x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნაწლავების სკრაბი (ნაწლავების და ორგანიზმის გაწმენდა + ჭარბი წონის მოცილება)
image


ინგრედიენტები:

შვრიის ფანტელები — 5 ს. კ.
ანადუღარი ცივი წყალი — 5 ს. კ.
რძე — 1 ს. კ. (ან ნაღები — 1. ჩ. კ.)
თაფლი — 1 ჩ. კ.
ნიგოზი (ან თხილი) — 10 ლებანი (5 ც. კაკალი)

მომზადება და მიღება: ძილის წინ, ფაიფურის პატარა თასში მოათავსეთ შვრიის ფანტელები და დაასხით წყალი (დილითაც შეიძლება 15-20 წუთით დალბობა) > დილით დაამატეთ რძე ან ნაღები, თაფლი, ნიგოზი ან თხილი > ყველაფერი კარგად აურიეთ და საფუძვლიანად დაღეჭეთ.

ეს მნიშვნელოვანია!


* ნაწლავების სკრაბის მიღება საჭიროა დილით, აუცილებლად უზმოზე. წყლის დაყოლება არ შეიძლება. სასურველია, თუ ფაფის მიღებამდე, 15-20 წუთით ადრე, 1-2 ჭიქა წყალს დალევთ.

* ფაფის მიღების შემდეგ, საუზმობა მხოლოდ 3 საათის შემდეგ შეიძლება. საუზმეზე ყველაფრის მირთმევა შეგიძლიათ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

image

imageსკრაბის მიღების ხანგრძლივობა ორგანიზმის მდგომარეობაზე არის დამოკიდებული:

image

* თუ პრობლემა არა გაქვთ ზედმეტ წონასთან დაკავშირებით, ნაწლავების გასაწმენდად და ორგანიზმის წესრიგში მოსაყვანად, მიიღეთ ფაფა კვირაში 2-ჯერ.

* იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად, ჭარბი წონის დაკლებაც გსურთ, მაშინ ფაფა ყოველდღიურად, 1 თვის მანძილზე უნდა მიიღოთ!
შემდეგ, 2 თვე დაისვენეთ და კიდევ 1 თვე მიიღეთ ეს სკრაბი.


შედეგი კი ასეთი იქნება: 1 თვიანი «მკურნალობის» შედეგად, გაგიუმჯობესდებათ კანის სტრუქტურა (უფრო ელასტიური გახდება), შეგეცვლებათ სახის ფერი, გაგიმაგრდებათ თმა და ფრჩხილები, საგრძნობლად დაიკლებთ...


და რაც ყველაზე მთავარია, გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


პარაზიტების წინააღმდეგ მებრძოლი პროდუქტები (+ რეცეპტები და მოხმარების წესები)


ეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი)

საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება

რა სარგებლობა მოაქვს საუზმეს და რატომ სუქდებიან მასზე უარის თქმის შემთხვევაში (+ 2 რეცეპტი: ყველიანი კვერები საუზმისთვის)

საკვების მიღება 18:00 საათის შემდეგ შეიძლება და აუცილებელიც არის!!!

0
888
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
888
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0