
image
კომფორტული.
image
უნივერსალური.

მინუსი:


image
არა აქვს რელიეფური კალაპოტი (კალოდკა).
image
ბრტყელ ლანჩს არ შეუძლია მიწაზე ქუსლის დარტყმის ამორტიზება, რაც დისკომფორტს უქმნის როგორც ქუსლს, ისე მუხლს.

რჩევა: შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ სუპინატორების არსებობას (საუკეთესო ვარიანტია, თუ ინდივიდუალური, ფეხზე მორგებული, ორთოპედიული ღაბაშები გექნებათ). და კიდევ, ასეთი ფეხსაცმლით ვარჯიში და მთელი სეზონის მანძილზე სიარული, არ შეიძლება.
საუკეთესო ვარიანტია — კედების გამოსაცვლელ ფეხსაცმლად ხმარება ან დღეგამოშვებით ჩაცმა.


«შლოპანცების»



image


პლუსი:


image
ადვილია ჩასაცმელად და გასახდელად.
image
არ ეშინია წყლის და ქვიშის.

მინუსი:

image
თხელი ლანჩი, სუპინატორის არ არსებობა.
image
არ იცავს ფეხს დაზიანებისგან.
image
ფეხი სიარულის დროს იღლება, კუნთების დაჭიმულობის გამო.
image
აჩენს კოჟრებს თითებს შორის.

რჩევა: ამ მოდელის ფეხსაცმელი მხოლოდ პლაჟზე გამოიყენეთ და უპირატესობა მიანიჭეთ ფეხსაცმელს უფრო სქელი ლანჩით.

ბალეტკები


image


პლუსი:

image

უნივერსალური.

image

imageადვილად შეიძლება ჩაცმა და გახდა.


მინუსი:

image
მუდმივი ტარება ბრტყელტერფიანობას იწვევს.
image
არა აქვს სუპინატორი.
image
ტერფი სწორედ არ ფუნქციონირებს, რაც მუხლების, თეძოების და ხერხემლის პრობლემებს იწვევს.

რჩევა: ტერფის ტკივილს, ფეხსაცმელში მოთავსებული, უბრალო ორთოპედიული ღაბაშები აგარიდებთ.


ფეხსაცმელი პლატფორმაზე


image


პლუსი:

image
სიმაღლის მომატება და ვიზუალურად ფეხის დაგრძელება. ამასთან, ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი.

მინუსი:

image
ტერფის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძერავებელი აპარატის დარღვევა. ასეთი ფეხსაცმლით სიარულის დროს, სხეულის მთელი სიმძიმე ფეხის წვერებზე გადადის და ტერფის კუნთებს ფუნქცია ეკარგება. ხოლო, წვივის კუნთები მეტისმეტად იტვირთება.
image
არის ფეხის გადაბრუნების და ტრამვის მიღების დიდი შანსი.

რჩევა: ეს ფეხსაცმელი, მყარ ქუსლიან, კომფორტული ფეხსაცმლით ჩაანაცვლეთ.

ფეხშიშველი


image


არ არის რეკომენდირებული, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ფეხშიშველი სიარული. ადამიანის ფეხი არ არის შეჩვეული ბრტყელ ზედაპირზე სიარულს. ამიტომ, ასეთმა ქმედებამ, შესაძლებელია ტერფის დეფორმაცია გამოიწვიოს და ბრტყელტერფიანობის განვითარებას შეუწყოს ხელი.
imageP.S. ფეხის და ხერხემლის კომფორტული მდგომარეობისთვის და საერთოდ, ჯანმრთელობი შენარჩუნებისთვის, რეკომენდირებულია საკუთარი წონის თანაბრად გადანაწილება ფეხის ქუსლსა და ტერფის წინა ნაწილს შორის. ამის მისაღწევად, ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4 სმ-ს. უფრო მაღალი ქუსლის არსებობის შემთხვევაში, დატვირთვის უდიდესი პროცენტი ტერფზე მოდის, რაც ფეხის შეშუპებას და შემდეგში, ამ პრობლემის, უფრო დიდ პრობლემებში გადაზრდა იწვევს.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს – 5 მარტივი გზა

ფეხსაცმლის შერჩევა, კაბის სიგრძის მიხედვით

შოკისმომგვრელი საზაფხულო სტილი, რომელიც ვარსკვლავად გაქცევთ!

2
2609
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2609
  
2018, 23 აგვისტო, 8:47
დიდი მადლობა,
2018, 23 აგვისტო, 7:21
რა კარგი სტატიაა, ნეტა აქამდე მენახა.
0 1 2