x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ვუმკურნალოთ ფეხის ფრჩხილის სოკოს ,,შინაური" მეთოდებით
....

ფრჩხილის სოკო, ანუ ონიქომიკოზი, ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. დაავადებული ფრჩხილი ფერს იცვლის, იფცქვნება, სქელდება, ძნელდება მათი დაჭრა.კანი ფრჩხილის ირგვლივ ასევე ზიანდება.თუ დროულად არ მიხედეთ, შორს წასულ დაავადებას შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაავადებული ფრჩხილების არაესთეტიურ შესახედაობაზე.

როგორც წესი, სოკო ყველა ადამიანის ორგანიზმშია.ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ხდება მისი გააქტიურება. მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება გახდეს იმუნიტეტის დასუსტება, ნახეთქები და ნაკაწრები ფეხზე, ფეხის ოფლიანობა, პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა და სხვ. როგორც კი ხელსაყრელ პირობებს შევუქმნით, სოკო მაშინვე იწყებს მოქმედებას. ზოგჯერ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და თუ დასაწყისშივე არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაგაწამოთ.

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ამ დაავადებას რეციდივი ახასიათებს და შესაძლოა მკურნალობის შემდეგაც შეგახსენოთ თავი.


სოკოთი ინფიცირების რისკი მაღალია საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებში, პლაჟზე(სოკოს ზოგიერთი სახეობა თვეობით ძლებს ქვიშაში), საუნაში, აბანოში და იმ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა და იატაკის ზედაპირთან შიშველი ფეხით შეხება გიწევთ.

დღეს უამრავი სამედიცინო პროცედურა და მედიკამენტი არსებობს ონიქომიკოზის სამკურნალოდ, მაგრამ ამჯერად შედარებით იაფ და ხელმისაწვდომ საშუალებებს გაგაცნობთ. ზოგიერთი მათგანი თავისი ეფექტურობით გამოირჩევა და უამრავი მომხმარებლის მიერაა ნაცადი. ამ მეთოდების გამოყენების წინ ან პარალელურად, ფეხებზე ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანები, რომელშიც ძმარს ან სოდას გაურევთ, ხოლო ფრჩხილის დაზიანებული უბნები უნდა მოიჭრათ.

...

1.ნოვოკაინში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე.გაიჩერეთ მთელი ღამით.

2.აიღეთ თანაბარი რაოდენობის 40%-იანი სპირტი, გლიცერინი, 70%-იანი ძმარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 15 წუთით.კურსის ხანგრძლივობაა 1 კვირა.რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.

3.70% ძმარი, დიმეთილფტალატი, გლიცერინი და ზეითუნის ზეთი აურიეთ პროპორციებით 2:1:1:1. ამ საცხით ფრჩხილები ყოველდღე უნდა დაიმუშაოთ.დაიტანეთ ბამბის ტამპონებით და გაიჩერეთ 8-10 საათი.ჩამოიბანეთ სარეცხის საპნით.ეს ნარევი შეგიძლიათ ხელის ფრჩხილების სამკურნალოდაც გამოიყენოთ.

4.ცოტამ თუ იცის, რომ მაგარი ყავა ძალზედ ეფექტური საშუალებაა სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად.მოხარშეთ მაგარი ყავა და ჩაყავით მასში ხელის ან ფეხის ფრჩხილები.უკეთესია, თუ პროცედურას ძილის წინ ჩაიტარებთ. სოკო რამდენიმე პროცედურაში გაქრება, კანი კი დარბილდება.

5.დანაყეთ ნიორი და მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილებზე.უკეთესია, თუ მთელი ღამით გაიჩერებთ.შესაძლოა მსუბუქი წვა იგრძნოთ.მალე დაზიანებულ ფრჩხილს ახალი ჩაანაცვლებს.

6.თუ ჩაის ხის ზეთზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ უშუალოდ ფრჩხილებზე შეიზილოთ.მანამდე ფეხები თბილ წყალში ჩააწყვეთ, რომელშიც სარეცხის საპონს ჩაამატებთ.

image

7.სოდას დაასხით წყალი, ისე, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ.დაიდეთ ფრჩხილებზე და გაიჩერეთ 20 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

8.ვეტაფთიაქში შეიძინეთ “ასდ-3 ფრაქცია". დაზიანებული ადგილები დაიმუშავეთ თბილი წყლით და საპნით და წაისვით ხსნარი.გაიმეორეთ დღეში 2-3ჯერ.

9.2ს.კ. ვაშლის ძმარს დაუმატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დაჭყლეტილი ნივრის კბილი.წაისვით დღეში 2-3ჯერ.

10.იოდის 5%-იანი ხსნარით დაიმუშავეთ ფრჩხილები დღეში 2-ჯერ.ფრჩხილის გარშემო კანზე კრემი წაისვით, რომ იოდმა არ დააზიანოს.წვის და ქავილის შეგრძნება ნუ შეგაშინებთ, ეს ნორმალურია.სასურველია პროფილაქტიკის მიზნით ჯანსაღი ფრჩხილებიც დაამუშავოთ, მხოლოდ დღეგამოშვებით.1 კვირის შემდეგ ეფექტი თვალსაჩინო იქნება.კურსის ხანგრძლივობა 1 თვეა. თუ წვა და ქავილი ძალიან შეგაწუხებთ.პროცედურები დღეგამოშვებით ჩაიტარეთ.

11.დაასველეთ ბამბა იოდინოლის ხსნარით და დაიმაგრეთ ფრჩხილზე ლეიკოპლასტირით. ცვალეთ ბამბა ყოველდღე.რამდენიმე დღის შემდეგ ლეიკოპლასტირი ზეთით დასველებული ბინტით შეცვალეთ.

12.კრაზანისგან(მცენარე) გამოწურეთ წვენი და დაიმუშავეთ ფრჩხილები დღეში 2ჯერ.

13.დინდგელა დააქუცმაცეთ, დაასხით 60 გრადუსამდე გაცხელებული მცენარეული ზეთი და ურიეთ 10 წთ-ის მანძილზე, გააგრილეთ და შეინახეთ მინის ჭურჭელში.წაისვით დილით და საღამოს, დაიფინეთ ბინტი და დაამაგრეთ ლეიკოპლასტირით.

14.სპირტში გახსენით დინდგელა, უნდა მიიღოთ კრემისმაგვარი მასა.წაისვით თხელ ფენად და გადაიხვიეთ საცხობი ქაღალდით.კურსი ორკვირიანია.

“,

სოკო სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა, რის გამოც მისი მკურნალობა შესაძლოა თვეობით გაგრძელდეს.ამიტომ, სასურველია მკურნალობის შემდეგ პერიოდულად პროფილაქტიკის ჩატარება, რომ რეციდივი თავიდან იქნას აცილებული.ჯანმრთელმა ადამიანმაც კი, აქედანვე უნდა იზრუნოს ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად და ყურადღება მიაქციოს პირად ჰიგიენას.მოერიდეთ დაავადებულთან კონტაქტს, მეორად ფეხსაცმელებს, ან ბაზრობებზე ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე გასინჯვას.ყიდვის შემდეგ კი სასურველია შიგნით კარგად გაწმინდოთ ძმრიანი ნაჭრით, ან ქლორის სუსტი ხსნარით.თქვენ ხომ არ იცით რამდენმა ადამიანმა მოისინჯა ეს ფეხსაცმელი, ვიდრე თქვენ შეიძენდით.ასევე, მოერიდეთ სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმას, თუნდაც ახლობლის.აუზებზე ან პლაჟზე გამოიყენეთ ე.წ. შლოპანცები, იქონიეთ მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი პედიკიურის საშუალებები, რომელთაც დეზინფიცირებას გაუკეთებთ და დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

0
15571
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
15571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0