x
მეტი
  • 16.12.2024
  • სტატია:138833
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512460
რა სასარგებლო თვისებებს შეიცავს გოგრის თესლი?
image
აღსანიშნავია, რომ გოგრის თესლით მკურნალობა შესამჩნევ და ნათელ შედეგს იძლევა პროსტატიტის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ამ დაავადების წინააღმდეგ.


პაციენტები ხშირად აცხადებენ, რომ მათ შეძლეს ერთდროულად მოეშორებინათ სხვა ნაკლებად მძიმე პრობლემები. მაგალითად, იგი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას, მისი გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლებად შეგაწუხებთ გაციება და ვირუსული დაავადებები, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცეტრაციის უნარს, აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, აგრეთვე კარგი საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად.


ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მივირთვათ გოგრის თესლი, არა მხოლოდ გართულების და რაიმე დაავადების დროს, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც.
იგი არ საჭიროებს, რაიმე განსაკუთრებულ და რთულ მომზადების წესს. საკმარისია გამოვიყენოთ მცირე რაოდენობით, ყოველდღიურად გოგრის მოხალული თესლი ან უბრალოდ მისი ზეთი.


გოგრის თესლის გამოყენება ტრადიციული მედიცინისა და სხვა მიზნებისთვის, ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთ რეცეპტს.



რეცეპტი №1


იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ მამაკაცური თვისებები, ისევე როგორც აღმოვფხვრათ სისუსტე, რომელიც გამოწვეულია სტრესისგან და ასაკობრივი ცვლილებებისგან, მიზანშეწონილია დავფქვათ 100 გრ გოგრის თესლი მას დავამატოთ ასევე დაფქული ბრინჯის ფხვნილი დავამატოთ 150 გრამი კარაქი და 150 გრამი თაფლი, ავურიოთ კარგად და მივიღოთ 2 ჩაის კოვზი ყოველ საათში მთელი დღის განმავლობაში.


რეცეპტი №2


თუ დაფიქსირდება შარდის ბუშტის სისუსტე, თქვენ უნდა მიიღოთ გასუფთავებული ნედლი გოგრის თესლი ყოველდღიურად. ისინი ასევე შეიძლება მიღებული იქნას პროფილაქტიკის მიზნითაც. გოგრის თესლი აძლიერებს კუნთებს და არბილებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.


რეცეპტი №3


გოგრის თესლი ხალხურ მედიცინაში შეუცვლელია, მისი საშუალებით კურნავენ ჭიებს და სხვა პარაზიტების მქონდე ორგანიზმებს. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიიღოთ 300 გრამი გამხმარი და გარეცხილი თესლი, რომელიც იქნება დაფქული, შემდეგ უნდა დაამატოთ 50 მლ მდუღარე წყალი, ამის შემდეგ, ნარევს უნდა დაამატოთ 15 გრამი ტკბილი თაფლი. ბავშვებში მისი მიღების დოზაა 30-75 გრამი დღეში, დამოკიდებულია ასაკზე, ხოლო ზრდასრულ ადამიანებში 150-300 გრამი



image
აგრეთვე დაგაინტერესებთ სტატიები:


1 - ორი ტიპის თევზი, რომელიც საკვებად არ გამოდგება

2 - 6 პროდუქტი, რომლებიც ეფექტურად გაწმენდენ თქვენს ღვიძლს ტოქსინებისგან

3 - ხახვის სასარგებლო თვისებები

4 - საინტერესო ფაქტები შესქელებულ რძეზე

5 - მთელი ცხოვრების მანძილზე ხორცს არასწორად ალღობდით: ჩვეულებრივი ხორცის გალღობის მეთოდი


4
3857
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
3857
  
2016, 9 დეკემბერი, 0:02
დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი :))
2016, 8 დეკემბერი, 23:56
უფფფ, უგემრიელესიაააა... გამიკეთებია არაერთხელ:)
2016, 8 დეკემბერი, 23:55
მართლა? არ ვიცოდი.
2016, 8 დეკემბერი, 23:50
და კიდევ: გოგრის თესლით კეთდება ყველაზე გემრიელი ჩურჩხელა :)
0 1 4