x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512527
სატანის მედალიონი
ახალგაზრდობისას გამომძიებლად ვმუშაობდი, სამსახურში ჯერ კიდევ სტაჟიორი ვიყავი და უამრავი ამოუხსნელი ფაქტები ვნახე, ამ უცნაურობების ნახვის შემდეგ ყველაფერი სიზმრებში გადამდიოდა ძილის დროს და ძალიან მაწუხებდა რადგან ღამით მეღვიძებოდა, უცნაური მოვლენის მსხვერპლი მე თვითონაც გავხდი, ერთ ღამეს დამირეკეს სამსახურიდან მკვლელობის შესახებ, ეს საქმე მე და ჩემს ინსტრუქტორს დაგვავალეს გამოსაძიებლად, როდესაც ადგილზე მივედი ვნახე მსხვერპლი რომელიც უცნაურ ვითარებაში იყო მოკლული, მსხვერპლი ტყეში ეგდო სატანისტური ნიშნის დიდი ვარსკვლავის შუაში.


image



მის სხეულზე კი იგივე ნიშნები იყო ამოტვიფრული რამოდენიმე ადგილზე, იმ დღეს მივხდი კიდევ ერთ კოშმარულ სიზმარს ვნახავდი, მსხვერპლის თვალიერებისას აღმოვაჩინე რომ მას მედალიონი ეკავა ხელში რომელსაც ასეთივე სატანისტური ნიშანის ფორმა ჰქონდა. მინდოდა ფრთხილად ამეღო და გამეგზავნა შესამოწმებლად, როდესაც მედალიონს ხელით შევეხე იმ წამს ძალიან ძლიერად ამტკივდა თავი და დაბლა დავეცი, გონება დავკარგე აღარაფერი მახსოვს რა მოხდა შემდეგ, გონს საავადმყოფოში მოვედი, არ ვიცი რა იყო ეს მაგრამ შესანიშნავად ვიყავი და სახლი გამომიშვეს. იმ დღის შემდეგ ასეთი კოშმარები აღარ მაწუხებდა მშვიდად მძინავდა და ჩვეულებრივზე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, იმ დღიდან მეექვსე დღეს როდესაც სამსახურიდან სახლში მივედი მაგიდაზე დავინახე ის მედალიონი რომელმაც გონება დამაკარგვინა შეხებისას, გამიკვირდა რატომ იყო ჩემს სახლში და გადავწყვიტე სამსახურში მეორე დილით წამეღო მაგრამ როდესაც დილით გავიღვიძე მედალიონი მაგიდაზე აღარ დამხვდა, ყველგან დავძებნე მაგრამ უშედეგოდ, ვიფიქრე მომეჩვენა გუშინდელი და დავივიწყე ეს ფაქტი, მაგრამ იმ დილით საოცარი რამ მოხდა, როდესაც სამსახურიდან დამირეკეს საქმეზე და ადგილზე მივედი, შევხედე თუ არა მსხვერპლს იმ წამს დავინახე უცნაური, უწყვეტი შავი ჩრდილი ძალიან გრძელი რომლის დასაწყისი მსვერპლიდან იწყებოდა, მისი დასასრული კი უსასრულო იყო და სადღაც შორს მთავრდებოდა, ამან ძალიან გამაოცა მაგრამ ჩავთვალე რომ შესაძლოა იმ დღეს მომხდარი შემთხვევის ბრალი ყოფილიყო რომელიც მე დამემართა მედალიონზე შეხებისას, ჩრდილს ყურადღება არ მივაქციე.

მეორე გამოძახებაზე იგივე განმეორდა მსხვერპლის დანახვისთანავე, ამ ჯერად როდესაც საქმეს მოვრჩით გადავწყვიტე გავყოლოდი ამ უსასრულო ჩრდილს, მაინტერესებდა სად დამთავრდებოდა, ძალიან ბევრი ვიარე ფეხით და ბოლოს ერთ უბანში შევედი, ჩრდილი ერთ-ერთ სახლში შედიოდა, მსხვერპლი რომელიც იმ დღეს ვნახე სადღაც ამ ქუჩაში ცხოვრობდა.


image


უკან დავბრუნდი სახლში და მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი თუ რა იყო ეს და რას მიმანიშნებდა. მეორე დილით გავიგე რომ მკვლელი დაიჭირეს და ეს მკვლელი ზუსტად იქ ცხოვრობდა სადაც ამ ჩრდილმა მიმიყვანა, დამნაშავემ აღიარა რომ მისი მსხვერპლი მეზობლად ცხოვრობდა და იმ ღამეს ერთად წავიდნენ ბარში ლუდის დასალევად, იქიდან გამოსულებმა ერთმანეთში იჩხუბეს რაღაცაზე და შემთხვევით მოკლა. ამის შემდეგ მიხვდი საქმე რაშიც იყო და რას მიმანიშნებდა ჩემი ჩრდილი.

არავისთვის მომიყოლია ამის შესახებ და ყველა დანაშაულს ადვილად ვხსნიდი, ჩრდილს ყოველთვის დამნაშავესთან მივყავდი და ჩემს საიდუმლოს ყოველთვის კარგად ვმალავდი, ბევრს უკვირდა ამას როგორ ვაკეთებდი და მეკითხებოდნენ კიდეც, მე კი ისეთ რამეს მოვიფიქრებდი პასუხად რისი დაჯერებაც ადვილი იყო მათთვის. სულ მალე მთელს საქმეს მე ავიღებდი ჩემს თავზე და შემეძლო ჩემი სტაჟიორი ამეყვანა რომელსაც ამ საქმეს შევასწავლიდი.


გავიდა რამოდენიმე კვირა და ერთ ღამეს საშინელმა კოშმარმა გამომაღვიძა, სიზმრად ვნახე მედალიონი რომელსაც ხელით შევეხე და მისგან უცნაური ძალა მივიღე თუცმა როდესაც ძალა ჩემზე გადმოვიდა ჩემი თავი დავინახე თითქოს დემონის სახე მქონდა და ჯოჯოხეთში ვიყავი, ირგვლივ ყველაფერი იწვოდა, ჩემთან ადამიანები მოდიოდნენ რომლებსაც მათ სულს ვაცლიდი სხეულიდან.

image


შემდეგ ისევ გავაგრძელე ძილი და დილით საქმეზე დამირეკეს, 6 ადამანი იყო მოკლული ერთ ღამეში სხვადასხვა ადგილებზე, ექვსივე ადგილზე უნდა მივსულიყავით მე და ჩემი ინსტრუქტორი. დიდი იმედი მქონდა ადგილზე მისულს ისევ ჩრდილს დავინახავდი და საქმეს მალე გავხსნიდი ადვილად მაგრამ როდესაც მსხვერპლს შევხედე ჩრდილი ვეღარ დავინახე.

მსხვერპლი უცნაურად გამოიყურებოდა, მას თვალები გაღებული ჰქონდა ძალიან ფართოთ, ეტყობოდა ისეთი რამ დაინახა რისი დანახვამაც ძალიან შეაშინა, იგივე სახე ჰქონდა დანარჩენ მსხვერპლებსაც, ეს ცოტა უცნაური იყო არ ვიცოდით საქმე რასთან გვქონდა, მე კი ძალიან დამაღონა იმან რომ ჩრდილის დანახვის ნიჭი დავკარგე.

ეს საქმე გაუხსნელი დარჩა ვერაფერი გავარკვიეთ. იმ დღის მერე კიდევ ერთ საქმეზე გამომიძახეს და მსხვერპლის დანახვისთანავე ჩრდილიც დავინახე.


გავიდა სამი წელი კოშმარი მედალიონთან დაკავშირებით აღარ მინახავს, მე უკვე დამოუკიდებლად ვმუშაობდი და ყველა საქმეს ადვილად ვხსნიდი ჩემი ჩრდილის დახმარებით, ამასობაში რამოდენიმე სტაჟიორიც ავიყვანე და იდეალურად შევასწავლე საქმე.



გაგრძელება იქნება შემდეგ სტატიაში.


0
163
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0