x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
აუცილებლად გარეცხეთ ახალი ნაყიდი ტანსაცმელი და აი რატომ
image


თუ თქვენ, ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობთ და არ გჩვევიათ ახალი ნაყიდი ტანსაცმლის ჩაცმამდე გარეცხვა, სწორედ დროულია. ქსოვილის წარმოების პროცესი მანამ, სანამ მისგან ტანსაცმელს შეკერავენ, გადის ბევრ საფეხურს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, თუ რა პროცესების გავლა უწევს უკვე მზა ტანსაცმელს მაღაზიებში მოხვედრამდე. ვერც წარმოიდგენთ რამდენი ადამიანის ხელში გაიარა თქვენმა ქურთუკმა, ფეხსაცმელმა თუ ჯინსმა და რამდენმა მოიზომა უკვე მაღაზიაში ყიდვის მოტივით, სანამ ის თქვენს ხელში აღმოჩნდა. დაფიქრებულხართ ამაზე?


კოლუმბიის უნივერსიტეტის კანის დეპარტამენტის პროფესორმა Donald Belsito-მ ამცნო გამომცემლობას "Wall Street Journal", რომ ტანსაცმლიდან ადვილად გადადის პარაზიტები და ბაქტერიები, რომლებიც მრავალი ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ, როდესაც შეიძენთ ახალ ტანსაცმელს, მნიშვნელობა არ აქვს ზედა იქნება, ქვედა თუ ფეხსაცმელი, ყველაფერი კარგად გარეცხეთ ორმაგი გავლების რეჟიმით. "ჩემს პრაქტიკაში რა სახის დერმატოლოგიური დაავადება აღარ მინახავს, ამიტომ ეს მარტივი გზა მათი ავიდან აცილების ერთ-ერთი ხელსაყრელი საშუალებაა, ყურადღება მივაქციოთ ჰიგიენას, თორემ ხშირ შემთხვევაში მკურნალობა დაგვიანებულია"- ამბობს პროფესორი Donald Belsito.


თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის რის გამოც ახალი შეძენილი ტასნაცმელი უნდა გარეცხოთ, წარმოების დროს იყენებენ სხვადასხვა საღებავებსა და ფორმალდეჰიდის ფისებს, რადგან ტრანსპორტირებისას ნაკლებად დაზიანდეს. რაც ასევე ალერგიულ რეაქციებს გამოიწვევს თქვენს სხეულზე, კერძოდ კი იღლიებში, თეძოებზე, წელსა და კისერზე, სწორედ იქ, სადაც ოფლიანობის მეტი ალბათობაა.



ამიტომ ნუ დაზარდებით, ან ნუ წაგძლევთ სული რაც შეიძლება მალე მოიწონოთ თავი ახალი შენაძენით, მას ხომ შეუძლია ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგაყენოთ, გარეცხეთ ის მოხმარებამდე ადრე ორმაგი გავლების რეჟიმით და დაგარწმუნებთ, რომ ორმაგად კმაყოფილი დარჩებით.





იხილეთ აგრეთვე:

რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები

17 წლის მოზარდი "ზასოსით" გარდაიცვალა

სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან...

სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება

რატომ არ უნდა გაიპარსოთ ინტიმური ადგილები

თუ თქვენ ეკონომ-ნათურებს მოიხმართ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ!

თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!

სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?



0
5010
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0