მუსიკა Black Sabbath- ჰევი-მეტალის პატრიარქის ბოლო გაჩერება 2017, 4 თებერვალი, 15:55 ![]() როგორც აპოკალიფსის შავი მხედრები ისე შემოიჭრნენ ისინი ბრიტანულ როკ სცენაზე შორეულ 1969 წელს ბირმინგემის სამრეწველო რაიონიდან.მაშინდელი ეპოქის მთავარი გზავნილი იყო სიყვარული და მშვიდობა, flower power(ყვავილების ძალა) და ცისარტყელისებური ფსიქოდელიური ჰედონიზმი. მეტალურგიულ ქარხნებით გატენილ ბირმინგემში ყვავილები ნაკლებად იყო, ცისარტყელას ფერები კიდევ უფრო ნაკლები..ბევრი იყო შავი რკინა, კვამლი, მძიმე მეტალის გრუხუნი, ჩარხების და წნეხების გრიალი და ქარხნები, ქარხნები.. ერთ-ერთ ასეთ ქარხანაში მუშაობის დროს სრულიად ახალგაზრდა ტომი აიომმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითი დაკარგა... ![]() მისი სოლისტიც ოზი ოსბორნი, (ვინმეს თუნდაც "ბლექ საბათის" არცერთი სიმღერა არ ჰქონდეს მოსმენილი ოზის მაინც იცნობს და გაუგია), ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში ციხეში ყოფნაც მოასწრო ძარცვის გამო. ![]() 1979 წელს ოზიმ ჯგუფი დატოვა, უფრო სწორად დაატოვებინეს. იგი შეცვალა რონი ჯეიმს დიომ, ჯგუფ „რეინბოუს“ ვოკალისტმა. წლების განმავლობაში ჯგუფის ვოკალისტები იყვნენ იან გილანი, გლენ ჰიუზი, ტონი მარტინი, რეი გილენი და დევი დონატო. 2011 წელს ბლექ საბათს ოზი ოზბორნი დაუბრუნდა, მათი უკანასკნელი სტუდიური ალბომი "13" 2013 წელს გამოვიდა, რომელიც 1970 წლის შემდეგ მეორედ ჩაუდგა მშობლიური ბრიტანეთის და "ბილბორდის" ჩარტებს სათავეში. წელს კიდევ ორი ლეგენდარული ჰარდ როკ-ჯგუფი ამთავრებს კარიერას, ერთი გახლავთ Aerosmith-ი, რომელიც ამა წლის მაისის თვეში საქართველოს ეწვევა და მეორე Deep purple, რომელიც გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეს ასევე მაისის თვიდან დაიწყებს. 43 7-ს მოსწონს 1-ს არა
|