პროფილაქტიკა როგორ მოვიშოროთ ფეხიდან სოკო სამუდამოდ 2017, 23 მარტი, 9:22 ონიქომიკოზი–ფართოდ გავრცელებული ფრჩხილების დაავადებაა. ადამიანის ორგანიზმის სოკოვან დაავადებებებს მიკოზები ეწოდება. არსებობს კანის, თმის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების მიკოზები.
ფრჩხილების სოკოვან დაავადებებს რამდენიმე სახის სოკო იწვევს. დაავადებას შეიძლება ქუსლისა და თითების დაზიანებაც მოჰყვეს. გარეგან ფაქტორებს, რომლებიც სოკოვანი დაავადებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მიეკუთვნება: მცირე ტრავმები, რეზინის ფეხსაცმელი, მომატებული ოფლიანობა. შინაგანი ფაქტორი კი- ორგანიზმის იმუნიტეტის შესუსტება, რაც ენდოკრინული პათოლოგიების, ქრონიკული ინფექციების, ორგანული დაავადებების ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს აღინიშნება. სოკოს გაჩენის შემთხვევაში პირველ რიგში იცვლება ფრჩხილის ფერი, ქრება გამჭვირვალობა. ფრჩხილი იღებს მოთეთრო, მოყვითალო ან ნაცრისფერ შეფერილობას, აღინიშნება თითებს შორის კანის სიწითლე და ქავილი. ფრჩხილის რქოვანი გარსი ფხვიერდება და იფრცქვნება. ქუსლებსა და ტერფის გვერდით ზედაპირზე წარმოიქმნება ძნელად შეხორცებადი ბუშტუკები, რომლებიც სკდება, გარდაიქმნება ეროზიად (კანის გამონაყარი, რომლიდანაც ქსოვილოვანი სითხე ჟონავს), ვითარდება კანის ანთებითი პროცესები, რასაც თან ახლავს საერთო მდგომარეობის გაუარესება. სამწუხაროდ დღეს ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ბევრი თქვენგანი მალამოებითა და პრეპარატებით დღემდე უშედეგოდ ებრძვის. დღევანდელ სტატიაში კი სოკოსგან სამუდამოდ გათავისუფლების მარტივ ბუნებრივ გზებს გასწავლით. როგორ მოვიშოროთ ფეხიდან სოკო სამუდამოდ? 1. სოკოს სამკურნალოდ ერთ-ერთი უებარი საშუალებაა ძმარმჟავა (ძმრის ესენცია). ჩაასველეთ ბამბა ძმარმჟავაში და წაისვით კანის დაზიანებულ ადგილებზე, გაიჩერეთ რამოდენიმე საათი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის პროცესში წვის შეგრძნება ნორმალური მდგომარეობაა, რაც დასტურია იმისა, რომ ის ეფექტს ახდენს. შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ გაიჩეროთ ძმარმჟავა კანზე ღამით, რადგან შეიძლება სერიოზული დამწვრობა განვითარდეს. 2. სოკოს სამკურნალოდ ყველზე იოლი გზაა იოდით მკურნალობა. დღეში ორჯერ იოდის თითო წვეთი დაიწვეთეთ სოკოთი დაზიანებულ ფრჩხილზე. მკურნალობა გააგრძელეთ ორი კვირის განმავლობაში. როგორც წესი, ამ პერიოდში უნდა იგრძნოთ ტკივილი, რაც სოკოს სამუდამოდ გამგზავრებას მიუთითებს. შენიშვნა: თუ ტკივილი და დისკომფორტი შეგექმნათ პროცედურის განმავლობაში, შეწყვიტეთ. 3. ასევე ეფექტური გზაა სოკოს მოსაშორებლად უმი კარტოფილი. დაჭერით თხელ ნაჭრებათ, უმ მდგომარეობაში დაიდეთ დაზიანებულ ადგილას და წებოვანი ლენტის ან პლასტირის მეშვეობით გაიჩერეთ ნახევარი საათის მანძილზე. მკურნალობის პროცედურები ერთი თვე ჩაიტარეთ, შედეგს აუცილებლად ნახავთ. 4. სოკოს მოცილებაში დაგეხმარებათ ასევე ძმარი და სტაფილოს წვენი. 100-150 მლ გამოწურული სტაფილოს წვენი და ძმრის 7%-ნი ხსნარი აურიეთ, წაისვით დაზიანებულ ადგილებზე დღეში 5-6-ჯერ. ამ პროცედურით მკურნალობა გააგრძელეთ მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევთ. 5. სოკოს მოცილების ერთ-ერთი სწორი გზაა დიეტა. სოკოს ძალიან ეშინია გოგირდის შემცველი პროდუქტების, ამიტომ მოგვიწოდებენ უხვად მივიღოთ მისი შემცველი პროდუქტები- კვერცხი, მწვანილი, რძის პროდუქტები და სხვა. P.s. შენიშვნა: დაავადების გამომწვევის გადატანა ხდება საერთო მოხმარების საყოფაცხოვრებო საგნებით: პირსახოცი, ხალიჩა, ოთახის ფეხსაცმელი და ა.შ. ამიტომ ინფიცირების შესაძლებლობა არსებობს საკუთარ სახლშიც, თუკი ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებულია კანის ან ფრჩხილის სოკოთი. ჯანმრთელობას გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან? ● როგორ მოვიშოროთ სახიდან მსგავსი თეთრი ლაქები? ● ჩვეულებრივი სოდა დაიტანეთ ქუთუთოებზე და ნახეთ რა მოხდება– საოცარია ● სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან... ● როგორ მოვიშოროთ ზედმეტი გვერდები სახლის პირობებში? ● როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები ● როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ? ● სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი ● რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი? ● როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება) ● როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები ● როგორ ვუმკურნალოთ დამწვრობას ყოველგვარი კვალის გარეშე ● სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება 22970 18-ს მოსწონს
|