სხვა გოგონა წითელ ბიკინში - ყველაზე "თავხედური" გაქცევა საბჭოთა კავშირიდან 2017, 25 იანვარი, 18:14 1979 წლის 14 იანვარს საკრუიზო ლაინერიდან Леонид Собинов, რომელიც სიდნეის მახლობლად პორტში იდგა გაიქცა 18 წლის ლილია გასინსკაია, გოგონამ გაცურა სანაპიროზე, ჩაბარდა ავსტრალიის ხელისუფლებას და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. საზღვარგარეთ ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, ხოლო საბჭოთა საინფორმაციო საშუალებები დიდი ხნის განმავლობაში დუმდნენ ამ ფაქტის შესახებ.
მაშ ასე - 1979 წლის იანვარში საბჭოთა საკრუიზო ლაინერმა ღუზა ჩაუშვა მირმონტის ყურეში, სიდნეის მახლობლად.გემი Леонид Собинов-ი ზამთრობით ავსტრალიაში და პოლინეზიაში ახდენდა კრუიზს, ხოლო ზაფხულობით დასავლეთ ევროპაში. გვიან საღამოს ეკიპაჟის წევრმა ლილია გასინსკაიამ დატოვა საკუთარი ნივთები კაიუტაში და საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა ილუმინატორიდან ისკუპა.იცურა დაახლოებით 40 წუთი და სანაპიროზე გასულმა პირველსავე შემხვედრს სთხოვა მიეცა მისთვის ტანსაცმელი და ესწავლებინა სად იმყოფებოდა უახლოესი პოლიციის განყოფილება. როდესაც ლაინერში აღმოაჩინეს მისი არყოფნა სასწრაფოდ დეპეშა გააგზავნეს ავსტრალიის საბჭოთა საელჩოში.დაიწყეს გოგონას ძებნა, მაგრამ უშედეგოდ, როგორც მოგვიანებით გაირკვა ლილია გულმოდგინედ დამალეს ადგილობრივი გაზეთის, Daily mirror-ის თანამშრომლებმა..თან მით უმეტეს რედაქციას ექსკლუზიური სენსაციური მასალა ხელში ჰყავდა ჩაგდებული.სხვათა შორის რედაქციას მკაცრად გასაიდუმლოებული ჰქონდა გოგონას ადგილმდებარეობა იქამდე, სანამ ქვეყნის ხელისუფლება არ გადასწვეტდა მის ბედს. რამდენიმე დღეში მინისტრმა საემიგრაციო საკითხებში გოგონას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ამის შემდეგ აჭრელდა ავსტრალიული პრესა გოგონას სურათებით, რომელსაც "გოგონა წითელ ბიკინში" (Red Bikini Girl) შეარქვეს. "14 წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი რა არის კომუნიზმი და რა იყო მათი მიზანი, გარშემო მხოლოდ სიცრუე და პროპაგანდა ..ამის შემდეგ შემძულდნენ ისინი"-აცხადებდა Daily mirror-თან ინტერვიუში ლილია.გაზეთში ისიც ეწერა, რომ თითქოს გოგონა ლაინერზე სამუშაოდ მხოლოდ გაქცევის მიზნით მოეწყო. კითხვაზე თუ მაინცდმაინც რატომ აირჩია ავსტრალია ასე უპასუხა:"ჟურნალში ვნახე ავსტრალიის ფოტოები და მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი ადგილი დედამიწაზე." მალე ოპოზიციამ გააკრიტიკა მთავრობა იმის გამო, რომ ამ გოგონას ასე მალე მისცეს ლტოლვილის სტატუსი."გამოდის რომ საკმარისი გოგონა ბიკინში იყოს და სტატუსი გარანტირებული აქვს, როცა 150 000 არალეგალი აზიიდან და სხვა ქვეყნებიდან წლობით ელოდებიან თავშესაფარს!"-გაჰყვიროდნენ ისინი. მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ იმ გოგონას, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და თვით "ბოროტების იმპერიიდან"-საბჭოთა კავშირიდან იყო გამოქცეული დეპორტს არავინ მისცემდა! ეს იყო წმინა პოლიტიკური ჟესტი. რაც შეეხება ლილიას შემდგომ ბედს.იგი დამკვიდრდა ავსტრალიაში, გააფორმა ეროტიკულ ჟურნალ Penthouse-სთან კონტრაქტი სადაც შიშველი პოზირებდა, ამის გარდა იყო დიჯეი და თამაშობდა სერიალებში. 90-იანი წლების შემდეგ მასზე უკვე თითქმის აღარაფერია ცნობილი. იხილეთ აგრეთვე: პილოტი, რომელმაც ზესაიდუმლო საბჭოთა გამანადგურებელი საზღვარგარეთ გაიტაცა თვითმფრინავის გატაცების ყველაზე გახმაურებული ფაქტები საბჭოთა კავშირში საუკუნის ძარცვა ანუ ძმები კალაჩიანების ისტორია "ნუ გეშინიათ არ გიკბენთ" - ბერბეროვების ოჯახის ტრაგიკული ისტორია 1605 9-ს მოსწონს 1-ს არა
|