მუსიკა ამერიკელი როკ-მუსიკოსი საკუთარ საიუბილეო კონცერტზე გარდაიცვალა(ვიდეო) 2017, 4 მაისი, 8:51 ![]() ამერიკელი ბლუზ-როკ მუსიკოსი ბრიუს ჰამპტონი(Bruce Hampton), რომელიც უფრო ცნობილი იყო ფსევდონიმით Col საკუთარ 70 წლის იუბილეზე გარდაიცვალა ატლანტაში(შტატი ჯორჯია)Fox Theatre-ში გამოსვლის დროს. ჰეპტონი კომპოზიცია "Turn on Your Lovelight"-ს ასრულებდა, როდესაც ჯერ მუხლებზე დაიჩოქა და შემდეგ კი სცენაზე გაწვა.მის კოლეგებს მამაკაცის ეს ჟესტი შოუს ნაწილი ეგონათ და ამის გამო კიდევ 3-4 წუთი ვერ მიხვდნენ, რომ ბრიუსი ცუდად გახდა და განაგრძობდნენ სიმღერის შესრულებას. როდესაც ნომერი დასრულდა და ბრიუსი მაინც ფეხზე არ წამოდგა, მხოლოდ მაშინ შეშფოთდნენ კოლეგა-მუსიკოსები და სასწრაფოს გამოუძახეს.თუმცა მუსიკოსის გადარჩენა ვერ მოხერხდა.წინასწარი ვერსიით სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.ჰეპტონის ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ არასდროს უნახია ვინმე ასე ბედნიერად წასულიყოს ამ ქვეყნიდან. ჰაპტონის სიკვდილის კადრები ვიდეოზე მოხვდა. 92 9-ს მოსწონს 1-ს არა
|