სხვა მოხუცი ინდიელი ბანკში 2016, 25 ნოემბერი, 10:42 მოხუცი ინდიელი ბანკში შევიდა და 500 დოლარი ითხოვა სესხის სახით. ბანკის თანამშრომელმა საბუთების გაფორმება დაიწყო. — ამ ფულით რის გაკეთებას აპირებთ? — ეკითხება ის ინდიელს. — ქალაქში ვაპირებ წასვლას. მინდა ჩემს მიერ გაკეთებული სამკაულები გავყიდო. ![]() — გირაო რა იქნება? — არ ვიცი «გირაო» რა არის, — უთხრა ინდიელმა. — მმ..., გირაი ისეთი რაღაცა არის, რასაც ღირებულება აქვს და შეუძლია სესხი დაფაროს. მაგალითად, ავტომობილი თუ გყავთ? — დიახ, 1949 წელს გამოშვებული სატვირთო… — არა, ეგ არ გამოდგება, — თქვა ბანკის თანამშრომელმა, — იქნებ, საქონელი გყავთ? — დიახ, ცხენი მყავს…— რამდენი წლის არის? — არ ვიცი, კბილები აღარ აქვს, რომ დავადგინო… ბოლოს და ბოლოს, ინდიელს სესხი გაუფორმეს 500 დოლარის ოდენობით. რამოდენიმე კვირის შემდეგ, ის ისევ მივიდა ბანკში, ამოიღო ფულის შეკვრა, გადათვალა საჭირო თანხა და დააბრუნა სესხი. — დანარჩენ ფულს რას უპირებთ? — თავაზიანად ჰკითხა ბანკის იგივე თანამშრომელმა. — ვიგვამში (ჩრდ. ამერიკის ინდიელთა საცხოვრებელი გუმბათისებური ქოხი) შევინახავ — უთხრა ინდიელმა. — თქვენ შეგიძლიათ დეპოზიტი გახსნათ ჩვენს ბანკში. — მე არ ვიცი, რა არის «დეპოზიტი» — უპასუხა ინდიელმა. — ეს როდესაც თქვენ ჩვენს ბანკს აძლევთ თქვენს ფულს, ბანკი ზრუნავს მასზე, ხოლო როდესაც ფულის უკან დაბრუნება მოგინდებათ, შეგეძლებათ მისი წაღება… მოხუცი ინდიელი დაფიქრდა და იკითხა: — ბანკის გირაო რა იქნება? ![]() ![]() 1176 10-ს მოსწონს
|