საბუნებისმეტყველო რატომ «უმზერს» მზესუმზირა ყოველთვის მზეს – აღმოჩენილია მცენარის მობრუნების «მექანიზმი» 2016, 14 დეკემბერი, 13:48 მცენარის სახელი ორი ბერძნული სიტყვისგან, «helios» — მზე და «anthos» — ყვავილი, წარმოსდგება. და რა თქმა უნდა, ასე შემთხვევით არ დაურქმევიათ. მზესუმზირის უამრავი ყვავილედი, რომელსაც გარს კაშკაშა ფურცლები აკრავს, მართლაც რომ მზეს მოგვაგონებს. გარდა ამისა, ამ მცენარეს ერთი უნიკალური თვისებაც აქვს — ის თავს ყოველთვის მზის მიმართულებით აბრუნებს. მზესუმზირა ყოველთვის მზეს უმზერს — თვალს ადევნებს მის მიერ გავლილ მთელს გზას, აისიდან – დაისამდე. ასეთი ბრუნვის წყალობით, ზრდის ფაზაში, მცენარე 10-15 % მეტი მზის ენერგიის მიღებას ახერხებს, ვიდრე მის გვერდით მყოფი სხვა მცენარეები. როდესაც მზესუმზირის ზრდა სრულდება, ის აღმოსავლეთის მიმართულებით ჩერდება. ამასაც აქვს თავისი ახსნა — ასეთი ორიენტირება მცენარეს, დილის საათებში, კარგად გათბობის და უფრო მეტი მწერების მიზიდვის საშუალებას აძლევს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი? როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს 775 8-ს მოსწონს
|