სასარგებლო პროდუქტები სასარგებლო ვიტამინებიანი საწებელი ნებისმიერი მშრალი კერძისთვის 2017, 20 მარტი, 14:41 არანაირი კეტჩუპი და სოუსი სუპერმარკეტიდან ვერ შეედრება მას. ის ყველა მშრალ კერძს უხდება და მნიშვნელობა არა აქვს ბოსტნეულის იქნება, თევზის თუ ხორცის. თან არც ისე რთული მოსამზადებელია. ინგრედიენტები: მჟავე ვაშლი – 3 ცალი მწვანე წიწაკა (მწარე) – 1 ცალი წითელი წიწაკა (ტკბილი) – 1 ცალი ხახვი – 1 თავი ნიახური – 2 ღერო, ფოთლებიანად თაფლი – 3 ს. კ. ლიმონის წვენი – 3 ს. კ. ლიმონის ცედრა – 1 ლიმონის მომზადება: I. მოამზადეთ პროდუქტი: ხილი და ბოსტნეული გაფრცქვენით, გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნწები და ა. შ. II. დაჭერით ყველაფერი ისეთ ზომაზე, რომ ხორცის საკეპ მანქანაში გაატაროთ. III. ყველა ინგრედიენტი გაატარეთ მანქანაში, დაამატეთ თაფლი ლიმონის წვენი და ცედრა. IV. მოათავსეთ საწებელი მინის ჭურჭელში და ცოტა ხნით შედგით მაცივარში, რომ გემო გაუჯდეს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ტომატი და საწებელი – ორი ერთში დაკონსერვებული პომიდორი, ზამთარში გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად მზარეულის დღიური (ცივი კერძები, ნამცხვრები, ტორტები და ა. შ) 339 5-ს მოსწონს
|