x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
10 ადამიანი, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის იბრძოდა
image


საუკუნეების წინ, უკვდავება იგივე დონით აღაფრთოვანებდა ადამიანებს, როგორც ჩვენ სიკვდილის გევშინია. მარადიულად რომ ეცოცხლათ, იაპონელი ბერები მუმიფიკაციას მიმართავდნენ, ხოლო ევროპელი ალქიმიკოსები სიცოცხლის ელექსირებს ქმნიდნენ.

აქ წარმოგიდგენთ ყველაზე გახმაურებულ ისტორიებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მხოლოდ სახსრებს კი არა, საკუთარ ჯანმრთელობასაც არ ზოგავდნენ მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად.

1. იაპონელი ბუდისტი ბერი


image
სხეული რომ არ გახრწნილიყო, მუმიფიკაციის დროს, ჩვეულებრივ, მიცვალებულს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ. ამიტომ, მეცნიერები გაოგნებულები იყვნენ, როდესაც გასული საუკუნის 60-იან წლებში, იაპონიაში, იამაგატას პროვინციაში, აღმოაჩინეს ხელუხლებელ მდგომარეობაში მყოფი მუმიები. როგორც შემდგომში გაარკვიეს, ამ ადამიანების შინაგანმა ორგანოებმა იქამდე დაიწყო გამოშრობა, ვიდრე გარდაიცვლებოდნენ.
ფიზიკური სამყაროს ილუზიებისგან თავის დაღწევის და ზეციურ სამყაროში სამუდამო ადგილის დასამკვიდრებლად, ბუდიზმის ყველაზე ერთგული ბერები თვითმუმიფიცირებას მიმართავდნენ და თვითგანწირვას კაცობრიობის ხნის აქტად მიიჩნევდნენ.
სამი წლის მანძილზე, ბერები მხოლოდ ხილით და თხილეულით იკვებებოდნენ, ხოლო მომდევნო სამი წელი – მხოლოდ ფიჭვის ნემსებით და ქერქით. ზოგი მათგანი მოწამლულ ჩაისაც სვამდა, რომ მიწაში ყოფნიდ დროს, საკუთარი სხეულისგან მწერები დაეფრთხო.
ბოლო ეტაპზე, ბერები სასუნთქი მილებით ატარებდნენ მედიტაციას, მაგრამ ეს უკვე სამარეში ყოფნისას ხდებოდა. დროდადრო ისინი ნიშანს იძლეოდნენ, ზარის საშუალებით და ზემოთ მყოფებს ამცნობდნენ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. ხოლო როდესაც ზარის ხმა სამუდამოდ წყდებოდა, სამარე იპლომბებოდა. სამი წლის შემდეგ, საფლავს ხსნიდნენ და თუ სხეული უხრწნელი იყო, მას ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც ცოცხალ ბუდას. ხოლო, თუ არა – განსაკუთრებული პატივით მარხავდნენ. ასობით ბერიდან მხოლოდ 24 შეძლო «ცოცხალი ბუდის» სტატუსის მოპოვება.
1877 წელს თვითმუმიფიცირება იმპერატორმა მუცუჰიტომ (1852 — 1912) აკრძალა.


2. ალბერტ დიდი


image


image

ალბერტ დიდი, რომელიც 1200 წ. დაინბადა, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და შესაძლებელია, რომ სწორედ მისი დღეგრძელობა იყო იმ ხმების მიზეზი, რომ ის, მთელი ცხოვრების მანძილზე, უკვდავების ელექსირს ეძებდა.
ალბერტ დიდი, შუა საუკუნეების ევროპაში, ყველაზე დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და თეოლოგი იყო, რომელიც ძალიან კარგად ერკვეოდა ალქიმიაშიც. ზოგიერთი მეცნიერი, მას დარიშხანის აღმოჩენას და ფოტომგრძნობიარე ნივთიერებებზე პირველი ექსპერიმენტების ჩატარებასაც მიაწერს.
ლეგენდის მიხედვით, მან სხვადასხვა მეტალის ოქროდ გადაქცევის საიდუმლო იცოდა. როგორც ამბობენ, «ფილოსოფიური ქვაც» (ნივთიერება, რომელიც უბრალო მეტალს ოქროდ აქცევდა, ავადმყოფს კურნავდა და ადამიანს ახალგაზრდობას უბრუნებდა) აღმოაჩინა და ის თავის მოსწავლეს თომა აკვინელს გადასცა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელმა მხოლოდ 49 წელი (1225 — 1274 წწ.) იცოცხლა.


3. დიანა დე პუატე


image
შუა საუკუნეებში წამლად ობობის ქსელს, ჭიაყელებს, ბაყაყის კვერცხებს და მორიელის ზეთს იყენებდნენ. თუმცა, ანრი II საყვარელი, დიანა დე პუატე უკვდავების მიღწევას სულ სხვა მეთოდით ცდილობდა – ის ოქროზე დამზადებულ სასმელს სვამდა, რომელიც, როგორც ითვლებოდა, მზის ენერგიით იყო გაჯერებული.
სინამდვილეში, დიანას სილამაზე, რომლის შესახებ ლეგენდები დადიოდა, კარგი გენეტიკით და ცხოვრების აქტიური წესით იყო განპირობებული – მას ძალიან უყვარდა ჯირითი, ნადირობა და რეგულარულად ცურავდა.
დიანა 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, ცხენზე ჯირითისას, ფეხის მოტეხვიდან 2 წლის შემდეგ. ოქრომ, რომელსაც ის სვამდა, მის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა იქონია – კეთილშობილურ ფერის სიმკრთალესთან ერთად, ულამაზეს დრანგ ქალბატონს ძვლები დაუსუსტა.

სხეულის ექსგუმაციის შემდეგ, როდესაც მის თმას ანალიზი ჩაუტარეს, აღმოჩნდა რომ ოქრო, მის ორგანიზმში, დასაშვებ ნორმას 500-ჯერ აღემატებოდა, დიდი რაოდენობით იყო ვერცხლის წყალც, რომელიც სიცოცხლის ელექსირის ერთ-ერთი ინგრედიენტად ითვლებოდა იმ ეპოქაში.


4. ნიკოლა ფლამელი


image
ფლამელი – ფრანგი მეცნიერი და მწერალი, XIV ს. II ნახევარში და XV ს.-ის დასაწყისში მოღვაწეობდა. მან ცხოვრების 2 ათეული წელი, საიდუმლოებით მოცული, ალქიმიის წიგნის თარგმნას და გაშიფვრას მიუძღვნა, რომელიც, სულ რაღაც, 21 გვერდისგან შედგებოდა და მასში, როგორც ამბობდნენ, «ფილოსოფიური ქვის» რეცეპტი იყო. ლეგენდის მიხედვით, მან და მისმა ცოლმა უკვდავების მოპოვება შეძლეს.
თუმცა, სხვა მონაცემებით, ნ. ფლამელი 1418 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგრამ, როდესაც მისი საფლავი გახსნეს, ცარიელი აღმოჩნდა.

ეს ისტორია ლეგენდად იქცა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. 350 წლის შემდეგ, ზოგიერთები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ფლამენი პარიზის ოპერაში დაინახეს.


5. ცინ შიხუანდი


image
ცინ შიხუანდი (ძვ. წ. აღრ. 259 — 210 წწ.) გაერთიანებული ჩინეთის პირველი ლიდერი და პირველი იყო, ვინც «მეფის» ნაცვლად, ტერმინი «იმპერატორი» გამოიყენა. მისი მმართველობის დროს დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა, საგზაო სისტემის განვითარება და ტერაკოტის არმია (ნატურალური ზომის 8099 თიხის ჯარისკაცი) შეიქმნა.
იმპერატორის წინააღმდეგ არაერთი შეთქმულება და თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ის მტრებმა კი არა, საკუთარმა ქედმაღლობამ დაღუპა. უკვდავების იდეით შეპყრობილმა, მსახურები მითიური კ. პენგლაის (ადგილის, სადაც ადამიანები მარადიულად ცხოვრობდნენ და სიცოცხლიე ელექცირი იყო) მოსაძებნად გაგზავნა. ხოლო თავად, მათ დაბრუნებას არ დაელოდა. ჩინეთის აღმოსავლეთში მოგზაურობისას, ცინი ვერცხლის წყლით მოიწამლა და გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მან ალქიმიკოსის მიერ მომზადებული «უკვდავების» წამალი დალია.
ცინ შიხუანდი იყო პირველი, სამუდამო ცხოვრების მსურველ, ჩინეთის მრავალრიცხოვან იმპერატორებს შორის.


6. იმპერატორი ჩჟუ ხოუცუნი


image
ჩჟუ ხოუცუნი მინის დინასტიის მეთერთმეტე იმპერატორი იყო. მას სასტიკ მმართველად თვლიდნენ, რომელმაც ჩინეთი ომში, კორუფციაში და ქაოსში ჩაითრია. 1542 წელს რამდენიმე ხარჭამ მისი მოკვლა სცად. მცდელობამ არ გაამართლა და ქალები, ოჯახებთან ერთად, ნელი და მტანჯველი სიკვდილით დასაჯეს.
ეს ფაქტი გარდამტეხი ათმოჩნდა იმპერატორის ცხოვრებაში: მან სასახლე მიატოვა, ახალი ხარჭები აიყვანა და მთელს სახსრებს დაოსური ტაძრების მშენებლობაზე ხარჯავდა.
გარდა ამისა, მან ჩინეთის ყველაზე საუკეთესო ალქიმიკოსებს თხოვნით მიმართა, რომ მას სიცოცხლის ელექსირის შექმნაში დახმარებოდნენ.

იმპერატორი ვერცხლის წყლით მოწამვლით გარდაიცვალა, იშვიათი მეტალებით მარადიული სიცოცხლის ელექსირის შექმნის მცდელობის დროს.


7. ალექსანდრე ბოგდანოვი


image
ალექსანდრე ბოგდანოვი – საბჭოთა ექიმი, ფილოსოფოსი და უნიკალური აზროვნების მქონე ადამიანი იყო. ის ტექტოლოგიის («ზოგადი ორგანიზაციული მეცნიერება» – ობიექტის კომპლექსური კვლევა) ავტორად არის, რომელიც სისტემების თეორიის (Systems theory – ობიექტის კვლევის სამეცნიერო და მათემატიკური კონცეფცია) წინამორბედად ითვლება.
1924 წელს ბოგდანოვმა ჰემოტოლოგიის და სისხლის გადასხმის ინსტიტუტი დააარსა, იმ მედით, რომ სისხლის გადასხმით, მარადიულ ახალგაზრდობას შეინარჩუნებდა. 4 წლის მანძილზე, სისხლი, სულ მცირე, 11-ჯერ გადაისხა. ბოლო პაციენტის სისხლი ან დაავადებული იყო, ან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბოგდანოვი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.


8. ისააკ ნიუტონი


image
ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი ცხოვრობდა ეპოქაში, რომელშიც მეცნიერება მჭიდროდ იყო ცრურწმენასთან და ფზევდომეცნიერებებთან გადაჯაჭვული. ქიმიის, როგორც მეცნიერების განვითარებამდე, ნიუტონი ალქომიით და ოკულტური სწავლებით იყო გატაცებული. ნაპოვნი არის ტექსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის «ფილოსოფიური ქვის» შექმნას ცდილობდა. ნიუტონი ალქიმიით თავისი მოღვაწეობის II ნახევარში დაინტერესდა. სავარაუდოდ, ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა, რადგან იმ პერიოდში, ის ნერვული აშლილობით, უძილობით, აპათიით, მადის დაკარგვით და პარანოით იტანჯებოდა.
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ნიუტონმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა ალქიმიაში, მაგრამ სიკვდილის წინ, ყველაფერი გაანადგურა.


9. გრაფი სენ-ჟერმენი


image
ზუსტად არავინ იცის, თუ როდის დაიბადა გრაფი სენ-ჟერმენი და ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ არასდროს მომკვდარა. ის არისტოკრატი იყო და მას ათობით სახელით იცნობდნენ, რაც სავსებით ნორმალურად ითვლებოდა იმ ეპოქაში. თუმცა, სხვა ყველაფერი, რაც გრაფს უკავშირდებოდა, ძალიან საეჭვო და მეტისმეტად უცნაური იყო: ის ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ არავინ იცოდა ფული საიდან ჰქონდა, ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე და ფიორტეპიანოზე, ხატავდა, საუბრობდა 10 ენაზე, სწავლობდა ფილოსოფიას. გარდა ამისა, თითქმის არასდროს იძინებდა და საჭმელს არ ჭამდა (ყოველ შემთხვევაში, მისი ტრაპეზის შემსწრე არავინ ყოფილა).
გრაფ სენ-ჟერმენი არ უყვარდა წარსულზე საუბარი და როდესაც ასაკს ეკითხებოდნენ, ხუმრობით ამბობდა, რომ ასობით წლის იყო. ის იცნობდა ფრანც მესმერს, კაზანოვას, მადამ დე პამპადურს, ვოლტერს, ლუი XV, ეკატერინე II და ჯორჯ ვაშინგტონსაც კი.
1779 წელს გრაფი შლესვიგში (გერმანია) მოგზაურობდა და ალქიმიკოსების მფარველი პრინცი ჩარლზ ჰესენ-კასელი გაიცნო. რომელიც შემდგომში, მისი ექსპერიმენტების დამფინანსებელი გახდა. იმ პერიოდში, სენ-ჟერმენი ქსოვილის შეღებვის ახალ ტექნოლოგიებზე, ალმასების შეერთებაზე და ახალი ძვირფასი ქვების შექმნაზე მუშაობდა.
1784 წელს გრაფი სენ-ჟერმენის გარდაცვალების ფაქტის რეგისტრირება მოხდა. თუმცა, გარდაცვალების შემდეგ, მისი პირადი ნივთები აღარავის უნახავს.


10. რიშარ შანფრე


image

image

ფრანგი მხატვარი რიშარ შანფრე 1940 წელს ლიონში დაიბადა. ის ამტკიცებდა, რომ უკვდავი გრაფი სენ-ჟერმენი იყო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ინფორმაცია საკუთარი უკვდავობის შესახებ, პარიზში, ერთ-ერთ ტელეარხზე გამოსვლის დროს გამოაცხადა. ტელეგადაცემაში ის, უბრალო ლაშქრობის ქურის გამოყენებით, ტყვიას ოქროდ გარდაქმნიდა.
შანფრე ბოლოს 1983 წელს სენ-ტროპეში ნახეს. მის ყოფილ შეყვარებულს, დალიდას (ისინი ერთად 1972 – 1981 წწ. იყვნენ) კი შეატყობინეს, რომ ის მანქანაში გამონაბოლქვით გაიგუდა.
მას შემდეგ, ხმები გავრცელდა, რომ გრაფი სენ-ჟერმენი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, კიდევ გამოჩნდა.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმარადიული სიცოცხლე – მითი თუ რეალობა

117 წლის ქალბატონი ხანდაზმულობის საიდუმლოს ამხელს

რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე

0
1565
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0