x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი სასაათე სარტყლების შესახებ
image


1. ნაბიჯი, 3, 5 საათის ხანგრძლივობით

ავღანეთ-ჩინეთის საზღვრის გადალახვის დროს, საათის ისრები 3, 5 სთ-ით წინ უნდა გადაწიოთ. მსოფლიოში არსად არ არის ადგილი, სადაც ერთი ნაბიჯის გადასადგმელად, ამდენი დრო არის საჭირო.


2. აქ მზე შუაღამეს ჩადის


ჩინეთი – ერთ-ერთი ყველაზე განიერი ქვეყანაა მსოფლიოში – ის დასავლეთიდან აღმოსავლეთით, 5700 კმ-ზე არის გადაჭიმული. 1949 წლის რევოლუციამდე, ქვეყანა 5 სასაათო სარტყლად იყო დაყოფილი. ახალმა ხელისუფლებამ, შესაძლო სეპარატიზმის აღმოფხვრის მიზნით, მხოლოდ ერთი სარტყელი დატოვა და მთელი ქვეყანა პეკინის დროზე გადაიყვანა. ამიტომ, მაგ., ტიბეტში დაისი 5 საათით «იგვიანებს» – მზე შუაღამისას ჩადის.

3. ამომავალი მზის ქვეყანა


ითვლება, რომ პირველად ახალი დღის განთიადს იაპონელები ხვდებიან – სწორედ ამიტომ ეძახიან იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას. მაგრამ, სულ ტყუოლად. ქ. ვლადივოსტოკში (რუსეთი), დილა გრინვიჩის მიხედვით, 1 საათით ადრე დგება, ვიდრე ტოკიოში.

4. ჩახვეული დრო


ჰიმალაის მთებს რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი კვეთს და ამის გამო, ტურისტმა, რომელიც ამ მხარეში მოგზაურობს, 6-ჯერ უნდა გადაიყვანოს საათი: ინდო-ნეპალის საზღვარზე – 15 წუთით წინ, ნეპალ-ინდურ საზღვარზე – 15 წუთით უკან, ინდო-ჩინეთის საზღვარზე – 2, 5 საათით წინ, ჩინეთ-ბუტანის საზღვარზე – 2 საათით უკან, ბუტან-ინდოეთის საზღვარზე – კიდევ 30 წთ-ით უკან, ხოლო ინდო-მიანმარის საზღვარზე – ერთი საათით წინ.

5. ცხოვრება აწმყოს გარეშე


რადგან თარიღთა ცვლის ხაზი წყნარ ოკეანეზე, 180-ე მერიდიანზე გადის, მისი დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაკვეთისას, ადამიანი «გუშინდელ დღეში» ხვდება, ხოლო აღმოსავლეთიდან – დასავლეთისკე მოძრაობის შემთხვევაში, «ხვალინდელ დღეში». «აწმყო დრო» ამ ხაზზე ეფემერულია.


6. ხუთშაბათიდან ოთხშაბათში


რატმანოვის (რუსეთი) და კრუზენშტერნის (აშშ) კუბძულები – ხმელეთის ორი პატარა ნაწილია, რომელთა შორის 4 კმ. საზღვაო ზონა გადის. ჩვეულებრივი ძრავიანი ნავით, ამ მანძილის დაფარვა 15-20 წუთში შეიძლება. მაგრამ, გრინვიჩის დროით, ეს ორი კუნძული 21 სთ-ით არის გაყოფილი: თუ რატმანოვზე, მაგ., ხუთშაბათის შუა დღე არის, კ. კრუზენშტერნზე – ჯერ კიდევ ოთხშაბათია, დღის 3 საათი.


7. ინგლისის საპირისპიროდ


ინდოეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, დროში სხვაობა, გრინვიჩის დროით, 5, 5 სთ-ს შეადგენს. ბრიტანეთში საათი რომ მოაბრუნონ, ინდოეთში რა დროა იმას იგებენ.

8. სამი სარტყლის შეხვედრის ადგილი


სოფ. რაიაკოსკში, რომელიც ფინეთის, ნორვეგიის და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს, სამი სარტყელი ხვდება ერთმანეთს: როდესაც რუსეთში შუა დღე არის, ფინეთში – დილის 11 საათია, ხოლო ნორვეგიაში – 10.



9. დამოუკიდებლობის 15 წუთი


ნეპალს სამი მხრიდან ინდოეთი ესაზღვრება. საუკუნეების მანძილზე, ის დამოუკიდებლობისთვის იბრძვოდა და როდესაც, როგორც იქნა, ის მოიპოვა, ამ ფაქტის ხაზგასასმელად, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, საათის ისრები 15 წუთით წინ გადაწიეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნეპალი ინდოეთს მხოლოდ ტერიტორიით კი არა, დროითაც «გამოყო». ეს 1986 წელს მოხდა და დღემდე ასე არის.


10. მსოფლიო დრო


ჩრდ. და სამხ. პოლუსებზე ყველა მერიდიანი ერთ წერტილში იყრის თავს და პლანეტის ამ წერტილების არცერთი სასაათე სარტყლისთვის მიკუთვნება არ შეიძლება. ამიტომ, მიღებულია, რომ იქ მსოფლიო დრო მოქმედებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ამუნდსენის სადგურზე, ანტარქტიკაზე, რომელიც სამხრეთ პოლუსზე მდებარეობს, ახალი ზელანდიის სასარტყლე დრო მოქმედებს. რადგან სწორედ იქიდან ხორციელდება ავიარეისები სადგურის მიმართულებით.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი

პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და დაკარგული დღე

0
304
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0